საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.11.2005
ძალის დაკარგვა 21.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №968
სარეგისტრაციო კოდი 470.210.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 140, 01/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის N968 ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 05.07.2017
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:0in; font-size:12.0pt; }
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 56.7pt 70.9pt 70.9pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №968
2005 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
საქართველოში ტურიზმისა და კურორტების დარგში ინვესტიციების მოზიდვისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. სარეკრეაციო ტერიტორიად განისაზღვროს საქართველოს დასახლებული ან/და დაუსახლებელი ტერიტორია, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და რომლის განვითარების ძირითადი პოტენციალია ტურიზმი და რეკრეაცია და მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ ბუნებრივ, კულტურულ კომპლექსებს, ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანთა დასვენებისათვის მათი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
2. საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს შესაბამის ადგილებს მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და განისაზღვროს შემდეგი სარეკრეაციო ტერიტორიები:
ა) გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორია;
ბ) ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორია;
გ) ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია;
დ) ურეკის სარეკრეაციო ტერიტორია.
3. დამტკიცდეს სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრების აღწერილობა თანდართული დანართების მიხედვით.
4. ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის რეკრეაციული დანიშნულების მიწა, რომელზეც ვრცელდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
მ. სააკაშვილი
დანართი
№1
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორია
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით:
ა) საწყისი წერტილი №1 (კოორდინატებით: X=458652.641; Y=4698766.766) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზის გუდაურის გადასასვლელის ბოლო სერპანტინის კუთხეში. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1.35 კილომეტრზე და მიუყვება საქართველოს სამხედრო გზას №2 წერტილამდე;
ბ) წერტილი №2 (კოორდინატებით: X=457804.518; Y=4699435.611) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზისა და გრუნტის გზის გასაყარზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.35 კილომეტრზე №3 წერტილამდე;
გ) წერტილი №3 (კოორდინატებით: X= 457793.485; Y=4699779.687) ემთხვევა ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.77 კილომეტრზე №4 წერტილამდე;
დ) წერტილი №4 (კოორდინატებით: X=457091.542; Y=4700114.110) მდებარეობს მდინარე თეთრი არაგვის ხევის პირზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით 3.47 კილომეტრზე და მიუყვება მდინარე თეთრი არაგვის ხევის პირს №5 წერტილამდე;
ე) წერტილი №5 (კოორდინატებით: X= 456610.249; Y=4703335.945) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ზვავსაწინააღმდეგო გვირაბის დასაწყისში. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით და მიუყვება საქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ზვავსაწინააღმდეგო გვირაბს 0.64 კილომეტრზე №6 წერტილამდე;
ვ) წერტილი №6 (კოორდინატებით: X=456551.639; Y=4703946.180) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზის გუდაური-კობის მონაკვეთის ზვავსაწინააღმდეგო გვირაბის ბოლოში. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 2.66 კილომეტრზე და მიუყვება მდინარე თეთრი არაგვის ხევის პირს №7 წერტილამდე;
ზ) წერტილი №7 (კოორდინატებით: X=455049.050; Y=4704723.414) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე (გზების გასაყართან). ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.78 კილომეტრზე და მიუყვება საქართველოს სამხედრო გზას №8 წერტილამდე;
თ) წერტილი №8 (კოორდინატებით: X= 454556.783; Y=4705260.224) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, გზისა და მდინარის შენაკადის გადაკვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით ჯერ 0.67 კმ-ზე და მერე 0.31 კმ-ზე და მიუყვება მდინარე თეთრი არაგვის ხევის პირს №9 წერტილამდე;
ი) წერტილი №9 (კოორდინატებით: X=454018.245; Y=4705967.437) მდებარეობს მდინარე თეთრი არაგვის ხევის პირზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 3.37 კილომეტრზე №10 წერტილამდე;
კ) წერტილი №10 (კოორდინატებით: X=456449.589; Y=4708287.469) მდებარეობს მდინარე ბაიდარასა და ელექტროგადამცემი ხაზის გადაკვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 4.8 კილომეტრზე და მიუყვება მდინარე ბაიდარას №11 წერტილამდე;
ლ) წერტილი №11 (კოორდინატებით: X=459161.927; Y=4711806.896) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზისა და მდინარე ბაიდარას გადაკვეთაზე ხიდზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.9 კილომეტრზე და მიუყვება საქართველოს სამხედრო გზას №12 წერტილამდე;
მ) წერტილი №12 (კოორდინატებით: X=459928.127; Y=4712068.869) მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე კობის გადასასვლელზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და მიუყვება მდინარე ბაიდარას ხევის პირსა და შემდეგ 1.7 კილომეტრზე მდინარე ბაიდარას №13 წერტილამდე;
ნ) წერტილი №13 (კოორდინატებით: X=461249.259; Y=4711125.204) ემთხვევა 2222.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით ჯერ 1.17 კილომეტრზე 2602.0 მ სიმაღლის გეოდეზიური ნიშნულისაკენ, შემდეგ 3.1 კილომეტრზე №14 წერტილამდე;
ო) წერტილი №14 (კოორდინატებით: X=460302.000; Y=4708392.277) ემთხვევა 3133.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით ჯერ 2.65 კილომეტრზე და შემდეგ 1.6 კილომეტრზე №15 წერტილამდე;
პ) წერტილი №15 (კოორდინატებით: X=462215.460; Y=4705305.462) მდებარეობს მდინარე ხადისწყალისა და მისი შენაკადის შეერთებაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით 0.92 კილომეტრზე და მიუყვება მდინარე ხადისწყალს №16 წერტილამდე;
ჟ) წერტილი №16 (კოორდინატებით: X=462027.506; Y=4704280.434) ემთხვევა მდინარე ხადისწყალზე არსებულ 1915.0 მ სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით ჯერ 2.4 კილომეტრზე და შემდეგ სამხრეთ-აღმოსავ-ლეთით 0.4 კილომეტრზე №17 წერტილამდე;
რ) წერტილი №17 (კოორდინატებით: X=462446.442; Y=4701688.654) ემთხვევა 2087.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით 1.84 კილომეტრზე №18 წერტილამდე;
ს) წერტილი №18 (კოორდინატებით: X=462563.662; Y=4699852.433) ემთხვევა 2146.3 მ სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით ტეხილის სახით მთლიანი მანძილით 1.55 კილომეტრზე №19 წერტილამდე;
ტ) წერტილი №19 (კოორდინატებით: X=461129.437; Y=4699642.126) ემთხვევა 1471.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით მდინარე ხადისწყალის გასწვრივ 1.3 კილომეტრზე №20 წერტილამდე;
უ) წერტილი №20 (კოორდინატებით: X=461027.930; Y=4698331.689) ემთხვევა 1605 მ სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით და მიუყვება მდინარე ხადისწყალის ხევის პირს 1.9 კილომეტრზე №21 წერტილამდე;
ფ) წერტილი №21 (კოორდინატებით: X=462577.453; Y=4697455.622) მდებარეობს ხევის პირზე მდინარეების ხადისწყალისა და თეთრი არაგვის შესართავიდან დასავლეთით 0.57 კმ მანძილზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით და მიუყვება მდინარე თეთრი არაგვის ხევის პირს 0.86 კილომეტრზე №22 წერტილამდე;
ქ) წერტილი №22 (კოორდინატებით: X=461736.225; Y=4697459.070) მდებარეობს თეთრი არაგვის ხევის პირზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით და მიუყვება ხევის პირს ტეხილის სახით 1.37 კილომეტრზე №23 წერტილამდე;
ღ) წერტილი №23 (კოორდინატებით: X=460440.596; Y=4697676.272) მდებარეობს თეთრი არაგვის ხევის პირზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით და მიუყვება ხევის პირს 0.93 კილომეტრზე №24 წერტილამდე;
ყ) წერტილი №24 _ (კოორდინატებით: X=459651.082; Y=4698143.429) მდებარეობს თეთრი არაგვის ხევის პირზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით და მიუყვება ხევის პირს 1.04 კილომეტრზე №25 წერტილამდე;
შ) წერტილი №25 _ (კოორდინატებით: X=458668.500; Y=4698470.957) მდებარეობს თეთრი არაგვის ხევის პირზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით და მიუყვება ხევის პირს 0.3 კილომეტრზე №1 საწყის წერტილამდე.
შენიშვნა: სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრის წერტილების კოორდინატები მოცემულია UTM WGS84 საკოორდინატო სისტემაში.
დანართი
№2
ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორია
ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით:
ა) საწყისი წერტილი №1 (კოორდინატებით: X=376626.813; Y=4615951.098) ემთხვევა ცხრაწყაროს გადასასვლელზე არსებულ 2454.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება სამხრეთ-დასავლეთით ბაკურიანი-ბურნაშეთის გზის გასწვრივ 4.9 კილომეტრზე №2 წერტილამდე;
ბ) წერტილი №2 (კოორდინატებით: X=374762.229; Y=4612427.925) მდებარეობს ბაკურიანი-ბურნაშეთის გზაზე მდინარე ქციას გადაკვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით 5.25 კილომეტრზე №3 წერტილამდე;
გ) წერტილი №3 (კოორდინატებით: X=369517.647; Y=4612407.450) ემთხვევა 2725.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 2.9 კილომეტრზე №4 წერტილამდე;
დ) წერტილი №4 (კოორდინატებით: X=366703.951; Y=4613079.188) ემთხვევა 2594.8 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 6.4 კილომეტრზე №5 წერტილამდე;
ე) წერტილი №5 (კოორდინატებით: X=362508.755; Y=4617927.111) ემთხვევა 2561.3 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 9.0 კილომეტრზე №6 წერტილამდე;
ვ) წერტილი №6 (კოორდინატებით: X=360379.471; Y=4626672.384) ემთხვევა 1475.6 მ სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 2.3 კილომეტრზე №7 წერტილამდე;
ზ) წერტილი №7 (კოორდინატებით: X=362280.617; Y=4627908.129) ემთხვევა 1677.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 3.4 კილომეტრზე №8 წერტილამდე;
თ) წერტილი №8 (კოორდინატებით: X=365677.332; Y=4628389.752) ემთხვევა 1687.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 5.9 კილომეტრზე №9 წერტილამდე;
ი) წერტილი №9 (კოორდინატებით: X=370909.286; Y=4625742.089) ემთხვევა მთა მისაქცევის სასიმაღლო ნიშნულს სიმაღლით 1586.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით 2.3 კილომეტრზე №10 წერტილამდე;
კ) წერტილი №10 (კოორდინატებით: X=370657.087; Y=4628204.978) მდებარეობს მდინარე ბორჯომულას მარცხენა ნაპირზე შენაკადის შესართავთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 1.8 კილომეტრზე და მიუყვება მდინარე ბორჯომულას №11 წერტილამდე;
ლ) წერტილი №11 (კოორდინატებით: X=369204.522; Y=4629273.469) მდებარეობს მდინარე ბორჯომულას მარცხენა ნაპირზე შენაკადის შესართავთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 5.4 კილომეტრზე №12 წერტილამდე;
მ) წერტილი №12 (კოორდინატებით: X=370909.286; Y=4625742.089) ემთხვევა მთა თორთისის სასიმაღლო ნიშნულს სიმაღლით 1996.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 8.2 კილომეტრზე №13 წერტილამდე;
ნ) წერტილი №13 (კოორდინატებით: X=381807.441; Y=4632001.785) ემთხვევა სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს სიმაღლით 2196.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 7.5 კილომეტრზე №14 წერტილამდე;
ო) წერტილი №14 (კოორდინატებით: X=389143.905; Y=4630553.510) ემთხვევა 2000.2 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 6.8 კილომეტრზე №15 წერტილამდე;
პ) წერტილი №15 (კოორდინატებით: X=395868.875; Y=4629523.626) ემთხვევა 1888.1 მ სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით 5.76 კილომეტრზე №16 წერტილამდე;
ჟ) წერტილი №16 (კოორდინატებით: X=395942.020; Y=4623778.801) მდებარეობს სოფელ წითელსოფლის აღმოსავლეთით 0.2 კილომეტრის დაშორებაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით 1.7 კილომეტრზე №17 წერტილამდე;
რ) წერტილი №17 (კოორდინატებით: X=395394.928; Y=4622160.588) ემთხვევა 1982.0 სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 8.4 კილომეტრზე №18 წერტილამდე;
ს) წერტილი №18 (კოორდინატებით: X=386980.455; Y=4622852.964) ემთხვევა 1937.0 მ სიმაღლის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით 1.7 კილომეტრზე №19 წერტილამდე;
ტ) წერტილი №19 (კოორდინატებით: X=386142.979; Y=4621407.574) ემთხვევა მთა საბატკნევის სასიმაღლო ნიშნულს სიმაღლით 2272.9 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება სამხრეთით 3.0 კილომეტრზე №20 წერტილამდე;
უ) წერტილი №20 (კოორდინატებით: X=386753.994; Y=4618598.250) ემთხვევა მდინარის სასიმაღლო გეოდეზიურ ნიშნულს სიმაღლით 2098.0 მ. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება მდინარე ქციას 3.7 კილომეტრზე №21 წერტილამდე;
ფ) წერტილი №21 (კოორდინატებით: X=384759.762; Y=4615738.667) მდებარეობს მდინარე ქციას ხეობაში მდინარისა და გრუნტის გზის გადაკვეთასთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით და მიუყვება მდინარე ქციას ხეობას 3.5 კილომეტრზე №22 წერტილამდე;
ქ) წერტილი №22 (კოორდინატებით: X=381279.134; Y=4615253.770) მდებარეობს ბაკურიანი-ტაბაწყურის გზის გადაკვეთაზე მდინარე ქციასთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება დასავლეთით 4.7 კილომეტრზე №1 საწყის წერტილამდე.
შენიშვნა: სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრის წერტილების კოორდინატები მოცემულია UTM WGS84 საკოორდინატო სისტემაში.
დანართი
№3
ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია
ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით:
ა) საწყისი წერტილი №1 (კოორდინატებით: X=278297.767; Y=4637725.899) მდებარეობს ბახმაროს დასახლების უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდინარე ბახმაროს წყლის შესართავსა და ბახმარო-ნაბეღლავის გზის გადაკვეთაზე. აქედან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 3.58 კილომეტრზე და მიუყვება ბახმარო-ნაბეღლავის გზას №2 წერტილამდე;
ბ) წერტილი №2 (კოორდინატებით: X=280661.903; Y=4637707.934) მდებარეობს ბახმარო-ნაბეღლავის გზისა და მდინარე საშაილოს გადაკვეთაზე. აქედან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 1.73 კილომეტრზე და მიუყვება მდინარე საშაილოს შენაკადს №3 წერტილამდე;
გ) წერტილი №3 (კოორდინატებით: X=281910.779; Y=4637499.442) მდებარეობს მუჭუტას ქედსა და მთა გადრეკილს შორის გამავალ გრუნტის გზისა და მდინარე კირჩხიანის წყლის მარცხენა შენაკადის გადაკვეთაზე. აქედან საზღვარი მიუყვება 3.40 კილომეტრზე გრუნტის გზას მთა გადრეკილის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდს №4 წერტილამდე;
დ) წერტილი №4 (კოორდინატებით: X=280785.121; Y=4635289.521) მდებარეობს მთა გადრეკილის სამხრეთ ფერდზე მდებარე საქონლის საზაფხულო სადგომთან. აქედან საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით 1.36 კილომეტრზე მიუყვება ბახმაროს დასახლებაში შემა-ვალ გზას №5 წერტილამდე;
ე) წერტილი №5 (კოორდინატებით: X=279592.906; Y=4635747.898) მდებარეობს ბახმაროს დასახლების უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დასახლებასა და მდინარე ბახმაროს წყლის მარჯვენა შენაკადის გადაკვეთაზე. აქედან საზღვარი სამხრეთით 2.37 კილომეტრზე მიუყვება მდინარე ბახმაროს წყალს №6 წერტილამდე;
ვ) წერტილი №6 (კოორდინატებით: X=279588.946; Y=4634243.433) ემთხვევა მდინარე ბახმაროს წყლის 1974.0 მ სიმაღლის ნიშნულს. აქედან საზღვარი სამხრეთ-აღმოსავლეთით 1.68 კილომეტრზე მიუყვება მდინარე ბახმაროს წყალს №7 წერტილამდე;
ზ) წერტილი №7 (კოორდინატებით: X=280339.239; Y=4632964.021) მდებარეობს მდინარე ბახმაროს წყლის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთაზე. აქედან საზღვარი დასავლეთით 1.31 კილომეტრზე მიუყვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარს №8 წერტილამდე;
თ) წერტილი №8 (კოორდინატებით: X=279078.220; Y=4633206.143) ემთხვევა ლაშეს ფერდის 2446.0 მ სიმაღლის ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება დასავლეთით და 1.0 კილომეტრზე მიუყვება ლაშის ფერდის ქედს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარს №9 წერტილამდე;
ი) წერტილი №9 (კოორდინატებით: X=278138.847; Y=4633390.123) ემთხვევა ლაშეს ფერდის 2615.0 მ სიმაღლის ნიშნულს. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით და 2.55 კილომეტრზე მიუყვება მდინარე ბახმაროს წყლის მარცხენა შენაკადს №10 წერტილამდე;
კ) წერტილი №10 (კოორდინატებით: X=277604.096; Y=4635159.549) მდებარეობს დასახლებული პუნქტიდან სამხრეთ-დასავლეთით მდინარე ბახმაროს წყლის პირველ მარცხენა შენაკადზე. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.74 კილომეტრზე №11 წერტილამდე;
ლ) წერტილი №11 (კოორდინატებით: X=277078.114; Y=4635690.763) ემთხვევა 2157.0 მ სიმაღლის ნიშნულს. აქედან საზღვარი მიუყვება მდინარე ბახ-მაროს წყლის ხევის სამხრეთ-დასავლეთ ფერდზე გამავალ გრუნტის გზას 0.5 კილომეტრზე სამხრეთ-დასავლეთით №12 წერტილამდე;
მ) წერტილი №12 (კოორდინატებით: X=276651.088; Y=4635975.862) მდებარეობს ბახმაროს დასახლების დასავლეთით მდებარე საქონლის საზაფხულო სადგომთან. აქედან საზღვარი ჩრდილოეთით 0.85 კილომეტრზე მიუყვება გრუნტის გზას №13 წერტილამდე;
ნ) წერტილი №13 (კოორდინატებით: X=276883.892; Y=4636953.689) მდებარეობს მდინარე ბახმაროს წყლის მარცხენა სანაპიროზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 0.36 კილომეტრზე №14 წერტილამდე;
ო) წერტილი №14 (კოორდინატებით: X=277214.511; Y=4636847.177) მდებარეობს მდინარე ბახმაროს წყლის მარჯვენა სანაპიროზე, მდინარისა და ჩრდი-ლო-დასავლეთით მიმავალ გრუნტის გზის შეერთებასთან. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილო-დასავლეთით 0.73 კილომეტრზე №15 წერტილამდე;
პ) წერტილი №15 (კოორდინატებით: X=277363.221; Y=4637389.655) მდებარეობს ბახმაროს დასახლების ჩრდილო-დასავლეთით მდებარე საქონლის საზაფხულო სადგომის ტერიტორიაზე დასახლების ცენტრიდან 1 კილომეტრის დაშორებით. აქედან საზღვარი მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.7 კილომეტრზე №16 წერტილამდე;
ჟ) წერტილი №16 (კოორდინატებით: X=277878.613; Y=4637856.906) მდებარეობს ბახმაროს დასახლებიდან ჩრდილოეთით მდებარე გორაზე, რომლის ნიშნულიც არის 2207.0 მ. აქედან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით 0,45 კილომეტრზე №1 საწყის წერტილამდე.
შენიშვნა: სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრის წერტილების კოორდინატები მოცემულია UTM WGS84 საკოორდინატო სისტემაში.
დანართი
№4
ურეკის სარეკრეაციო ტერიტორია
ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით:
ა) საწყისი წერტილი №1 (კოორდინატებით: X=729606.211; Y=4653809.498) მდებარეობს მდინარე წყალწმინდისა და ქარსაფარი ზოლის გადაკვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი 3.57 კილომეტრით მიემართება სამხრეთით №2 წერტილამდე;
ბ) წერტილი №2 (კოორდინატებით: X=729965.738; Y=4650269.675) მდებარეობს სადრენაჟო არხისა და ელექტროსადენის გადაკვეთაზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება დასავლეთით, 0.57 კილომეტრით ჯერ მიუყვება სადრენაჟო არხს, ხოლო შემდეგ სანაპირო ზოლის მართობულად 0.65 კილომეტრზე №3 წერტილამდე;
გ) წერტილი №3 (კოორდინატებით: X=728757.482; Y=4650230.085) მდებარეობს ზღვაში, ყურის მოპირდაპირედ 2.5 მ-იან იზოჰიფსზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით და მიუყვება 2.5 მ-იან იზოჰიფსს 3.6 კილომეტრზე №4 წერტილამდე;
დ) წერტილი №4 (კოორდინატებით: X=457091.542; Y=4700114.110) მდებარეობს ზღვაში 2.5 მ-იან იზოჰიფსზე. ამ წერტილიდან საზღვარი მიემართება აღმოსავლეთით სანაპირო ზოლის მართობულად 1.26 კილომეტრზე საწყის №1 წერტილამდე.
შენიშვნა: სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრის წერტილების კოორდინატები მოცემულია UTM WGS84 საკოორდინატო სისტემაში.