„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1013
2005 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №130, მუხ. 1148) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების მე-6 პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიან გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის სახით და სურვილს გამოთქვამენ საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლაზე, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გადასვლიდან გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადის პირველი წლის განმავლობაში თანამდებობრივი სარგო განესაზღვროთ 57 ლარის ოდენობით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდგომ ანაზღაურება განესაზღვროთ კონტრაქტით გათვალისწინებული ოდენობით.“.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის 1 ოქტომბრიდან.
მ. სააკაშვილი