„საფინანსო პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №56
2006 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
,,საფინანსო პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საფინანსო პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეიქმნას საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ზვიად ხარებავა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:
შოთა გვენეტაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს
თამარ გოდერძიშვილს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს
რომან გოცირიძეს – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს
ირაკლი კოვზანაძეს – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს
არჩილ ცერცვაძეს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს.“;
გ) დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამტკიცდეს საფინანსო პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საფინანსო პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.03.2006.
- როდის იქნა მიღებული „საფინანსო პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „საფინანსო პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 16.03.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №56. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.10.003.000.439.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საფინანსო პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საფინანსო პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.03.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საფინანსო პოლიტიკის განმსაზღვრელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №56, 16.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.439 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9646/