„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 18 სექტემბრის №554 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1056
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 146, 19/12/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №1056

2005 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 18 სექტემბრის №554 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საზღვარგარეთ მცხოვ­რებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტ­რის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 18 სექტემბრის №554 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №46 (53), მუხ. 829) დამტკიცებულ „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერ­თობათა საქართველოს ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

2. მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

11. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ცენტრის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

12. ცენტრს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

მ. სააკაშვილი