„საქართველოს სტატისტიკურ სამუშაოთა 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“

მიღების თარიღი 27.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №84
სარეგისტრაციო კოდი 350.090.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 11, 27/01/2006
matsne.gov.ge 6,575 სიტყვა · ~33 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1. მოკლე სტატისტიკური ცნობარი „საქართველო ციფრებში – 2005“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე)​1)
2. „საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული – 2006“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე)1)
3. სტატისტიკური პუბლიკაცია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ – 2005 წლის
4. სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2005“
5. სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს შინამეურნეობები, 2005“
6. სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს შინამეურნეობები“
7. სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს საგადამხდელო ბალანსი, 2005“
8. სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს ეროვნული ანგარიშები, 2005“
9. სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა 2003-2005 წლებში“
10. სტატისტიკური პუბლიკაცია „შრომის ბაზარი საქართველოში, 2005“
11. სტატისტიკური პუბლიკაცია „მეწარმეობა საქართველოში, 2005“
12. სტატისტიკური პუბლიკაცია „მრეწველობა საქართველოში, 2005“
13. სტატისტიკური პუბლიკაცია „სასტუმროები საქართველოში, 2005“ ​1)
14. სტატისტიკური პუბლიკაცია „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა საქართველოში, 2005“
15. სტატისტიკური პუბლიკაცია „საავტომობილო ტრანსპორტის სტატისტიკა, 2005“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სტატისტიკურ სამუშაოთა 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } .MsoPapDefault {margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №84 2006 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს სტატისტიკურ სამუშაოთა 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ 1. „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს სტატისტიკურ სამუშაოთა 2006 წლის თანდართული სახელმწიფო პროგრამა. 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტმა (ზ. ბროლაძე) უზრუნველყოს საქართველოს სტატისტიკურ სამუშაოთა 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების კოორდინაცია და შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება. მ. სააკაშვილი საქართველოს სტატისტიკურ სამუშაოთა 2006 წლის სახელმწიფო პროგრამა შინაარსი ეროვნული ანგარიშები  საგადამხდელო ბალანსისა და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა  საწარმოთა სტატისტიკა  სოფლის მეურნეობის სტატისტიკა  ეკოლოგიის სტატისტიკა   ფასების სტატისტიკა   დემოგრაფიული სტატისტიკა  შრომის სტატისტიკა   შინამეურნეობებისა და ცხოვრების დონის სტატისტიკა   განათლების, კულტურის, მეცნიერების სტატისტიკა    სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სტატისტიკა  სამართლებრივი სტატისტიკა სტატისტიკური კლასიფიკატორები  სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელება   ეროვნული ანგარიშები საქართველოს ეროვნული ანგარიშების შედგენა ხორციელდება კვარტალური პერიოდულობით. ანგარიშის წარდგენა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „მონაცემთა გავრცელების ზოგადი სტანდარტების“ (GDDS-ის) შესაბამისად განხორციელდება საანგარიშო პერიოდის გასვლიდან 85-ე დღეს. საქართველოს კვარტალური ეროვნული ანგარიშები მოიცავს საწარმოო საქმიანობის შედეგებზე სამეწარმეო, საფინანსო, საბანკო და სხვა ორგანიზაციებიდან, შინამეურნეობების გამოკვლევიდან მიღებული ინფორმაციის ბაზაზე ეკონომიკაში შესაბამის კვარტალში საქონლისა და მომსახურების მთლიანი გამოშვების, შუალედური მოხმარების, დამატებული ღირებულების, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის, სტრუქტურისა და დინამიკის მაჩვენებლების გაანგარიშებებს ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახეების ჭრილში. ამასთანავე, კვარტალური ეროვნული ანგარიშები მოიცავს შინამეურნეობების გამოკვლევისა და ქვეყნის საგადამხდელო ბალანსების შესაბამისი მონაცემების საფუძველზე გაანგარიშებულ მშპ-ის შეფასებებს გამოყენების კატეგორიების მიხედვით, შემოსავლების ფორმირების, ეროვნული შემოსავლების, განკარგვადი შემოსავლების, დანაზოგების, მთლიანი კაპიტალის ფორმირებისა და წმინდა დაკრედიტების (წმინდა სესხების) მაჩვენებლებს. ქვეყნის ეროვნული ანგარიშების 2005 წლის წლიური შეფასებები მოიცავს საწარმოო საქმიანობის წლიურ შედეგებზე სამეწარმეო, საფინანსო, საბანკო და სხვა ორგანიზაციებიდან, შინამეურნეობების გამოკვლევიდან მიღებული ინფორმაციის ბაზაზე ეკონომიკაში საქონლისა და მომსახურების მთლიანი გამოშვების, შუალედური მოხმარების, დამატებული ღირებულების, მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური მოცულობის, სტრუქტურისა და დინამიკის მაჩვენებლების გაანგარიშებებს ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახეების ჭრილში. იგი შეჯამებული სახით მოიცავს კვარტალური ეროვნული ანგარიშების ყველა მაჩვენებელს. არაფინანსური სამეწარმეო სექტორის საწარმოო-ფინანსური საქმიანობის შესახებ 2005 წლის სტრუქტურული სტატისტიკური გამოკვლევის დეტალური ინფორმაციის საფუძველზე 2006 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება მშპ-ისა და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლების მოცულობის, სტრუქტურის და დინამიკის 2005 წლის დაზუსტებული შეფასებები. რესურსებისა და მათი გამოყენების ბალანსების დამუშავება მიმდინარე ფასებში ეას-ს გაანგარიშების ახალი ფორმატით. რესურსების მხარე მოიცავს ეროვნული ეკონომიკის საქმიანობის 40 სახის ჭრილში საბაზრო და არასაბაზრო პროდუქციის წარმოებიდან მიწოდებასა და იმპორტს. გამოყენების მხარე მოიცავს წარმოების დანახარჯების, საბოლოო მოხმარების, ძირითად საშუალებებსა და მარაგებში ინვესტიციებსა და ექსპორტის მონაცემებს. ცხრილებში როგორც რესურსები, ისე გამოყენება კლასიფიცირებულია 65 დასახელების პროდუქციის სახით. ინსტიტუციური სექტორების მიხედვით კონსოლიდირებული ანგარიშების შედგენის მიზნით ჩატარდება ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური სექტორის – მოსახლეობის მომსახურე არაკომერციული (საზოგადოებრივი, პროფესიული კავშირების, რელიგიური და სხვა) ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობის შედეგების სპეციალური გამოკვლევა. დასრულდება ეკონომიკის დანარჩენი ინსტიტუციური სექტორების მიხედვით მშპ-ის კომპონენტებზე მონაცემთა კონსოლიდირების სამუშაოები. რესურსებისა და მათი გამოყენების ბალანსის დამატებითი ცხრილი მოიცავს წარმოქმნილი შემოსავლების მოცულობისა და სტრუქტურის მაჩვენებლებს. ბალანსების მონაცემებით შესაძლებელია გაანალიზდეს პროპორციები პროდუქციის რესურსებსა და მათ გამოყენებაში როგორც მთლიანად ქვეყნის, ისე საქმიანობის თითოეული სახის მიხედვით. სამუშაო ითვალისწინებს რესურსებისა და მათი გამოყენების დეტალიზებული ბალანსების დამუშავებას მიმდინარე და მუდმივ ფასებში. 2006 წელს შესრულდება ეროვნული ანგარიშების შედგენის რესურსებისა და გამოყენების მიმდინარე და მუდმივ ფასებში გაანგარიშებულ ბალანსებზე დაფუძნების ძირითადი სამუშაოები. კვარტალური მშპ-ის მონაცემები ეკონომიკაში მშპ-ის წარმოებასა და გამოყენებაზე მოკლევადიან პერიოდში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვების, საქმიანი აქტიურობის ციკლების შეფასებისა და ანალიზის საფუძველია. მასში ურთიერთშეთანხმებულია მშპ-ის სამი – წარმოების, დანახარჯებისა და განაწილების – მეთოდით გაანგარიშების შედეგები. ეკონომიკის რეალური სექტორის მაკროეკონომიკური ანალიზი მოიცავს შესაბამისი ნაერთი მონაცემების საფუძველზე ყოველკვარტალურად ძირითად მაკროეკონომიკურ პროპორციებში, ეკონომიკის დარგობრივ სტრუქტურაში, ეკონომიკის ზრდის ტემპებში, დაუკვირვებადი ეკონომიკის, მშპ-ის წარმოებისა და გამოყენების და სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილებების, აგრეთვე, ეკონომიკის რეალური სექტორის, ფულად-საკრედიტო და სახელმწიფო ფინანსების სისტემურ ანალიზს. № სამუშაოს დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრულებელი წარდგენის ვადა 1. 2005 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის, მისი ელემენტებისა და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლების წლიური მაჩვე­ნებლების გაანგარიშება სტატისტიკის დეპარტამენტის ქვედანაყოფების, სამინისტროები­სა და უწყებების მონაცემები წლიური სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდიდან 85-ე დღე 2. 2005 წლის რესურსებისა და გამოყენების ბალანსების დამუშავება მიმდინარე ფასებში „_“ „_“ „_“ „_“ 3. რესურსებისა და გამოყენების კვარტალური ბალანსების დეტალიზებული (გამოყენების ცხრილში 65 სტრიქონით), ახალი ფორმატით მიმდინარე ფასებში გაანგარიშების სისტემის დამუშავება: – ბალანსებში გამოყენების დეტალიზებულ ცხრილთან ეკონომიკური საქმიანობის სახეების, პროდუქციის ეროვნული კლასიფიკატორისა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის გადამყვანი ცხრილების დამუშავება და სრულყოფა – რესურსებისა და გამოყენების ბალანსების მუდმივ ფასებში გაანგარიშებისათვის ფასების ინდექსების არსებული რესურსების ადაპტირება „_“ ერთჯერადი „_“ 30 ივნისი 4. სამეწარმეო სექტორის წლიური სტრუქტურული გამოკვლევისა და სხვა სექტორების წლიური ანგარიშების მონაცემების საფუძველზე 2005 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის, მისი ელემენტებისა და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლების წლიური მაჩვენებლების გადახედვა „_“ ერთჯერადი „_“ 31 ოქტომბერი 5. 2005 წლის კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქ­ტისა და სხვა მაჩვენებლების დაზუსტებული გაანგარიშება: – წარმოების მეთოდით; – საბოლოო ხარჯებისა და სხვა გამოყენების მეთოდით; – პირველადი შემოსავლების მიხედვით. „_“ ერთჯერადი „_“ 31 ოქტომბერი 6. 2005 წლის IV კვარტალისა და 2006 წლის I-III კვარტალების მთლიანი შიდა პროდუქ­ტის გაანგარიშება: – წარმოების მეთოდით; – საბოლოო დანახარჯებისა და სხვა გამოყენების მეთოდით; – შემოსავლების მიხედვით. სტატისტიკის დეპარტამენტის ქვედანაყოფების, სამინისტროები­სა და უწყებების მონაცემები კვარტალური სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდიდან 85-ე დღე 7. ინსტიტუციური სექტორების მიხედვით ეროვნული ანგარიშების 2005 წლის კონსოლი­დირებული ანგარიშების შედგე­ნა „_“ ერთჯერადი „_“ 31 ოქტომბერი 8. ეკონო­მი­კუ­რი საქმიანობის სახეების მიხედვით პრო­დუქ­ცი­ის გამოშვების, შუალედური მოხმარებისა და დამატებული ღირე­ბულე­ბის გაანგარიშება მიმდინარე და მუდმივ ფასებში (მონაცემთა კვარტალური ბაზებიდან):  – სამეწარმეო სტატისტიკის მონაცემთა კვარტალური ბაზების დამუშავება და ეროვნული ანგარიშების ფაილებში შეყვანა;  – მონაცემთა კვარტალური ბაზებიდან შინამეურნეობების კვლევის სტატისტიკის მაჩენებლების დამუშავება და ეროვნული ანგარიშების ფაილებში შეყვანა „_“ კვარტალური „_“ საანგარიშო პერიოდიდან 85-ე დღე 9. 2005 წლის IV კვარტალისა და 2006 წლის I-III კვარტალების მიხედვით დაუკვირვებადი ეკონომიკისა და არაფორმალური სექტორის სფეროებში წარმოების მოცულობებისა და სტრუქტურის გაანგარიშება „_“ „_“ სტატისტიკის დეპარტამენტი „_“ 10. 2005 წლის IV კვარტალისა და 2006 წლის I-III კვარტალების ეროვნული ანგარიშების ძირითადი მაჩვენებლების გაანგარიშება: – მთლიანი ეროვნული შემოსავალი – წმინდა ეროვნული შემოსავალი – ეროვნული განკარგვადი შემოსავალი – ეროვნული დანაზოგი – კაპიტალის წმინდა ღირებულების ცვლილება – წმინდა დაკრედიტება და წმინდა სესხები სტატისტიკის დეპარტამენტის ქვედანაყოფების, სამინისტროებისა და უწყებების მონაცემები კვარტალური სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდიდან 85-ე დღე 11. ფულად-საკრედიტო სისტემისა და ფინანსური ბაზრის მონაცემთა დამუშავება საბანკო სისტემის სტანდარტული ფორმატით ყოველთვიური სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდიდან 30-ე დღე 12. სახელმწიფო ფინანსების მონაცემთა დამუშავება სახელმწიფო ფინანსების სტანდარტული ფორმატით ყოველთვიური სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდიდან 30-ე დღე საგადამხდელო ბალანსისა და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი დგება ყოველკვარტალურად. გამონაკლისს წარმოადგენს საგარეო ვაჭრობის მონაცემები, რომლებიც მუშავდება ყოველთვიურად, ძირითადად სატვირთო-საბაჟო დეკლარაციებზე დაყრდნობით (საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებს ემატება მონა­ცემები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ექსპორტ-იმპორტის შესახებ). ამასთან, საგარეო ვაჭრობის აღრიცხვის მიზნით, წელიწადში ერთხელ ხორციელდება საგარეო ვაჭრობის მონაცემთა „სარკისებური შედარებები“ ძირითადი პარტნიორი ქვეყნების მონაცემებთან. საგადამხდელო ბალანსის ინფორმაციული უზრუნველყოფისათვის სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი კვლევების ჩატარებასა და მონაცემების მიღებას: საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო მომსახურების შესახებ – შემოსავლები სატვირთო მომსახურებიდან; სხვა შემოსავლები; არარეზიდენტებისათვის გადახდილი ხარჯები. რკინიგზის საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებისა და საგარეო დავალიანების შესახებ – მიღებული/გაწეული მომსახურების მოცულობა; დავალიანება/მოთხოვნა პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსათვის; სატრანსპორტო ტვირთების ტრანზიტიდან მიღებული შემო­სა­ვალი. საზღვაო პორტებსა და აეროპორტებში არარეზიდენტი მოძრავი შემადგენლობებისათვის გაწეული მომსახურების შესახებ – უცხოეთის გემებისა და თვითმფრინავების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი საქონლისა და მათთვის გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ – შემოსავლები და ხარჯები რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის საკო­მუ­ნიკაციო მომსახურების გაწევისა და მიღებისას. საგარეო ეკონომიკური საქმიანობისა და განხორციელებული ინვესტიციების გამოკვლევა – გამოკვლეული იქნება სამეწარმეო სექტორში განხორციელებული უცხოური და შიდა ინვესტიციები, ასევე უცხოელ პარტნიორთა წილი საწარმოში; რეზიდენტების ვალდებულე­ბები და მოთხოვნები არარეზიდენტების მიმართ; საწარმოს კაპიტალი; საწარმოს შემოსავალი; სესხის პროცენტი და მომსახურება. საზღვარგარეთიდან მიღებული გრანტების, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ – დახმარების სახე: გრანტი, ტექ­ნი­კუ­რი, ჰუმანიტარული დახმარება; მიღებული დახმარებების ღირებულება, ფორმა (ფულადი, მატერიალური, მომსახურება). საზღვარგარეთ სტაჟირების, კურსებში/სემინარებში მონაწილეობის და სხვა მივლინებების შესახებ – მივლინებულ მუშაკთა რიცხვი, გაწეული ხარჯები. იმპორტირებული აირის მიწოდებისა და ანგარიშწორების შესახებ – დავალიანება პერიოდის დასაწყისისათვის; იმპორტი. ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში გადახდილ შენატანებზე – საერთაშორისო ოგანიზაციის დასახელება; დაგეგმილი და გადახდილი შესატანის თანხა. ინფორმაცია საელჩოების, საკონსულოების და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობების შენახვის ხარჯების შესახებ – გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო ვალის და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების და მისი მომსახურების სტატისტიკის წარმოების მიზნით საგადამხდელო ბალანსის განყოფილება ყოველკვარტალურად განახორციელებს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვალის განყოფილებისა და ეროვნული ბანკის ინფორმაციის დამუშავებას. № სამუშაოს დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრულებელი წარდგენის ვადა 1. 2005 წლის წლიური საგადამხდელო ბალანსის გაანგარიშება ნაერთი ანგარიში „_“ სტატისტიკის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი საანგარიშო პერიოდიდან 150-ე დღე 2. 2005 წლის მეოთხე კვარტალისა და 2006 წლის პირველი სამი კვარტალის საგადამ­ხდე­ლო ბალანსის გაანგარიშება „_“ „_“ „_“ საანგარიშო პერიოდიდან 85-ე დღე 3. 2005 წლის დეკემბრის და 2006 წლის საგა­რეო ვაჭრობის მონაცემთა დამუშავება თვეების მიხედვით სატვირთო-საბაჟო დეკლარაციების მონაცემები ყოველთვიური სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდიდან მე-15 დღე 4. სარკისებური შედარება ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანასთან [1]​) საგარეო ვაჭრობის მონაცემთა ბაზა ერთჯერადი „_“ გამოკვლევის ჩატარებიდან ერთი თვის შემდეგ 5. არაორგანიზებული (დაუკვირვებადი) საგარეო ვაჭრობის გამოკვლევა​1) გამოკვლევის კითხვარი ერთჯერადი „_“ გამოკვლევის ჩატარებიდან ორი თვის შემდეგ 6. სახელმწიფო ვალის და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების და მისი მომსახურების მონაცემების დამუშავება ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინი­სტროს მონაცემები კვარტალური სტატისტიკის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი Óსაანგარიშო პერიოდიდან 85-ე დღე 7. საერთაშორისო საჰაერო და საზ­ღ­ვაო სატრანსპორტო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება ფორმა №02-01-01 კვარტალური სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდიდან 25-ე დღე 8. საზღვაო პორტებსა და აერო­პორ­ტებ­ში არარეზიდენტი მოძრავი შემადგენლო­ბი­სათვის გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება ფორმა №02-01-03 „_“ „_“ „_“ 9. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (წლიური) გამოკვლევა ფორმა №02-02-01 წლიური „_“ არაუგვიანეს 30 აპრილისა 10. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (კვარტალური) გამოკვლევა ფორმა №02-02-02 კვარტალური „_“ საანგარიშო პერიოდიდან 30-ე დღე 11. რკინიგზის საერთაშორისო სატრან­ს­პორ­ტო მომსახურების და საგარეო დავალი­ანე­ბის შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება ფორმა №02-03-01 „_“ „_“ საანგარიშო პერიოდიდან მე-40 დღე 12. იმპორტირებული ელექტროენერგიის მოწოდებისა და ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება ფორმა №02-03-02 „_“ „_“ საანგარიშო პერიოდიდან 30-ე დღე 13. ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება ფორმა №02-03-03 „_“ „_“ „_“ 14. იმპორტირებული გაზის მოწოდებისა და ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება ფორმა №02-03-05 „_“ „_“ „_“ 15. საერთაშორისო საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება ფორმა №02-03-06 „_“ „_“ საანგარიშო პერიოდიდან 45-ე დღე 16. საზღვარგარეთ სტაჟირების, კურსებში/სემინა­რებში მონაწილეობის და სხვა მივლინებების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება ფორმა №02-03-07 „_“ სტატისტიკის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი საანგარიშო პერიოდიდან 30-ე დღე 17. საზღვარგარეთიდან მიღებული გრანტების, ტექნიკური და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება ფორმა №02-03-08 „_“ სტატისტიკის დეპარტამენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი საანგარიშო პერიოდიდან 45-ე დღე 18. საელჩოების, საკონსულოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმო­მად­გენ­ლობების შენახვის ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება ფორმა №02-03-09 „_~ „_“ საანგარიშო პერიოდიდან 30-ე დღე 19. საერთაშორისო ორგანიზაციებში გადახდილ შენატანებზე ინფორმაციის მიღება-დამუშავება ფორმა №02-03-11 „_“ სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდიდან მე-15 დღე საწარმოთა სტატისტიკა პროგრამა ითვალისწინებს სტატისტიკურ სამუშაოებს, რომლებიც შეისწავლიან ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის არაფინანსური კორპორაციების საქმიანობას 2005 წელსა და 2006 წლის I, II და III კვარტალებში. ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, როგორიცაა მოქმედ საწარმოთა რაოდენობა, ბრუნვის მოცულობა, გამოშვებული პროდუქცია, დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობა, დამატებული ღირებულება, შუალედური მოხმარება, ძირითადი კაპიტალი, შრომისა და კაპიტალის მწარმოებლურობა, დამუშავდება და გამოქვეყნდება ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახეების, რეგიონების და სხვა ჭრილებში. ყოველკვარტალურად მომზადდება მონაცემები მრეწველობის პროდუქციის წარმოების მოცულობასა და ტემპებზე, პროდუქციის წარ­მო­ე­ბა­ზე ნატურალურ გამოსახულებაში, მრეწველობის პროდუქციის მოცულობის ტემპების გაანგარიშება, ნაცვლად შესადარი ფასებისა, იწარმოებს მწარმოებელთა ფასების ინდექსების გამოყენებით. დამუშავდება აგრეთვე მონაცემები მშენებლობაზე გაცემული ნებართვების და დამთავრებული მშენებლობის შესახებ, ხოლო წლიურად – მონაცემები შენობის აღების (ლიკვიდაციის) და დაუმთავრებელი მშენებლობის შესა­ხებ. კომუნიკაციებისა და ტურიზმის სტატისტიკის ხაზით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი მაჩვენებლების გაანგარიშება: ტრანსპორ­ტის ცალკეული სახეების (სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო, საჰაერო, საქალაქო ელექტროტრანსპორტი) მიხედვით გადატანილი ტვირ­თისა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, სახეების მიხედვით სატრანსპორტო მოძრავი შემადგენლობის რაოდენობა, მგზავრთა გადა­ყვანიდან და ტვირთის გადატანიდან მიღებული შემოსავლები, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების, გზების კაპიტალურ და საშუა­ლო შეკეთებაზე გაწეული ხარჯები, კავშირგაბმულობის საწარმოების მიერ გაწეული მომსახურებიდან შემოსავლები, სატელე­ფონო სადგურებისა და მათში ჩართული აბონენტების რაოდენობა და ა.შ. ჩატარდება შერჩევითი სტატისტიკური გამოკვლევები: მსუბუქი ტაქსებით მგზავრთა გადაყვანისა და საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადატანის შესახებ, ავტომობილების რემონტის სფეროში დასაქმებული ეკონომიკური სუბიექტების შესახებ, ავტომობილების მესაკუთრეთა შესახებ; შინამეურნეობის მომსახურე არაკომერციული ორგანიზაციების (კავშირები, ფონდები და სხვ.) საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ბიზნეს რეესტრის გამოკვლევა სასტუმროების სეგმენტში მონაცემთა ბაზის აქტუალიზაციისთვის. სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების მიზნით სტატისტიკის დეპარტამენტი აწარმოებს ბიზნეს რეესტრს, რომელშიც თითოეულ სტა­ტის­ტიკურ ერთეულს ენიჭება სტატისტიკური საიდენტიფიკაციო ნომერი. რეესტრში ეკონომიკური სუბიექტების იდენტიფიცირება ხორციელ­დება ოფიცია­ლური მარეგისტრირებელი ორგანოების მიერ მოწოდებული სარეგისტრაციო მასალების საფუძველზე. ამასთან, 2006 წელს გაგრ­ძელდება რეესტრის სისტემისათვის სამართლებრივი საფუძვლების სრულყოფა და აქტუალიზაციის სამუშაოები, რომელიც დაეყრდნობა საგადასახადო სამსახურებიდან და იუსტიციის სამინისტროდან მიღებულ სარეგისტრაციო მასალებს, ასევე სტატისტიკური გამოკვლევების მო­ნა­ცემებს. № სამუშაოს დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრულე-ბელი წარდგენის ვადა 1. საწარმოთა (არაფინანსური კორპორაციები) საქმიანობის გამოკვლევა (2006 წლის I, II, III კვარტალები)​1) სტატისტიკური გამოკვლევის ფორმა კვარტალური სტატისტიკის დეპარტა-მენტი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-60 დღეს 2. საწარმოთა (არაფინანსური კორპორაციები) საქმიანობის გამოკვლევა (2005 წლის შედეგები) ფორმები №03-01-02 და №03-01-03 წლიური „_“ 15 ოქტომბერი 3. გამოკვლევა მშენებლობაზე გაცემული ნებართვების შესახებ (2005 წლის IV კვარტალი, 2006 წლის I, II, III კვარტალები) ფორმა №06-02-03 კვარტალური „–“ საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 30-ე დღეს 4. გამოკვლევა დამთავრებული მშენებლობის შესახებ (2005 წლის IV კვარტალი, 2006 წლის I, II, III კვარტალები) ფორმა №06-02-04 „–“ „–“ „–“ 5. გამოკვლევა შენობის აღების (ლიკვიდაციის) შესახებ (2005 წლის შედეგები) ფორმა №06-02-05 წლიური „–“ თებერვალი 6. გამოკვლევა დაუმთავრებელი მშენებლობის შესახებ (2005 წლის შედეგები) ფორმა №06-02-06 „–“ „–“ „–“ 7. სასტუმროების და სასტუმროს ტიპის საწარმოების გამოკვლევა (2005 წლის შედეგები) ფორმა №07-01-01 „–“ „–“ ივნისი 8. ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების გამოკვლევა (2005 წლის შედეგები) ფორმა №07-02-01 „–“ „–“ „–“ 9. გამოკვლევა ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მათი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ (2005 წლის შედეგები) ფორმა №08-01-01 „–“ „–“ აპრილი 10. გამოკვლევა მეტროპოლიტენის მუშაობის შესახებ (2005 წლის შედეგები) ფორმა №08-01-02 „–“ „–“ „–“ 11. გამოკვლევა ტრამვაი-ტროლეიბუსების მუშაობის შესახებ (2005 წლის შედეგები) ფორმა №08-01-03 „–“ „–“ „–“ 12. გამოკვლევა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შესახებ (2005 წლის შედეგები) ფორმა №08-01-04 „_“ „_“ „–“ 13. გამოკვლევა კავშირგაბმულობისა და ფოსტის საშუალებებით მომსახურების შესახებ (2005 წლის, 2006 წლის I, II, III კვარტალები) ფორმა №08-02-01 კვარტალური სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 30-ე დღეს 14. გამოკვლევა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების შეკეთებისა და სამშენებლო სამუშაოების შესახებ (2005 წლის, 2006 წლის I, II, III კვარტალები) ფორმა №08-01-09 „_“ „_“ „_“ 15. გამოკვლევა საერთო სარგებლობის რკინიგზის ტრანსპორტის მუშაობის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ (2005 წლის, 2006 წლის I, II, III კვარტალები) ფორმა №08-01-10 „_“ „_“ „_“ 16. გამოკვლევა ინდივიდუალურ მეწარმეთა საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის შესახებ (2005 წლის, 2006 წლის I, II, III კვარტალები) ფორმა №08-01-12 „_“ „_“ „_“ 17. გამოკვლევა მსუბუქი ტაქსებით მგზავრთა გადაყვანისა და საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადატანის შესახებ სტატისტიკური გამოკვლევის ფორმა ერთდროული „_“ გამოკვლევის ჩატარებიდან მე-60 დღეს 18. გამოკვლევა ბაზრებსა და ბაზრობებზე საცალო და საბიუთუმო ვაჭრობით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შესახებ​2) „_“ „_“ „_“ „_“ 19. ბიზნეს რეესტრის ხარისხის გამოკვლევა​2) „_“ „_“ „_“ „_“ 20. ბიზნეს რეესტრის გამოკვლევა (სასტუმროების სეგმენტი)​2) სტატისტიკური გამოკვლევის ფორმა „_“ „_“ „_“ 21. ბიზნეს რეესტრის მონაცემთა ბაზის აქტუალიზაცია საგადა­სახადო სამსახურიდან მიღებული რეგისტრაციის მასალების საფუძველზე სარეგისტრაციო მასალები ყოველთვიური „_“ მასალების მიღებიდან 30 დღის ვადაში 22. ბიზნეს რეესტრის მონაცემთა ბაზის აქტუალიზაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მიღებული რეგისტრაციის მასალების (ფონდები, პოლიტიკური პარტიები) საფუძველზე „_“ „_“ „_“ „_“ 23. ბიზნეს რეესტრის ეკონომიკური სუბიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის შესახებ ცნობების მომზადება და ადრესატებამდე დაყვანა სახელმწიფო სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით „_“ „_“ ყოველთვიურად 15-20 რიცხვში ​1) IDF (WB) -ის დაფინანსებით (II და III კვარტალის გამოკვლევები); ​2) TACIS-ის დაფინანსებით. სოფლის მეურნეობის სტატისტიკა 2004-2005 წლებში საქართველოში ჩატარდა პირველი სასოფლო-სამეურნეო აღწერა. აღწერის შედეგად შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა ბაზა. სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ძირეული რეფორმის მეორე ეტაპს წარმოადგენს ამ ბაზაზე დაყრდნობით სოფლის მეურნეობის სტატისტიკური გამოკვლევების ახალი სისტემის დანერგვა. ახალი სისტემის დანერგვა 2007 წლიდანაა დაგეგმილი. ამას წინ უნდა უძღოდეს ინტენსური მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც 2006 წელს უნდა ჩატარდეს. ეს სამუშაოები ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციის მომხმარებელთა გამოკვლევის ჩატარებას, საქართველოს 5 დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი) მცხოვრები მეურნეების სიის დადგენას, საორგანიზაციო-მეთოდოლოგიურ სამუშაოებს გამოკვლევების სისტემის დიზაინისა და ინსტრუმენტარის შესამუშავებლად და კარგად დასპეციალებული ინტერვიუერებისა და ზედამხედველების ქსელის შესაქმნელად, მონაცემთა შეყვანის და დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფის სამუშაოებს, აგრეთვე პილოტური გამოკვლევის ჩატარებას, რომელშიც აპრობაციას გაივლის მთელი სისტემა მონაცემთა შეგროვებიდან გამომავალი ცხრილების მომზადებამდე. სოფლის მეურნეობის სტატისტიკური გამოკვლევების ახალი სისტემის დანერგვის მოსამზადებელი სამუშაოები მხარდაჭერილია ევროკომისიის მიერ და დაფიქსირებულია ერთ-ერთი პირობის სახით საქართველოსა და ევროკომისიას შორის ხელმოწერილ მემორანდუმში. გამოკვლევათა ახალ სისტემაზე გადასვლამდე 2006 წელს გაგრძელდება ოჯახურ მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გამოკვლევა. ქვეყნის ყველა სასოფლო საკრებულოში შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ყოველკვარტალურად განხორციელდება ოცი ოჯახის გამოკითხვა და მიღებული შედეგების განზოგადება რაიონულ დონეზე (სულ გამოიკითხება დაახლოებით ოცი ათასი საკომლო მეურნეობა, ანუ მთელი საკომლო მეურნეობების სამი პროცენტი). გამოკითხვის შედეგად მოხდება ისეთი სტატისტიკური მონაცემების მიღება და დამუშავება როგორიცაა: საკომლო მეურნეობის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესი ფართობები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოსავალი, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება, პირუტყვის სულადობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზე გაწეული დანახარჯები და სხვ. ოჯახურ მეურნეობებში წარმოებული გამოკვლევების და იურიდიული პირის სტატუსის მქონე სასოფლო-სამეურნეო საწარმოებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ყოველკვარტალურად მოხდება მემცენარეობის და მეცხოველეობის პროდუქტების – მარცვლოვანი კულტურების, კარტოფილის, ბოსტნეულის, ზეთოვანი და ტექნიკური კულტურების, ბაღჩეულის, ხილისა და ყურძნის, ციტრუსების და ჩაის, პირუტყვის საკვები კულტურების, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების, ხორცის, რძის, კვერცხის, მატყლის და თაფლის წარმოების გაანგარიშება კატეგორიების მიხედვით რაიონულ ჭრილში. სურსათის ბალანსები ასახავენ კვების პროდუქტების მოძრაობას წარმოების მომენტიდან მათ საბოლოო მოხმარებამდე, განსაზღვრავენ ადამიანის მიერ ყოველდღიურად მოხმარებული კვების პროდუქტების რაოდენობას როგორც ნატურალურ გამოსახულებაში, ისე კალორიებში. სურსათის ბალანსების მეშვეობით ფასდება მარაგების მოცულობა, ქვეყნის სურსათით თვითუზრუნველყოფის დონე და იმპორტზე დამოკიდებულება, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს აგრარულ სექტორში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების გამოვლენისათვის. 2006 წელს შედგენილი იქნება მემცენარეობისა და მეცხოველეობის ძირითადი პროდუქტების ბალანსები. საქართველოსა და ევროკომისიას შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე, სტატისტიკის დეპარტამენტში ფუნქციონირებს სასურსათო უსაფრთხოების ობსერვატორია, რომელიც აგროვებს და ამუშავებს ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მონაცემებს, ავლენს ძირითად ტენდენციებს. ინფორმაცია ვრცელდება ყოველკვარტალურად ბიულეტენის „სასურსათო უზრუნველყოფის მდგომარეობა“ სახით და აძლევს საშუალებას ხელისუფლების ორგანოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიიღონ მართებული გადაწყვეტილებები. ბიულეტენი გამოდის ქართულ და ინგლისურ ენაზე. № სამუშაოების დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიო-დულობა შემსრულებელი წარდგენის ვადა 1. სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკის ინფორმაციის მომხმარებელთა გამოკვლევა​1) სტატისტიკური გამოკვლევის ფორმა ერთდროული სტატისტიკის დეპარტამენტი აპრილი 2. სტატისტიკური გამოკვლევა საქართველოს 5 დიდ ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი) მცხოვრები მეურნეების სიის დასადგენად​1) „ _” „ _” „ _” აგვისტო 3. ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური სამუშაოები სოფლის მეურნეობის გამოკვლევების ახალი სისტემისათვის (ადგილებზე ინტერვიუერების და ზედამხედველების შერჩევა, ტრეინინგი და ტესტირება; კითხვარების და გამოკვლევის დიზაინის მომზადება)​1) „ _” „ _” „ _” დეკემბერი 4. მონაცემთა რედაქტირების და დამუშავებისათვის ახალი პროგრამული პროდუქტის შექმნა​1) „ _” „ _” სექტემბერი 5. პილოტური სტატისტიკური გამოკვლევა​1) სტატისტიკური გამოკვლევის ფორმა ერთჯერადი „ _” ოქტომბერი 6. ოჯახურ მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გამოკვლევა (2005 წლის IV კვარტალი, 2006 წლის I, II, III კვარტალები) „ _” კვარტალური „ _” საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 30-ე დღეს 7. მემცენარეობის პროდუქტების წარმოების გაანგარიშება ფორმა №04-01-05 და ოჯახურ მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გამოკვლევის მასალები წლიური „ _” აპრილი ​1) ევროკავშირის სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში № სამუშაოების დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრულე-ბელი წარდგენის ვადა 8. მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების გაანგარიშება საკუთრების ყველა ფორმის მეურნეობებში (2005 წელი და 2006 წლის I, II და III კვარტალები) პირუტყვის აღწერის ფორმები, ფორ­მა №04-03-01 და ოჯახურ მეურ­ნეობებში სასოფლო-სამეურ­ნეო წარმოების გამოკვლევის მასალები წლიური, კვარტალური სტატისტიკის დეპარტამე-ნტი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 30-ე დღეს 9. მემცენარეობის პროდუქტების ბალანსები (რესურსები, გამოყენება) მარცვლეულის, ხორბლის, სიმინდის, კარტოფილის, ბოსტნეულის, მცენარეული ცხიმების, შაქრისა და ყურძნის ბალანსები წლიური სტატისტიკური მონაცემები მემცენარეობის შესახებ, ოჯა­ხურ მეურნეობებში სასოფლო-სა­მე­ურნეო წარმოების გამოკვ­ლე­ვის მასალები, შინამეურ­ნეობების გამოკვლევის მასალები, საბაჟო დეპარტამენტის მონაცემები წლიური „ _” „ _” 10. მეცხოველეობის პროდუქტების ბალანსები (რესურსები, გამოყენება) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ცხვრისა და თხის ხორცის, ფრინველის ხორცის, რძისა და კვერცხის ბალანსები წლიური სტატისტიკური მონაცემები მეცხოველეობის შესახებ და ოჯახურ მეურნეობებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გამოკვლე­ვის მასალები, შინამეურნეობების გამოკვლევის მასალები, საბაჟო დეპარტამენტის მონაცემები „ _” „ _” „ _” 11. გამოკვლევა თესვის შედეგების შესახებ (2005 წელი) ფორმები №04-01-01 და №04-01-02 (რაიონული ნაერთი) წლიური „ _” აგვისტო 12. გამოკვლევა საგაზაფხულო თესვის შესახებ ფორმა №04-01-03 ყოველთვიური​1) „ _” საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-15 დღეს 13. გამოკვლევა საშემოდგომო თესვის შესახებ ფორმა №04-01-04 ყოველთვიური​2) „ _” საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-15 დღეს 14. გამოკვლევა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის აღების შესახებ (2005 წელი) ფორმა №04-01-05 წლიური „ _” თებერვალი 15. გამოკვლევა მოსავლის აღების შესახებ ფორმა №04-01-06 ყოველთვიური​3) „ _” საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-15 დღეს 16. გამოკვლევა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რაოდენობის შესახებ ფორმა №04-01-08 წლიური „ _” თებერვალი 17. გამოკვლევა მეცხოველეობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №04-03-01 “_” „ _” თებერვალი 18. გამოკვლევა მეცხოველეობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №04-03-02 კვარტალური „ _” საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 30-ე დღეს 19. გამოკვლევა თევზჭერის სფეროს შესახებ ფორმა №04-03-03 კვარტალური „ _” საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 30-ე დღეს 20. გამოკვლევა პირუტყვის აღსარიცხვად 2006 წლის პირველი იანვრისათვის ფორმები: №04-03-04, №04-03-05,  №04-03-06, №04-03-07, №04-03-08, №04-03-09, №04-03-10 წლიური „ _” თებერვალი 21. გამოკვლევა ყურძნის მიღების შესახებ ფორმა №04-02-02 ორკვირეული​4) „ _” საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-7 დღეს 22. გამოკვლევა ჩაის ფოთლის მიღების შესახებ ფორმა №04-02-03 ორკვირეული​5) „ _” საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-7დღეს ​1) აპრილი-ივლისის პერიოდში ​2) ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში ​3) მაისი-დეკემბრის პერიოდში ​4) სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში ​5) ივნისი-ოქტომბრის პერიოდში ეკოლოგიის სტატისტიკა 2006 წელს განხორციელდება შემდეგი სტატისტიკური გამოკვლევები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში: ტყის კულტურების სამუშაოების შესახებ, ხე-ტყის გაცემის შესახებ, ხე-ტყის უკანონო ჭრის შესახებ, ტყის დაცვის შესახებ, ნაკრძალების, ბუნებრივ-ეროვნული პარკების და სახელმწიფო აღკვეთილების შესახებ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ, გარემოსდაცვითი დანახარჯების შესახებ. № სამუშაოების დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრულებელი წარდგენის ვადა 1. გამოკვლევა ტყის კულტურების სამუშაოების შესახებ ფორმა №04-04-01 ნახევარწლიური სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 90-ე დღეს 2. გამოკვლევა ხე-ტყის გაცემის შესახებ ფორმა №04-04-02 ნახევარწლიური „ _” საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 90-ე დღეს 3. გამოკვლევა ხე-ტყის უკანონო ჭრის შესახებ ფორმა №04-04-03 ნახევარწლიური „ _” საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 90-ე დღეს 4. გამოკვლევა ტყის დაცვის შესახებ ფორმა №04-04-04 წლიური „ _” აპრილი 5. გამოკვლევა ნაკრძალებზე, სამონადირეო ნაკრძალებზე, ბუნებრივ-ეროვნულ პარკებზე ფორმა №04-04-05 „ _” „ _” აპრილი 6. გამოკვლევა სახელმწიფო აღკვეთილების შესახებ ფორმა №04-04-06 „ _” „ _” აპრილი 7. გამოკვლევა ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ ფორმა №04-04-07 „ _” „ _” მაისი 8. გამოკვლევა გარემოსდაცვითი დანახარჯების შესახებ ფორმა №04-04-08 „ _” „ _” ივლისი ფასების სტატისტიკა სამომხმარებლო ფასების ინდექსი წარმოადგენს სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფიქსირებული კალათის ნომინალური ღირებულების ფარდობას ამავე კალათის საბაზო წლის ფასებში გამოხატულ ღირებულებასთან. სამომხმარებლო ფასების ინდექსი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია, რომელიც ზომავს ინფლაციის დონეს. იგი გამოიყენება როგორც დეფლატორი სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მოსწორებისთვის ფასების ცვლილების გათვალისწინებით და ამ მაჩვენებლების მუდმივ ფასებში გამოსახატავად. თვიური პერიოდულობით სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშება საშუალებას იძლევა განისაზღვროს ინფლაციის დონე როგორც მთლიანად საქართველოში, ისე ქვეყნის ხუთ მსხვილ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი და თელავი), სადაც ტარდება სტატისტიკური დაკვირვება სამომხმარებლო კალათაში შემავალ საქონელ-წარმომადგენლებსა და მომსახურება-წარმომადგენლებზე. მწარმოებელთა ფასების ინდექსი ასახავს მრეწველობის პროდუქციის ადგილობრივი მწარმოებლების მიერ საკუთარ წარმოებულ პროდუქციაზე დადებული ფასების დონის საშუალო ცვლილებას. მრეწველობის პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი სფეროს – მრეწველობის – ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების რეალურ (შესადარ) ფასებში გამოსახვის საშუალებას იძლევა. მშენებლობის ფასებისა და სატრანსპორტო მომსახურების ფასების ინდექსების გაანგარიშება ხელს შეუწყობს ერთიანი მეთოდოლოგიის საფუძველზე ფასების სტატისტიკის მონაცემთა ბაზის გაფართოებას, საშუალებას მისცემს თითოეულ დარგს მუდმივ ფასებში შეაფასოს მთავარი დარგობრივი მაჩვენებლები, ხოლო მაკროეკონომიკურ სტატისტიკას – გააუმჯობესოს ძირითადი პარამეტრები, რომლებშიც მოცემული დარგები (მშენებლობა და ტრანსპორტი) რეალური ეკონომიკური შეფასებებით იქნება წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის ფასების ინდექსების გაანგარიშება საშუალებას მოგვცემს, უფრო ზუსტად შეფასდეს ამ დარგის ძირითადი მახასიათებლები; განისაზღვროს, თუ რა ზომით ახდენს ფასები გავლენას სოფლის მეურნეობის შემოსავლებსა და ხარჯებზე. გაუმჯობესდება ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ძირითადი პარამეტრები, რომელშიც სოფლის მეურნეობა რეალური ეკონომიკური შეფასებებით იქნება წარმოდგენილი. საერთაშორისო შედარებების პროგრამა, ანუ ვალუტების მყიდველობითი უნარის პარიტეტთა საერთაშორისო შედარებები ხორციელდება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით, რომლის მიზანია უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე ყველა ქვეყნის ფასებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობების შედარების შესაძლებლობა. ფასები გამოიყენება ხარჯების დეფლირებისათვის და მოცულობის საერთაშორისო შედარებების საზომის მისაღებად. № სამუშაოს დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრუ-ლებელი წარდგენის ვადა 1. სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშება ფორმა №09-01-01 თვიური სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდიდან მე-7 დღე 2. კვირეული ფასების ინდექსის გაანგარიშება კვირეული „–“ საანგარიშო პერიოდიდან მე-3 დღე 3. მწარმოებელთა ფასების ინდექსის გაანგარიშება ფორმა №09-02-01 თვიური „–“ საანგარიშო პერიოდიდან მე-10 დღე 4. მშენებლობის ფასების ინდექსების გაანგარიშების მეთოდოლოგიური საკითხების მომზადება და ინდექსის დანერგვის სამუშაოების განხორციელება1) წლის განმავლობაში „–“ 5. სატრანსპორტო მომსახურების ფასების ინდექსების გაანგარიშების მეთოდოლოგიური საკითხების მომზადება და ინდექსის დანერგვის სამუშაოების განხორციელება​1) „–“ „–“ 6. სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსების გაანგარიშების მეთოდოლოგიური საკითხების მომზადება და ინდექსის დანერგვის სამუშაოების განხორციელება „–“ „–“ 7. საერთაშორისო შედარებების პროგრამით გათვალისწინებული, 2005 წელს საქართველოში არსებული სამომხმარებლო, სამშენებლო და საინვესტიციო ფასების შესახებ დსთ-ის სტატკომიტეტში მასალების გადაცემა თვიური „–“ წლის განმავლობაში მოთხოვნისამებრ დემოგრაფიული სტატისტიკა მონაცემები მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის შესახებ ითვალისწინებს ინფორმაციას ქორწინების, განქორწინების, დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ. მონაცემები მოსახლეობის მექანიკური მოძრაობის შესახებ ასახავენ გარე და შიდა მიგრაციულ პროცესებს. ქვეყნის გარეთ მიმართული მიგრაციული პროცესების შესახებ წარმოდგენილია ინფორმაცია მიგრაციის ქვეყნებისა და მიგრანტთა ასაკობრივი ჯგუფების შესახებ. მონაცემები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მოიცავს ინფორმაციას მათი რიცხოვნობისა და სოციალურ-დემოგრაფიული შემადგენლობის შესახებ. ზემოხსენებული მონაცემების გასაანგარიშებლად აუცილებელ პირველად ინფორმაციას სტატისტიკის დეპარტამენტი იღებს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებიდან. მიღებული ინფორმაცია დამუშავების შემდეგ საშედეგო ცხრილების სახით ნაწილდება ისეთ ჭრილებში, როგორებიცაა: მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურა, მოსახლეობის რიცხოვნობა ერთ- და ხუთწლიანი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, მოსახლეობის რიცხოვნობა დასახლების ტიპის მიხედვით (ქალაქი, სოფელი), დედის ასაკი პირველი მშობიარობისას, ქორწინების საშუალო ასაკი, ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი, ქორწინება და განქორწინება ხანგრძლივობის მიხედვით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, დაქორ­წი­ნე­ბულ­თა რაოდენობა ასაკისა და ქორწინებითი მდგომარეობის მიხედვით და სხვ. № სამუშაოს დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრულებელი წარდგენის ვადა 1. მოსახლეობის რიცხოვნობა გაანგარიშება სულ, ქალაქად, სოფლად და ცალკეული რეგიონების მიხედვით ცხრილები წლიური სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მოსახლეობის რიცხოვნობა 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მაისი მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა 2005 წელს „_“ 2. საქართველოს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა გაანგარიშება: მოსახლეობის რიცხოვნობა 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა 2005 წელს მოსახლეობის საშუალო ასაკი ცხრილები „_“ „_“ მაისი-ივნისი 3. დემოგრაფიული კოეფიციენტების გაანგარიშება 1. შობადობის და მოკვდაობის ასაკობრივი კოეფიციენტები 2. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 3. აღწარმოების ბრუტო და ნეტო კოეფიციენტები 5. დედის საშუალო ასაკი საერთო და პირველი ბავშვის დაბადებისას 6. ქორწინების საშუალო ასაკი სქესის მიხედვით 7. ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა განქორწინებისას ცხრილი „_“ „_“ ივლისი 4. მოკვდაობის ცხრილის გაანგარიშება ცხრილები „_“ „_“ ივლისი 5. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის საერთო შედეგები რაიონულ ჭრილში სქესის მიხედვით (აბსოლუტური და 1000 კაცზე გაანგარიშებით) ცხრილი № ბმ 1-2-3 „_“ „_“ მაისი-ივნისი 6. ბუნებრივი მოძრაობა თვეების მიხედვით ცხრილი № ბმ 4 „_~ „_~ მაისი-ივნისი 7. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შედეგები თვეების მიხედვით ცხრილი № სა 1 მაისი-ივნისი 8. ცოცხლადშობილთა რაოდენობა დედის ასაკის და დაბადების რიგითობის მიხედვით: ა. დედის ქორწინებითი მდგომარეობის ჭრილში; ბ. დედის ეროვნების მიხედვით. ცხრილი № დ 1-2 „_“ „_“ მაისი-ივნისი 9. დაბადებულთა რაოდენობა დედის ასაკის ჭრილში და ახალშობილთა სქესის მიხედვით ცხრილი № დ 3 „_“ „_“ მაისი-ივნისი 10. დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობა ეროვნების მიხედვით ცხრილი № დგ 1 „_“ „_“ მაისი-ივნისი 11. დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობა ა. განათლების მიხედვით; ბ. შრომითი საქმიანობის მიხედვით. ცხრილი № დგ 2-3 „_“ „_“ მაისი-ივნისი 12. მონაცემები 0-6 დღის ასაკის გარდაცვლილი ბავშვებისა და მკვდრადშობადობის რიცხოვნობის, სქესისა და სიკვდილის მიზეზების შესახებ ცხრილი № გ 1 „_“ „_“ მაისი-ივნისი 13. 1 თვემდე ასაკში გარდაცვლილ ბავშვთა რიცხოვნობა სქესის ცოცხლად ყოფნის დღეების და დაბადების თვის მიხედვით ცხრილი № გ 2 მაისი-ივნისი 14. 1 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალება დღეებისა და თვეების მიხედვით ცხრილი № გ 3 „_“ „_“ მაისი-ივნისი 15. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვთა განაწილება სქესის, ასაკის და დაბედების წლის მიხედვით ცხრილი № გ 4 „_“ „_“ მაისი-ივნისი 16. გარდაცვლილთა რიცხოვნობა ასაკისა და სქესის მიხედვით ძირითადი ეროვნებებით ცხრილი № გ 5 „_“ „_“ მაისი-ივნისი 17. გარდაცვლილების რიცხოვნობა სქესის, ასაკის და ოჯახური მდგომარეობის მიხედვით ცხრილი № გ 6 „_“ „_“ მაისი-ივნისი 18. გარდაცვალების მიზეზები შემოკლებული ნომენკლატურით 1 წლამდე ასაკის ბავშვებში რაიონების მიხედვით (აბსოლუტური და 1000 კაცზე გაანგარიშებით) ცხრილი № გმ 1-2 „_“ „_“ მაისი-ივნისი 19. გარდაცვლილების რიცხოვნობა სქესის, ასაკობრივი ჯგუფების და გარდაცვალების მიზეზის მიხედვით (აბსოლუტური და 1000 კაცზე გაანგარიშებით) ცხრილი № გმ 3-4 „_“ „_“ მაისი-ივნისი 20. დაქორწინებულები სქესის და ასაკის მიხედვით ცხრილი № ქ. 1 „_“ „_“ მაისი-ივნისი 21. დაქორწინებულები სქესის და ეროვნების მიხედვით ცხრილი № ქ. 2 „_“ „_“ მაისი-ივნისი 22. დაქორწინებულთა რაოდენობა  ა. ასაკისა და ქორწინებითი მდგომარეობის მიხედვით;  ბ. ძირითადი ეროვნებებით. ცხრილი № ქ. 3-4 „_“ „_“ მაისი-ივნისი 23. განქორწინებულები სქესის და ეროვნების მიხედვით ცხრილი № გნ 1 „_“ „_“ მაისი-ივნისი 24. განქორწინებათა რაოდენობა სქესის, ასაკისა და ქორწინების ხანგრძლივობის მიხედვით; ცხრილი № გნ 2 „_“ „_“ მაისი-ივნისი 25. განქორწინებულთა რაოდენობა საერთო ბავშვების რაოდენობის მიხედვით; ცხრილი № გნ 3 „_“ „_“ მაისი-ივნისი 26. მიგრაციული პროცესები: ა. ქვეყნების მიხედვით; ბ. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით; გ. ქვეყნის შიდა მიგრაცია. ცხრილი № მ 1-2-3 „_“ „_“ აპრილი 27. მონაცემები სოფლის მოსახლეობის სქესობრივი და ასაკობრივი შემადგენლობის შესახებ ფორმა №13-01-01 „_“ „_“ თებერვალი-მარტი 28. ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხოვნობა ფორმა №13-02-01 „_“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მარტი 29. ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დემოგრაფიული მაჩვენებლები დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფორმა №13-02-02 „_“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მარტი 30. დაბადებულთა და გარდაცვლილთა აღრიცხვის გაუმჯობესების ხელშემწყობი ღონისძიებები „_“  შრომის სტატისტიკა შრომის სტატისტიკის სფეროში სახელმწიფო სტატისტიკური გამოკვლევის ფორმებისა და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის საფუძველზე სამუშაო ძალის შესახებ მიღებული სტატისტიკური მონაცემები ახასიათებს ქვეყნის შრომის ბაზრის მდგომარეობას. სამუშაო ძალის შერჩევითი გამოკვლევით მიღებული ინფორმაცია ახასიათებს ქვეყნაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, დასაქმებულების, უმუშევრების და ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობას სქესის, ასაკობრივი ჯგუფების, განათლების დონის, დაკავებული თანამდებობისა და პროფესიების, რეგიონების, საქმიანობის სახეების მიხედვით; შინამეურნეობებისა და სამუშაო ძალის გაერთიანებული გამოკვლევის ფარგლებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის (სამუშაო ძალის) გამოკვლევით მიიღება შეფასებები ქვეყანაში 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის განაწილების შესახებ ეკონომიკური აქტიურობის სტატუსისა (დასაქმებული, უმუშევარი, სამუშაო ძალის გარეთ) და დასაქმების სტატუსის (დაქირავებული, თვითდასაქმებული) მიხედვით. ასევე მიიღება შეფასებები საკუთრების ფორმებისა და ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით დასაქმებულთა განაწილების, დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების, მეორადი დასაქმებისა და დასაქმების ხარისხის შესახებ. გამოკვლევის მონაცემებით ფასდება ისეთი ანალიტიკური მაჩვენებლები, როგორებიცაა: მოსახლეობის აქტიურობის დონე, დასაქმების დონე, უმუშევრობის დონე და არასრული დასაქმების დონე. ეს მაჩვენებლები ფასდება მთელი ქვეყნის, რეგიონის, ქალაქ-სოფლის და სქესობრივ-ასაკობრივ ჭრილებში. შრომის სტატისტიკის წლიური და კვარტალური ფორმების დამუშავების საფუძველზე მიღებული სტატისტიკური ინფორმაცია ახასი­ა­თებს ეკონომიკაში დაქირავებით დასაქმებულთა განაწილებას საქმიანობის სახეების, რეგიონების და საკუთრების ფორმების მიხედვით; დაქირავებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობას საქმიანობის სახეების, სქესის, საკუთრების ფორმებისა და რეგიონების მიხედვით; დაქირავებული პირების მიერ ნამუშევარი კაც-საათების რაოდენობას საქმიანობის სახეების მიხედვით; სამუშაო ძალის მოძრაობას საქმიანობის სახეების მიხედვით. გარდა ამისა, საქმიანობის სახეების მიხედვით მიიღება ინფორმაცია სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯების მოცულობასა და სტრუქტურაზე; თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობის შესახებ; არასრული სამუშაო დროით დასაქმებულთა განაწილებაზე, ადმინისტრაციის ინიციატივით უხელფასო შვებულებაში მყოფთა და საწარმოო ტრავმატიზმის შესახებ. № სამუშაოს დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრულებელი წარდგენის ვადა 1. დასაქმების სტატისტიკური გამოკვლევა (2005 წლის შედეგები) ფორმა №10-01-01 წლიური სტატისტიკის დეპარტამენტი 5 ივნისი 2. დასაქმების სტატისტიკური გამოკვლევა (ფინანსური კორპორაციები, ადმინისტრაციული ორგანოები, შინამეურნეობების მომსახურე არაკომერციული ორგანიზაციები), 2006 წლის I, II და III კვარტალი სტატისტიკური გამოკვლევის ფორმა კვარტალური „–“ საანგარიშო პერიოდიდან მე-60 დღე 3. სამუშაო ძალის გამოკვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება ერთდროული „–“ მარტი 4. შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის (სამუშაო ძალის ნაწილში) შედეგების ანალიზი კვარტალური „–“ საანგარიშო პერიოდიდან 90-ე დღე 5. დაქირავებით დასაქმებულთა განაწილება დარიცხული ხელფასის მიხედვით [2]​) სტატისტიკური გამოკვლევის ფორმა ერთდროული „–“ გამოკვლევის ჩატარებიდან ორი თვის შემდეგ შინამეურნეობებისა და ცხოვრების დონის სტატისტიკა შინამეურნეობებისა და სამუშაო ძალის გაერთიანებული გამოკვლევის სამუშაოები ეფუძნება სისტემატური შერჩევის წესით ამოკრეფილ 3351 შინამეურნეობაზე დაკვირვებას სხვადასხვა დანიშნულების შვიდი კითხვარის მიხედვით. დაკვირვების შედეგების მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადების საფუძველზე მიიღება მონაცემები მოსახლეობის აგრარული აქტივობის, საცხოვრებელი პირობების, შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურის, მათი განაწილების უთანაბრობის კოეფიციენტების, სურსათისა და სხვა სამომხმარებლო საქონლის მოხმარების შესახებ. იანგარიშება ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური ინდიკატორები, როგორებიცაა: საარსებო მინიმუმი შრომისუნარიანი ასაკის მამაკა­ცის­თვის და საშუალო მომხმარებლისთვის, სხვადასხვა ტიპის (სიდიდის) ოჯახისთვის და საშუალო ოჯახისთვის. შინამეურნეობების გამოკვლევის მონაცემებზე დაყრდნობით ფასდება სიღარიბის ინდიკატორები: სიღარიბის დონე, სიღრმე და სიმწვავე აბსოლუტური და ფარდობითი ზღვრების მიმართ. № სამუშაოს დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრულებელი წარდგენის ვადა 1. შინამეურნეობებისა და სამუშაო ძალის გაერთიანებული გამოკვლევის ფორმების ლოგიკური კონტროლი და კოდირება სტატისტიკური გამოკვლევის ფორმა წლის განმავლობაში სტატისტიკის დეპარტამენტი წლის განმავლობაში 2. შინამეურნეობების და სამუშაო ძალის გაერთიანებული გამოკვლევის 2005 წლის IV კვარტალის, 2006 წლის I, II, III კვარტალების მონაცემთა ლოკალურ ქსელში შეტანა „–“ „–“ „–“ წლის განმავლობაში 3. შინამეურნეობების გამოკვლევის სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავება, სხვადასხვა მაჩვენებელთა კვარტალური და წლიური შეფასებები ქვეყნისა და რეგიონების მიხედვით კვარტალური, წლიური „–“ საანგარიშო პერიოდიდან 65-ე დღეს 4. საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ყოველთვიური სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდიდან მე-15 დღე 5. შინამეურნეობებისა და სამუშაო ძალის გაერთიანებული გამოკვლევის 2006 წლის I-III კვარტალების ანგარიშების მომზადება და გავრცელება ერთჯერადი სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდიდან 180-ე დღეს 6. შინამეურნეობებისა და სამუშაო ძალის გაერთიანებული გამოკვლევის 2005 წლის ანგარიშის მომზადება და გავრცელება კვარტალური სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდიდან 90-ე დღეს განათლების, კულტურის, მეცნიერების სტატისტიკა განათლების სფეროში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების, მუდმივი სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების, ბავშვთა სახლების (სკოლა-ინტერნატების) მუშაობის, მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვთა და მოზარდთა შესახებ. მეცნიერების სფეროში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სამეცნიერო კადრების მომზადებისა და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების შესრულების შესახებ. კულტურის სფერო მოიცავს მონაცემებს სახელმწიფო საკლუბო დაწესებულებების, მასობრივი უნივერსალური ბიბლიოთეკების, თეატრების, მუზეუმების, საკონცერტო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი კოლექტივების მუშაობის და ბეჭდვითი პროდუქციის შესახებ. № სამუშაოს დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრულებელი წარდგენის ვადა 1. მონაცემები უმაღლესი სასწავლებლების შესახებ ფორმა №11-01-01 წლიური სტატისტიკის დეპარტამენტი 20 თებერვალი 2. მონაცემები საშუალო პროფესიული სასწავლებლების შესახებ ფორმა №11-01-02 „–“ „–“ 20 თებერვალი 3. მონაცემები ასპირანტურისა და დოქტორანტურის შესახებ ფორმა №11-01-03 „–“ „–“ 10 მაისი 4. მონაცემები საწარმოს (ორგანიზაციის) სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოს შესრულების შესახებ ფორმა №11-01-04 „–“ „–“ 19 მაისი 5. მონაცემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მუშაობის შესახებ ფორმა №11-01-05 „–“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 15 მარტი 6. მუდმივი სკოლამდელი დაწესებულებების მონაცემები 2005 წელს ფორმა №11-01-06 „–“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 20 მაისი 7. სკოლისგარეშე დაწესებულებების მონაცემები 2005 წელს ფორმა №11-01-07 „–“ „–“ 20 აპრილი 8. მონაცემები ბავშვთა სახლების (სკოლა-ინტერნატების) მუშაობის შესახებ 2005 წელს ფორმა №11-01-08 „–“ „–“ 25 მარტი 9. მონაცემები მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვთა და მოზარდთა შესახებ 2005 წელს ფორმა №11-01-09 „–“ „–“ 20 მარტი 10. მონაცემები საკონცერტო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი კოლექტივების მუშაობის შესახებ ფორმა №11-02-01 „–“ სტატისტიკის დეპარტამენტი 15 აპრილი 11. მონაცემები სახელმწიფო საკლუბო დაწესებულებების შესახებ ფორმა №11-02-05 წლიური კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო 15 აპრილი 12. მონაცემები მასობრივ და უნივერსალურ ბიბლიოთეკებზე ფორმა №11-02-06 „–“ „–“ „–“ 13. მონაცემები ბეჭდვითი პროდუქციის შესახებ ნაერთი ცხრილები „–“ სტატისტიკის დეპარტამენტი 5 ივნისი 14. მონაცემები თეატრების მუშაობის შესახებ ფორმა №11-02-02 „–“ „–“ „–“ 16. მონაცემები მუზეუმების მუშაობის შესახებ ფორმა №11-02-03 „–“ „–“ „–“ 17. მონაცემები ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მუშაობის შესახებ ფორმა №11-02-04 „–“ „–“ 10 ივნისი სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სტატისტიკა სოციალური დაცვის სფეროს მონაცემები მოიცავს ინფორმაციას ოჯახებისთვის გაწეული დახმარების, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლების, პენსიონერთა სახეებისა და რიცხოვნობის შესახებ. ჯანდაცვის სტატისტიკის ნაერთი ანგარიში მოიცავს მონაცემებს სამკურნალო-პროფილაქტიკური და ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობის, მუშაობისა და ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ, საავადმყოფოებში საწოლთა ფონდის გამოყენების, სამედიცინო კადრების რიცხოვნობის შესახებ, მოცემულია ავადმყოფების შემადგენლობა სტაციონარში ცალკეული დაავადებების მიხედვით, მკურნალობის ვადები და შედეგები. მონაცემები ფიზიკური კულტურის და სპორტის შესახებ მოიცავს ინფორმაციას ფიზკულტურულ-სპორტული მუშაკების რაოდენობის, სპორტული ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ, სპორტულ-მასობრივი და გამაჯანსაღებელი მუშაობის, სპორტული ბაზებისა და სპორტული მუშაობის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ. № სამუშაოს დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრულებელი წარდგენის ვადა 1. მონაცემები საპენსიო უზრუნველყოფის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ ფორმა №11-03-01 ნახევარწლიური სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი საანგარიშო პერიოდიდან მე-10 დღე 2. მონაცემები პენსიონერთა სახეებისა და რიცხოვნობის შესახებ ფორმა №11-03-04 წლიური „–“ 5 მაისი 3. მონაცემები ოჯახზე გაწეული დახმარების შესახებ ფორმა №11-03-02 კვარტალური შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საანგარიშო პერიოდიდან მე-15 დღე 4. მონაცემები მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლების შესახებ ფორმა №11-03-03 ნახევარწლიური სტატისტიკის დეპარტამენტი საანგარიშო პერიოდიდან მე-15 დღე 5. სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულების ანგარიში ფორმა №IV-01 წლიური შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 15 ივნისი 6. ანგარიში ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სამედიცინო დახმარების შესახებ ფორმა №IV-02 „–“ „–“ „–“ 7. ანგარიში ინფექციური და პარაზიტული დაავადებების შემთხვევების შესახებ ფორმა №IV-03 „–“ „–“ „–“ 8. ანგარიში საავადმყოფოშიგა ინფექციის შესახებ ფორმა №IV-03/1 „–“ „–“ „–“ 9. ანგარიში ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ ფორმა №IV-04 „–“ „–“ „–“ 10. ანგარიში სქესობრივი გზით გადამდები, კანის სოკოვანი დაავადებების და მუნის შესახებ ფორმა №IV-06 „–“ „–“ „–“ 11. 12 თვის წინ რეგისტრირებული ტუბერკულოზის შემთხვევათა მკურნალობის შედეგების ანგარიში ფორმა №IV-07 წლიური შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 15 ივნისი 12. ტუბერკულოზის შემთხვევათა რეგისტრაციის ანგარიში ფორმა №IV-07/1 „–“ „–“ „–“ 13. ანგარიში ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებულთა შესახებ ფორმა №IV-08 „–“ „–“ „–“ 14. ანგარიში ფსიქიკურად დაავადებულთა შესახებ ფორმა №IV-10 „–“ „–“ „–“ 15. ანგარიში ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით დაავადებულ ავადმყოფთა შესახებ ფორმა №IV-11 „–“ „–“ „–“ 16. ანგარიში ჩიყვის საწინააღმდეგო ღონისძიებათა შესახებ ფორმა №IV-12 „–“ „–“ „–“ 17. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის (განყოფილების) ანგარიში ფორმა №IV-13 „–“ „–“ „–“ 18. სისხლის დამამზადებელი სადგურის და სისხლის გადასხმის განყოფილების ანგარიში ფორმა №IV-14 „–“ „–“ „–“ 19. სამედიცინო კადრების ანგარიში ფორმა №IV-15 „–“ „–“ „–“ 20. ანგარიში ბავშვთა (0-14 წლის ჩათვლით) და მოზარდ მოსწავლეთა (15-18 წლამდე) სამედიცინო დახმარების შესახებ ფორმა №IV-16 „–“ „–“ „–“ 21. ანგარიში რეგისტრირებულ აივ-ით ინფიცირებულ და შიდსით დაავადებულ პირთა შესახებ ფორმა №IV-17 „–“ „–“ „–“ 22. სანატორიუმის ანგარიში (პანსიონატი მკურნალობით) ფორმა №IV-18 „–“ „–“ „–“ 23. ჩვილ ბავშვთა სახლის ანგარიში ფორმა №IV-21 წლიური შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 15 ივნისი 24. ანგარიში აივ ინფექცია/შიდსზე იფა-თი სისხლის გამოკვლევის შედეგების შესახებ ფორმა №IV-23 „–“ „–“ „–“ 25. სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის (რესპუბლიკური, საქალაქო, რაიონული) ინსპექციის ანგარიში შტატებზე ფორმა №IV-30 „–“ „–“ „–“ 26. ეპიდემიოლოგიური სამსახურის ანგარიში შტატებზე ფორმა №IV-30/1 „–“ „–“ „–“ 27. სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის ანგარიში შტატებზე ფორმა №IV-30/2 „–“ „–“ „–“ 28. სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ანგარიში ფორმები №IV-31 და  №IV-70 „–“ „–“ „–“ 29. მონაცემები ფიზიკური კულტურისა და სპორტის შესახებ ფორმა №II-01 „–“ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო 1 მარტი 30. ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ანგარიშის შედგენის მოსამზადებელი სამუშაოები სტატისტიკის დეპარტამენტის ქვედანაყოფების, სამინისტროები­სა და უწყებების მონაცემები ერთჯერადი „_“ წლის განმავლობაში სამართლებრივი სტატისტიკა სამართლებრივი სტატისტიკის მონაცემები მოიცავს ინფორმაციას რეგისტრირებულ და გახსნილ დანაშაულებათა, ავტოსაგზაო შემთხვევების, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეთა განხილვის, დანაშაულის ჩადენის ადგილის, დროის და მსჯავრდადებულთა შემადგენლობის, საგამოძიებო მუშაობის შესახებ.  № სამუშაოს დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრულებელი წარდგენის ვადა 1. მონაცემები რეგისტრირებულ და გახსნილ დანაშაულებათა შესახებ ფორმა №1ა კვარტალური შინაგან საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდიდან მე-10 დღე 2. მონაცემები ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ ფორმა №11-05-01 „–“ „–“ „–“ 3. მონაცემები მომხდარი ხანძრების შესახებ ცხრილი „–“ „–“ „–“ 4. მონაცემები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის შესახებ ფორმა №X-01 „–“ უზენაესი სასამართლო „–“ 5. მონაცემები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმეთა განხილვის შესახებ ფორმა №X-08 წლიური „–“ „–“ 6. მონაცემები არასრულწლოვან მსჯავრდადებულებზე ფორმა №X-06 „–“ „–“ „–“ 7. მონაცემები მსჯავრდადებულთა რაოდენობისა და სასჯელის ღონისძიებათა შესახებ ფორმა №X-04 „–“ „–“ „–“ 8. მონაცემები დანაშაულის ჩადენის ადგილის, დროის და მსჯავრდადებულთა შემადგენლობის შესახებ ფორმა №X-05 კვარტალური „–“ საანგარიშო პერიოდიდან მე-15 დღე 9. მონაცემები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის შესახებ ფორმა №X-10 „–“ „–“ „–“ 10. მონაცემები საგამოძიებო მუშაობის შესახებ ფორმა „ს“ ნახევარწლიური და წლიური გენერალური პროკურატურა საანგარიშო პერიოდიდან მე-10 დღე სტატისტიკური კლასიფიკატორები ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტატისტიკურ სტანდარტს წარმოადგენს ეკონომიკური და სოციალური ინფორმაციის საკლასიფიკაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მართვის სისტემებისა და მონაცემთა ბაზის ინფორმაციულ თავსებადობას, აწესრიგებს და უნიფიცირებულს ხდის სტატისტიკურ ინფორმაციას. საქართველოში რეფორმების ჩატარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკლასიფიკაციო სისტემის შექმნასა და დანერგვაზე საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების გამოყენებით, რადგანაც კლასიფიკატორები წარმოადგენენ ძირითად ინსტრუმენტს საერთაშორისო დონეზე სტატისტიკურ მონაცემთა შესადარისობისათვის. 2006 წლის სტატისტიკური სამუშაოების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია პროდუქციის კლასიფიკატორის ახსნა-განმარტებების შემუშავება. დაგეგმილია აგრეთვე დასაქმებისა და განათლების ეროვნული კლასიფიკატორების შემუშავება. აღნიშნული კლასიფიკატორების შემუშავება და დანერგვა სასარგებლო იქნება სტატისტიკური კვლევებისა და შერჩევების ჩატარების ორგანიზებისთვის და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარების ტენდენციებისა და ძირითადი პარამეტრების დამახასიათებელი მაჩვენებლების ანალიზსა და პროგნოზირებას. № სამუშაოს დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრულებელი წარდგენის ვადა 1. პროდუქციის კლასიფიკა­ტო­რის ახსნა-განმარ­­ტე­­ბების შემუშავება წლის განმავლობაში სტატისტიკის დეპარტამენტი წლის ბოლოს 2. საქმიანობის სახეების მიხედვით პროდუქციის სტატისტიკური კლასიფიკა­ტო­რის (ჩPA-ის ბაზაზე) ახალი ვერსიის შემუშავება „–“ „–“ „–“ 3. დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის შემუშავება „–“ „–“ „–“ 4. განათლების ეროვნული კლასიფიკატორის შემუშავება „–“ „–“ „–“ სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელება 2006 წელს გათვალისწინებულია საქართველოს სტატისტიკური წელიწდეულისა და სხვადასხვა ტიპის თემატური და დარგობრივი სტატისტიკური კრებულების, აგრეთვე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის ამსახველი ყოველკვარტალური ბიულეტენების მომზადება და მათი ელექტრონული და/ან ბეჭდვითი სახით გამოცემა. სტატისტიკური წელიწდეული, აგრეთვე კრებულების უმრავლესობა ორენოვანია (ქართულ-ინგლისური). წელიწდეულში წარმოდგენილ ინფორმაციაში დახასიათებული იქნება ქვეყნის მოსახლეობა და მისი ცხოვრების დონე, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, მეცნიერება და კულტურა, მოცემული იქნება ინფორმაცია ეროვნული ანგარიშების, ფინანსების, ფასების, საინვესტიციო საქმიანობის შესახებ; აღწერილი იქნება ეკონომიკის ძირითადი სფეროების – მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტრანსპორტის მდგომარეობა. წელიწდეულში, თემატურ და დარგობრივ კრებულებში შეტანილი მონაცემების გაანგარიშებისას გამოყენებულია გაეროს და მისი სპეციალიზებული დაწესებულებების, ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის – ევროსტატის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, სხვა საერთაშორისო ეკონომიკური და სტატისტიკური ინსტიტუტების მიერ რეკომენდებული მეთოდოლოგია, კლასიფიკატორები, ნომენკლატურა და კონცეფციები, რაც იძლევა საქართველოს დამახასიათებელი მაჩვენებლების საერთაშორისო შედარებითობის საშუალებას.  წელიწდეულსა და სხვა პუბლიკაციებს თან ახლავს მეტამონაცემები, რომლებიც შეესაბამებიან ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და შინაარსობრივად განმარტავენ მოტანილ მონაცემებს. № სამუშაოს დასახელება ინსტრუმენტარი (ფორმა, ცხრილი) პერიოდულობა შემსრულებელი წარდგენის ვადა 1. მოკლე სტატისტიკური ცნობარი „საქართველო ციფრებში – 2005“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე)​1) ერთჯერადი სტატისტიკის დეპარტამენტი მაისი 2. „საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული – 2006“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე)1) დეპარტამენტში არსებული მასალები „–“ „–“ ნოემბერი 3. სტატისტიკური პუბლიკაცია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ – 2005 წლის „–“ კვარტალური „–“ თებერვალი – 2006 წლის I კვარტალის „–“ „–“ „–“ მაისი – 2006 წლის იანვარ-ივნისის „–“ „–“ „–“ აგვისტო – 2006 წლის იანვარ-სექტემბრის „–“ „–“ „–“ ნოემბერი 4. სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს საგარეო ვაჭრობა, 2005“ „–“ „–“ „–“ ივნისი 5. სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს შინამეურნეობები, 2005“ „–“ „–“ „–“ მაისი 6. სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს შინამეურნეობები“ „–“ კვარტალური „–“ გამოკვლევის დამთავრებიდან მე-60 დღე 7. სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს საგადამხდელო ბალანსი, 2005“ „–“ სტატისტიკის დეპარტამენტი, ეროვნული ბანკი ოქტომბერი 8. სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს ეროვნული ანგარიშები, 2005“ „–“ წლიური სტატისტიკის დეპარტამენტი ოქტომბერი 9. სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა 2003-2005 წლებში“ „–“ ერთჯერადი „–“ ნოემბერი 10. სტატისტიკური პუბლიკაცია „შრომის ბაზარი საქართველოში, 2005“ „–“ წლიური „–“ ივლისი 11. სტატისტიკური პუბლიკაცია „მეწარმეობა საქართველოში, 2005“ „–“ „–“ ნოემბერი 12. სტატისტიკური პუბლიკაცია „მრეწველობა საქართველოში, 2005“ „–“ „–“ მარტი 13. სტატისტიკური პუბლიკაცია „სასტუმროები საქართველოში, 2005“ ​1) „–“ „–“ ნოემბერი 14. სტატისტიკური პუბლიკაცია „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა საქართველოში, 2005“ დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია „–“ „–“ 15. სტატისტიკური პუბლიკაცია „საავტომობილო ტრანსპორტის სტატისტიკა, 2005“ „–“ „–“ გამოკვლევის ჩატარებიდან ორ თვეში 16. სტატისტიკური პუბლიკაცია ,,საქართველოს სოფლის მეურნეობა, 2005“ „–“ წლიური სტატისტიკის დეპარტამენტი ივნისი 17. სტატისტიკური ბიულეტენი „სასურსათო უზრუნველყოფის მდგომარეობა“ „–“ კვარტალური „–“ კვარტალის დასრულებიდან 90-ე დღეს 18. სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა, 2005“ „–“ წლიური `„–“ სექტემბერი 19. სტატისტიკური პუბლიკაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსები, 2005“ „–“ წლიური „–“ მარტი 20. სტატისტიკური პუბლიკაცია „განათლება, მეცნიერება და კულტურა საქართველოში, 2005“ „–“ წლიური „–“ სექტემბერი 1) ევროკავშირის პროგრამა TACIS-ის თანადაფინანსებით. ​1 ევროკავშირის პოგრამა TACIS-ის დაფინანსებით 1) ევროკავშირის პროგრამა TACIS-ის თანადაფინანსებით ​2 ევროკავშირის პროგრამა TACIS-ის თანადაფინასებით 1) ევროკავშირის პროგრამა TACIS-ის თანადაფინასებით.