,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.461
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 46, 05/04/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №77

2006 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჰ3“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 32-ე მუხლის მე-13 პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და 66-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №54) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ჰ7“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი-ით:

,,ჰ7) აწარმოებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრს და განსაზღვრავს მათი წარმოების წესს, რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, მოვალეობის სხვა შემსრულებლებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს და ადგენს მათი რეგისტრაციის წესს;“;

ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, ამტკიცებს მათ დებულებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;“;

გ) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ჟ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორებს;“;

დ) დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს;“;

ე) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) აკონტროლებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ფინანსების განკარგვისა და მატერიალურ ფასეულობათა გამოყენების მიზნობრიობას;“;

ვ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) შეიმუშავებს საკანონმდებლო აქტების პროექტებს და ხელს უწყობს მათ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებას;“;

ზ) დებულების მე-4 მუხლის მე-9 პუნქტს დაემატოს ,,ლ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, აგრეთვე საჯარო სკოლების დირექტორთა, დირექტორების მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეთა, მოვალეობის სხვა შემსრულებელთა, სამეურვეო საბჭოს წევრთა რეგისტრაციას;“;

თ) დებულების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) უზრუნველყოფს განათლების სისტემის საინფორმაციო მოთხოვნების შესწავლას, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების სტატისტიკური მონაცემების დროულად მოზიდვასა და დამუშავებას, აგრეთვე მონაცემთა შეგროვებას, ინტეგრაციასა და მათ გადანაწილებას სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს შორის;“;

ი) დებულების მე-4 მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს ,,ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ი) აწარმოებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა და მასწავლებელთა პერსონალური მონაცემების რეესტრს;“.

2. დადგენილების პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ძალაშია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებამდე.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი