„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ”

მიღების თარიღი 07.11.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №926
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 131, 08/11/2005
matsne.gov.ge 4,899 სიტყვა · ~24 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №926 2005 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ საქართველოსა და გარემოს გლობალური ფონდის პროექტების აღმასრულებელი სააგენტოს უფლებამოსილების მქონე რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის „გარემოს გლობალური ფონდის საგრანტო ხელშეკრულების (დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტი)“ განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექციის დებულება (დანართი №1); ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების დირექციის დებულება (დანართი №2); გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექციის დებულება (დანართი №3); დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დირექციის დებულება (დანართი №4). 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი): ა) განახორციელოს დირექციების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი; ბ) 2006 წლისათვის მისთვის განსაზღვრული ხარჯების ზღვრული მოცულობის ფარგლებში გაითვალისწინოს დირექციების შესანახი ხარჯები. 3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისა და ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ბალანსზე არსებული ქონების შესაბამისი დირექციებისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში დანიშნოს დირექციების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. მ. სააკაშვილი დანართი №1 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექციის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექცია (შემდგომში – დირექცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. 2. ეს დებულება განსაზღვრავს დირექციის მიზნებს, ფუნქციებს, საქმიანობის საგანს და მის სამეთვალყურეო ორგანოს – თუშეთის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) უფლება-მოვალეობებს. 3. დირექცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, აქვს შემოსავალი და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. დირექციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადმოცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.     მუხლი 2🔗. დირექციის მართვის სფერო დირექციის მართვის სფეროს წარმოადგენს თუშეთის დაცული ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიები) შემდეგი კატეგორიები: ა) თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი; ბ) თუშეთის ეროვნული პარკი.     მუხლი 3🔗. დირექციის ფუნქციები 1. თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის შიგნით და თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დირექციის უფლებამოსილებებია: ა) სამეცნიერო კვლევის წარმართვისათვის ხელშეკრულების გაფორმება, თანხმობის გაცემა და ხელშეკრულების პირობების შესრულების ზედამხედველობა; ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით დირექციის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა, ამ მარშრუტებით სარგებლობის წესების დაწესება და მათი დაცვის კონტროლი; დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის წარმოება; ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება; ვ) დაცვის რეჟიმის წესებისადმი კონტროლის დაწესება; ზ) სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული ტრანსპორტით გადაადგილების კონტროლი; თ) ეკოტურიზმის განვითარებისათვის და ამ მიზნით მომსახურების განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი ეროვნულ პარკში; ი) ვიზიტორთა ყოფნის და გადაადგილებისათვის დაწესებული წესების დაცვის კონტროლი; კ) გარემოს დაცვასთან და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; ლ) გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების in-situ კონსერვაცია; მ) დაშვებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებითა და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თიბვის, ძოვების, საშეშე მერქნის მოპოვების კვოტების შემუშავება და კონტროლი ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში; ნ) ანტროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენა; ო) არსებული ტყის ეკოსისტემების აღდგენა; პ) ადგილობრივ მცენარეთა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება; ჟ) ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების წარმოება; რ) ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება ტრადიციული გამოყენების ზონაში; ს) მენეჯმენტის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; ტ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება; უ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ფ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს; ქ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს; ღ) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განხორციელებისათვის სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა და ხელშეკრულების გაფორმება; ყ) დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციის და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); შ) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით; ჩ) სამარკეტინგო საქმიანობა; ც) შემოსავლის განკარგვა; წ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი; ჭ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.     მუხლი 4🔗. დირექტორი 1. დირექციას ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) თავმჯდომარე. 2. დირექტორი უფლებამოსილია: ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები დირექციის მართვის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ბ) იმოქმედოს დირექციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები და განახორციელოს მათი შესრულების კონტროლი; დ) კანონმდებლობით მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მონაცემი, სამინისტროებისაგან, სახელმწიფო და სამთავრობო უწყებებისაგან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან; ე) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა; ვ) აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინე­ბული პირობების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; ზ) დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექციის თანამშრომლები, განსაზღვროს სახელფასო და საპრემიო ფონდი; თ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაამტკიცოს დირექციის შემოსავლების განკარგვის და მიღების ყოველწლიური გეგმები; ი) განკარგოს დირექციის შემოსავალი; კ) დააკისროს დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობა თანამშრომლებს მუშაობის დროს დაშვებული დარღვევებისათვის; ლ) დაამტკიცოს დირექციის შინაგანაწესი; მ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა უფლებამოსილებები. 3. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დირექტორის წარდგინებით ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 4. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დირექციის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის და ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისათვის. 5. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.     მუხლი 5🔗. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო 1. დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით იქმნება მისი სამეთვალყურეო ორგანო – „სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო“ (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭო შედგება არა უმეტეს 12 წევრისაგან. 3. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვან ასახვას დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით დირექციას უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას და კონსულტაციას. 4. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაციები: ა) გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით; ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებათა და ვიზიტორთა კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით; გ) თუშეთის დაცულ ლანდშაფტზე დასაშვები საქმიანობის, რეგულირების და დაცვის წესების (ტერიტორიის გარეთ რეგულირების წესები და დროებითი რეგულირების წესები) საკითხებთან დაკავშირებით; დ) მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით. 5. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომლებიც იმართება კვარტალში ერთხელ მაინც. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედისა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.     მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. დირექციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დირექციის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება დირექციის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 7🔗. დირექციის ქონება და ფინანსები 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად დირექციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზურფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. დირექციის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; დ) საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი ან დახმარება; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 3. დირექციის სახსრები და შემოსავალი განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. დირექციის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 4. დირექციის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დირექციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.     მუხლი 9🔗. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დირექციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. დანართი №2 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების დირექციის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების დირექცია (შემდგომში – დირექცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. 2. ეს დებულება განსაზღვრავს დირექციის მიზნებს, ფუნქციებს, საქმიანობის საგანს და მის სამეთვალყურეო ორგანოს – ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) უფლება-მოვალეობებს. 3. დირექცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, აქვს შემოსავალი და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. დირექციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლო-ბის საფუძველზე გადმოცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.     მუხლი 2🔗. დირექციის მართვის სფერო დირექციის მართვის სფეროს წარმოადგენს ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიები) შემდეგი კატეგორიები: ა) ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი; ბ) ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი; გ) ილტოს აღკვეთილი.     მუხლი 3🔗. დირექციის ფუნქციები 1. ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალის, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალის შიგნით და ილტოს აღკვეთილის ტერიტორიაზე დირექციის უფლებამოსილებებია: ა) სამეცნიერო კვლევის წარმართვისათვის ხელშეკრულების გაფორმება, თანხმობის გაცემა და ხელშეკრულების პირობების შესრულების ზედამხედველობა; ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით დირექციის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა, ამ მარშრუტებით სარგებლობის წესების დაწესება და ამ წესების დამრღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება; დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის წარმოება; ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება; ვ) დაცვის რეჟიმის წესებისადმი კონტროლის დაწესება; ზ) სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული ტრანსპორტით გადაადგილების კონტროლი; თ) ეკოტურიზმის განვითარებისათვის და ამ მიზნით მომსახურების განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი აღკვეთილში; ი) მკაცრი კონტროლის პირობებში ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება აღკვეთილში; კ) მენეჯმენტის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება; მ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ნ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს; ო) ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის დაქვემდე­ბარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვისა და გამოყენების რეჟიმს; პ) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განხორციელებისათვის სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა და ხელშეკრულების გაფორმება; ჟ) დირექციის მიერ დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განხორციელებისათვის კონტრაქტის გაფორმების მიზნით სატენდერო წესებისა და პირობების შემუშავება, ტენდერის ჩატარება; რ) დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციის და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); ს) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით; ტ) სამარკეტინგო საქმიანობის წარმართვა; უ) შემოსავლის განკარგვა; ფ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი; ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.     მუხლი 4🔗. დირექტორი 1. დირექციას ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) თავმჯდომარე. 2. დირექტორი უფლებამოსილია: ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები დირექციის მართვის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ბ) იმოქმედოს დირექციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები და განახორციელოს მათი შესრულების კონტროლი; დ) კანონმდებლობით მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მონაცემი, სამინისტროებისაგან, სახელმწიფო და სამთავრობო უწყებებისაგან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან; ე) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა; ვ) აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინე­ბული პირობების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; ზ) დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექციის თანამშრომლები, განსაზღვროს სახელფასო და საპრემიო ფონდი; თ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაამტკიცოს დირექციის შემოსავლის განკარგვის და მიღების ყოველწლიური გეგმები; ი) განკარგოს დირექციის შემოსავალი; კ) დააკისროს დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობა თანამშრომლებს მუშაობის დროს დაშვებული დარღვევებისათვის; ლ) დაამტკიცოს დირექციის შინაგანაწესი; მ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა უფლებამოსილებები. 3. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დირექტორის წარდგინებით ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 4. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დირექციის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის და ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვისათვის. 5. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.     მუხლი 5🔗. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო 1. დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით იქმნება მისი სამეთვალყურეო ორგანო – „სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო“ (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭო შედგება არა უმეტეს 12 წევრისაგან. 3. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვან ასახვას დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით დირექციას უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას და კონსულტაციას. 4. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაციები: ა) გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით; ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებათა და ვიზიტორთა კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით; გ) ახმეტის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დასაშვები საქმიანობის, რეგულირების და დაცვის წესების (ტერიტორიის გარეთ რეგულირების წესები და დროებითი რეგულირების წესები) საკითხებთან დაკავშირებით; დ) მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით. 5. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომლებიც იმართება კვარტალში ერთხელ მაინც. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედისა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.     მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. დირექციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონი­ერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დირექციის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება დირექციის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი-ნისტროს თანხმობა.     მუხლი 7🔗. დირექციის ქონება და ფინანსები 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად დირექციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზურ-ფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. დირექციის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; დ) საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი ან დახმარება; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 3. დირექციის სახსრები და შემოსავალი განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. დირექციის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 4. დირექციის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დირექციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინის-ტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.     მუხლი 9🔗. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დირექციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. დანართი №3 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექციის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექცია (შემდგომში – დირექცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. 2. ეს დებულება განსაზღვრავს დირექციის მიზნებს, ფუნქციებს, საქმიანობის საგანს და მის სამეთვალყურეო ორგანოს – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) უფლება-მოვალეობებს. 3. დირექცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, აქვს შემოსავალი და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. დირექციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადმოცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.     მუხლი 2🔗. დირექციის მართვის სფერო დირექციის მართვის სფეროს წარმოადგენს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიები) შემდეგი კატეგორიები: ა) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი; ბ) ლაგოდეხის აღკვეთილი.     მუხლი 3🔗. დირექციის ფუნქციები 1. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის შიგნით და ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე დირექციის უფლებამოსილებანი: ა) სამეცნიერო კვლევის (ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის შიგნით – არამანიპულაციური, ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე – არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევის) წარმართვისათვის ხელშეკრულების გაფორმება, თანხმობის გაცემა და ხელშეკრულების პირობების შესრულების ზედამხედველობა; ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა, ამ მარშრუტებით სარგებლობის წესების დაწესება და მათი დაცვის კონტროლი; დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის წარმოება; ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება; ვ) დაცვის რეჟიმის წესებისადმი კონტროლის დაწესება; ზ) სამენეჯმენტო გეგმით გათვალისწინებული უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილების კონტროლი; თ) ეკოტურიზმის განვითარებისათვის და ამ მიზნით მომსახურების განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი ლაგოდეხის აღკვეთილში; ი) მკაცრი კონტროლის პირობებში ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება ლაგოდეხის აღკვეთილში; კ) მენეჯმენტის გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა; ლ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება; მ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ნ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის და ადგილობ­რივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს; ო) ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს; პ) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განხორციელებისათვის სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა და ხელშეკრულების გაფორმება; ჟ) დირექციის მიერ დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განხორციელებისათვის კონტრაქტის გაფორმების მიზნით სატენდერო წესებისა და პირობების შემუშავება, ტენდერის ჩატარება; რ) დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციის და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); ს) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით; ტ) სამარკეტინგო საქმიანობის წარმართვა; უ) შემოსავლის განკარგვა; ფ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი; ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.     მუხლი 4🔗. დირექტორი 1. დირექციას ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) თავმჯდომარე. 2. დირექტორი უფლებამოსილია: ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები დირექციის მართვის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ბ) იმოქმედოს დირექციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები და განახორციელოს მათი შესრულების კონტროლი; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მონაცემი, სამინისტროებისაგან, სახელმწიფო და სამთავრობო უწყებებისაგან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან; ე) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა; ვ) აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინე­ბული პირობების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; ზ) დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექციის თანამშრომლები, განსაზღვროს სახელფასო და საპრემიო ფონდი; თ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაამტკიცოს დირექციის შემოსავლის განკარგვის და მიღების ყოველწლიური გეგმები; ი) განკარგოს დირექციის შემოსავალი; კ) დააკისროს დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობა თანამშრომლებს მუშაობის დროს დაშვებული დარღვევებისათვის; ლ) დაამტკიცოს დირექციის შინაგანაწესი; მ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა უფლებამოსილებები. 3. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დირექტორის წარდგინებით ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 4. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დირექციის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვისათვის. 5. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.     მუხლი 5🔗. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო 1. დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით იქმნება მისი სამეთვალყურეო ორგანო – „სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო“ (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭო შედგება არა უმეტეს 12 წევრისაგან. 3. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვან ასახვას დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით დირექციას უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას და კონსულტაციას. 4. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაციები: ა) გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით; ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებათა და ვიზიტორთა კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით; გ) ლაგოდეხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დასაშვები საქმიანობის, რეგულირების და დაცვის წესების (ტერიტორიის გარეთ რეგულირების წესები და დროებითი რეგულირების წესები) საკითხებთან დაკავშირებით; დ) მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით. 5. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომლებიც იმართება კვარტალში ერთხელ მაინც. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედისა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.     მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. დირექციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დირექციის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება დირექციის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 7🔗. დირექციის ქონება და ფინანსები 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად დირექციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზურფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. დირექციის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; დ) საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი ან დახმარება; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 3. დირექციის სახსრები და შემოსავალი განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. დირექციის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 4. დირექციის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დირექციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.     მუხლი 9🔗. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დირექციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. დანართი №4 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დირექციის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დირექცია (შემდგომში – დირექცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. 2. ეს დებულება განსაზღვრავს დირექციის მიზნებს, ფუნქციებს, საქმიანობის საგანს და მის სამეთვალყურეო ორგანოს – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) უფლება-მოვალეობებს. 3. დირექცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, აქვს შემოსავალი და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. დირექციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადმოცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.     მუხლი 2🔗. დირექციის მართვის სფერო დირექციის მართვის სფეროს წარმოადგენს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიები) შემდეგი კატეგორიები: ა) ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი; ბ) ვაშლოვანის ეროვნული პარკი; გ) ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი; დ) ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი; ე) არწივის ხეობის ბუნების ძეგლი.     მუხლი 3🔗. დირექციის ფუნქციები 1. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის შიგნით, ვაშლოვანის ეროვნული პარკის, ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლის, ტახტი-თეფას ბუნების ძეგლის და არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე დირექციის უფლებამოსილებებია: ა) სამეცნიერო კვლევის წარმართვისათვის ხელშეკრულების გაფორმება, თანხმობის გაცემა და ხელშეკრულების პირობების შესრულების ზედამხედველობა; ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა, ამ მარშრუტებით სარგებლობის წესების დაწესება და ამ წესების დამრღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება; დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის წარმოება; ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება; ვ) დაცვის რეჟიმის წესებისადმი კონტროლის დაწესება; ზ) სამენეჯმენტო გეგმით განსაზღვრული ტრანსპორტით გადაადგილების კონტროლი; თ) ეკოტურიზმის განვითარებისათვის და ამ მიზნით მომსახურების განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი ეროვნულ პარკში; ი) ვიზიტორთა ყოფნაზე და გადაადგილებაზე დაწესებული წესების დაცვის კონტროლი; კ) გარემოს დაცვასთან და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით აღდგენითი სამუშაოების განხორციელება; ლ) გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების in-situ კონსერვაცია და აღდგენა; მ) ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებითა და ბუნებრივი პროდუქტიულობით ლიმიტირებული თიბვის, ძოვების, საშეშე მერქნის მოპოვების კვოტების შემუშავება და კონტროლი ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში; ნ) ანტროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენა; ო) არსებული ტყის ეკოსისტემების აღდგენა; პ) ადგილობრივ მცენარეთა საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის მიზნით კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება; ჟ) ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სამუშაოების შესრულება; რ) ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება; ს) მენეჯმენტის გეგმების შემუშავება; ტ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება; უ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ფ) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს; ქ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს დირექციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს; ღ) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის განხორციელებისათვის სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა და ხელშეკრულების გაფორმება; ყ) დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციისა და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); შ) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით; ჩ) სამარკეტინგო საქმიანობის წარმართვა; ც) შემოსავლის განკარგვა; ძ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი; წ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.     მუხლი 4🔗. დირექტორი 1. დირექციას ერთმმართველობის პრინციპით ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) თავმჯდომარე. 2. დირექტორი უფლებამოსილია: ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები დირექციის მართვის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ბ) იმოქმედოს დირექციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები და განახორციელოს მათი შესრულების კონტროლი; დ) კანონმდებლობით მოითხოვოს და მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია, მონაცემი, სამინისტროებისაგან, სახელმწიფო და სამთავრობო უწყებებისაგან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან; ე) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა; ვ) აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინე­ბული პირობების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; ზ) დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექციის თანამშრომლები, განსაზღვროს სახელფასო და საპრემიო ფონდი; თ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაამტკიცოს დირექციის შემოსავლის განკარგვის და მიღების ყოველწლიური გეგმები; ი) განკარგოს დირექციის შემოსავალი; კ) დააკისროს დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობა თანამშრომლებს მუშაობის დროს დაშვებული დარღვევებისათვის; ლ) დაამტკიცოს დირექციის შინაგანაწესი; მ) განახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა უფლებამოსილებები. 3. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დირექტორის წარდგინებით ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 4. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა დირექციის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვისათვის. 5. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.     მუხლი 5🔗. დირექციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო 1. დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის მიზნით იქმნება მისი სამეთვალყურეო ორგანო – „სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო“ (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭო შედგება არა უმეტეს 12 წევრისაგან. 3. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ადგილობრივი პრობლემატიკის სრულფასოვან ასახვას დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით დირექციას უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას და კონსულტაციას. 4. საბჭო უფლებამოსილია რეკომენდაციები მიიღოს: ა) გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობის კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით; ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებათა და ვიზიტორთა კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით; გ) ვაშლოვანის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დასაშვები საქმიანობის, რეგულირების და დაცვის წესების (ტერიტორიის გარეთ რეგულირების წესები და დროებითი რეგულირების წესები) საკითხებთან დაკავშირებით; დ) მართვის, კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარების მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებით. 5. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომლებიც იმართება კვარტალში ერთხელ მაინც. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, როდესაც მას ესწრება წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედისა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.     მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. დირექციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დირექციის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება დირექციის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 7🔗. დირექციის ქონება და ფინანსები 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად დირექციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უსასყიდლო უზურფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. დირექციის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; დ) საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი ან დახმარება; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 3. დირექციის სახსრები და შემოსავალი განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. დირექციის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 4. დირექციის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დირექციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინის-ტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.     მუხლი 9🔗. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დირექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დირექციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.