📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 3 აქტს

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ”

მიღების თარიღი 17.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №1061
სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 146, 19/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 738 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 3 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.050.08.002.003 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №1061 2005 წლის 17 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-16-17 მუხლების, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად: 1. რეორგანიზებულ იქნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: გარემოს დაცვის ლაბორატორია, არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახური, ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრი „სტიქია“, შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახური და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი. 2. რეორგანიზებულ იქნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „საქსახმიწპროექტი“, წიაღის შესახებ ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (საქგეოლფონდი), საქტყეპროექტი და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სივრცული ინფორმაციის ცენტრი. 3. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრი; ბ) საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების სამსახური; გ) საქგეოლექსპერტიზა; დ) გარემოს დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. 4. შეიქმნას შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია; ბ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაცია; გ) კოლხეთის ეროვნული პარკის და კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაცია. 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) უზრუნველყოს ამ ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი, დებულებების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა. 6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „საქსახმიწპროექტის“ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების გადანაწილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრსა და სივრცული ინფორმაციის ცენტრს შორის. 7. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან და ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 31 დეკემბრის №641 ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი; ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14 ნოემბრის №567 ბრძანებულება; გ) „საშიში გეოლოგიური პროცესებისაგან დაცვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივლისის №322 ბრძანებულება; დ) „საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „საქსახმიწპროექტის“ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 19 დეკემბრის №700 ბრძანებულება. 9. ამ ბრძანებულების მე-8 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრისა და სივრცული ინფორმაციის ცენტრის დებულებების ამოქმედებისთანავე. 10. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი