„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №21
2006 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და №2 დანართის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები: ,,ანალიტიკური ჯგუფის მთავარ მრჩევლებს“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს, ანალიტიკური ჯგუფის მთავარ მრჩევლებს;“;
ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 80 თანამშრომელს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 60 თანამშრომელს, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 30 თანამშრომელს, თითოეული უწყების მიხედვით – შესაბამისი უწყების მომართვის საფუძველზე;“;
გ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.01.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
- „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 13.01.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.08.002.003.
- სად არის „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, №21, 13.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96880/