⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.05.2012)
გაუქმებულია:

,,საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის შესახებ”

მიღების თარიღი 06.12.2005
ძალის დაკარგვა 02.05.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №1026
სარეგისტრაციო კოდი 350.050.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 142, 08/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,135 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2005 მიღება
02.05.2012 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 „აღწერის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება
2 აღწერის ქვედანაყოფის კადრებით დაკომპლექტება
3 აღწერის ქვედანაყოფის ტექნიკური გადაიარაღება
4 ძირითადი და დამხმარე სააღწერო დოკუმენტაციის მომზადება
5 მისამართების ბაზის ფორმირება
6 1959-1989 წლის აღწერების მონაცემთა ელექტრონული ვერსიის შექმნა
7 გეოინფორმაციული სისტემების დანერგვა
8 მასალის ავტომატიზებული დამუშავების პროგრამის შემუშავება და აპრობაცია
9 კარტოგრაფიული მასალის მომზადება
10 საცდელი აღწერა
11 საცდელი აღწერის შედეგების განზოგადება და გათვალისწინება
12 საქალაქო დასახლებათა სიებისა და საზღვრების დადგენა, სამისამართო მეურნეობების მოწესრიგების შემოწმება, საქალაქო და სასოფლო დასახლებებში სახლების სიების შედგენა
13 აღწერის დოკუმენტაციის დამტკიცება
14 მასალის ავტომატიზებული დამუშავებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა
15 აღწერის ჩატარების საორგანიზაციო გეგმის შედგენა და დამტკიცება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №1026 2005 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის შესახებ 1. „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების საყოველთაო აღწერა (შემდგომში – აღწერა) ჩატარდეს 2010 წლის 20-21 იანვრის ღამის 12 საათის მდგომარეობით მოსახლეობის გამოკითხვის გზით 2010 წლის 21 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით სპეციალურად მომზადებული პერსონალის მიერ. 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტმა (ზ. ბროლაძე) (შემდგომში – სტატისტიკის დეპარტამენტი) და მისმა ტერიტორიულმა ორგანოებმა, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. 3. სტატისტიკის დეპარტამენტმა ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთ თვეში წარმოადგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერის საორგანიზაციო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ. 4. ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებმა, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ: ა) 2008 წლის თებერვლამდე სასოფლო დასახლებათა სიების შედგენა საკომლო აღრიცხვის წიგნების (სიების) შემოწმებული მონაცემების მიხედვით; ბ) 2008 წლის მაისამდე საქალაქო დასახლებათა სიების და საზღვრების დაზუსტება, მათი სამისამართო მეურნეობის (ქუჩების, კვარტლების და ა.შ.), სახლმფლობელობისა და ბინების ნუმერაციის მოწესრიგება; გ) 2009 წლის იანვარ-თებერვალში რეგისტრატორების შერჩევა და მომზადება საქალაქო და სასოფლო დასახლებებში საცხოვრებელი სახლებისა და სხვა საცხოვრებელი სადგომების სიების შესადგენად. 5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ.ბეჟუაშვილი), იუსტიციის სამინისტრომ (კ.კემულარია), თავდაცვის სამინისტრომ (ი.ოქრუაშვილი), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი.მერაბიშვილი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ.ჭიპაშვილი) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა.ლომაია), სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა (ო.ქველიძე) და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურმა სამსახურმა (ბ.ქუთელია) მათ სისტემაში მყოფი მოსახლეობის (სამხედრო მოსამსახურეები, მოსახლეობის სხვა სპეცკონტინგენტი, დახურულ ტერიტორიაზე და სოციალური და სამედიცინო დანიშნულების დაწესებულებებში მცხოვრებნი) აღწერის მომზადება-ჩატარება განახორციელონ სამინისტროებისა და უწყებების სტრუქტურაში არსებული შესაბამისი სამსახურების ან/და სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების საშუალებით სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული წესისა და ვადების გათვალისწინებით. 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს აღწერის პერიოდში აღწერის მასალების შესანახი პუნქტების დაცვა, გააძლიეროს პროფილაქტიკური მუშაობა იმ უბნებზე, სადაც აღწერის პერიოდში იმუშავებს აღმწერი პერსონალი. 7. მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვის უზრუნველსაყოფად: ა) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ (დ. ეგიაშვილი) უზრუნველყოს სააგენტოში არსებული უძრავი ქონების გეომონაცემთა ბაზის ელექტრონული ვერსიის ასლების სტატისტიკის დეპარტამენტისათვის უსასყიდლოდ გადაცემა ქვემოთ მოყვანილი ვადების დაცვით: ა.ა) 2007 წლის I კვარტალში – სენაკის რაიონის მიხედვით; ა.ბ) 2008 და 2009 წლების 1 იანვრის მდგომარეობით – ქვეყნის თითოეული საქალაქო და სასოფლო დასახლების მიხედვით; ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა – გეოლოგიის დეპარტამენტმა (ვ. გელეიშვილი) და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტმა (გ. კეკელიძე) აღმოუჩინონ დახმარება სტატისტიკის დეპარტამენტს გეოინფორმაციული სისტემების დანერგვასა და ციფრული კარტოგრაფიული მასალის მომზადებაში. 8. აღწერის ორგანიზებისა და მეთოდური დებულებების პროექტების შემუშავების, მისი მასალების დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების შემოწმების, აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისათვის პასუხისმგებელი სპეციალისტების სწავლების მიზნით 2007 წლის 8-15 ნოემბერს სენაკის რაიონში ჩატარდეს საცდელი აღწერა. 9. ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებმა, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა ყოველმხრივი დახმარება გაუწიონ სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოებს და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის დაწესებულებებს აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო პერსონალის შერჩევაში. 10. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი.ჩოგოვაძე): ა) გაითვალისწინოს 2006-2011 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო სახსრები; ბ) საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების წინაშე დასვას საკითხი აღწერისათვის საჭირო დახმარების მისაღებად. 11. დამტკიცდეს საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვ­რისების 2010 წლის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების თანდართული გეგმა. მ. სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობისა და საცხოვრისების 2010 წლის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებული ღონისძიებების გეგმა N ღონისძიების დასახელება შესრულების ვადა 1 „აღწერის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება 2006 წლის I კვარტალი 2 აღწერის ქვედანაყოფის კადრებით დაკომპლექტება 2006 წლის I კვარტალი 3 აღწერის ქვედანაყოფის ტექნიკური გადაიარაღება 2006 წლის II-III კვარტალი 4 ძირითადი და დამხმარე სააღწერო დოკუმენტაციის მომზადება 2006 I კვარტალი - 2008 წლის III კვარტალი 5 მისამართების ბაზის ფორმირება 2006 წლის II-IV კვარტალი 6 1959-1989 წლის აღწერების მონაცემთა ელექტრონული ვერსიის შექმნა 2006 წლის III კვარტალი - 2007 წლის II კვარტალი 7 გეოინფორმაციული სისტემების დანერგვა 2006 წლის IV კვარტალი 8 მასალის ავტომატიზებული დამუშავების პროგრამის შემუშავება და აპრობაცია 2007 წლის I კვარტალი - 2008 წლის III კვარტალი 9 კარტოგრაფიული მასალის მომზადება არა უგვიანეს 2008 წლის  IV კვარტლისა 10 საცდელი აღწერა 2007 წლის 8-15 ნოემბერი 11 საცდელი აღწერის შედეგების განზოგადება და გათვალისწინება 2007 წლის IV კვარტალი - 2008 წლის II კვარტალი 12 საქალაქო დასახლებათა სიებისა და საზღვრების დადგენა, სამისამართო მეურნეობების მოწესრიგების შემოწმება, საქალაქო და სასოფლო დასახლებებში სახლების სიების შედგენა 2008 წლის II ნახევარი - 2009 წლის I კვარტალი 13 აღწერის დოკუმენტაციის დამტკიცება არა უგვიანეს 2008 წლის IV კვარტალისა 14 მასალის ავტომატიზებული დამუშავებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა არა უგვიანეს 2009 წლის II კვარტლისა 15 აღწერის ჩატარების საორგანიზაციო გეგმის შედგენა და დამტკიცება 2009 წლის ივლისი 16 აღწერის დოკუმენტაციის ბეჭდვა 2008 წლის IV კვარტალი - 2009 წლის II კვარტალი 17 აღწერაში მოსახლეობის მონაწილეობის დამატებით მასტიმულირებელ ღონისძიებათა შემუშავება არა უგვიანეს 2009  II კვარტალისა 18 სარეკლამო კამპანია სისტემატურად, აღწერისათვის მზადების მთელ პერიოდში 19 აღწერის ჩატარება ძნელმისადგომ რაიონებში 2009 წლის III კვარტალი 20 ინსტრუქტაჟი სააღწერო პერსონალთან 2009 წლის IV კვარტალი - 2010 წლის I კვარტალი 21 აღწერა (მონაცემთა შეგროვება) 2010 წლის 21-28 იანვარი 22 აღწერის შემდგომი საკონტროლო გამოკვლევა 2010 წლის II კვარტალი 23 მასალის ავტომატიზებული დამუშავებისათვის მომზადება და დამუშავება 2010 წლის I კვარტალი - 2011 წლის II კვარტალი 24 ანალიზი, პუბლიკაცია, გავრცელება 2011 წლის III კვარტალი