`საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1037
2005 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №2, მუხლი 15) და ბრძანებულებით დამტკიცებულ სსიპ – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ დანიშნულებით მიღებული დაფინანსების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო საწარმოს (რომელშიც 100% სახელმწიფო წილია) უფლებამონაცვლის არარსებობის შემთხვევაში შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას;“.
მ. სააკაშვილი