„ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 13.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.10.003.000.464
გამოქვეყნების წყარო სსმ, 53, 17/04/2006
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2006 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №80
2006 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:
1. დამტკიცდეს ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დებულება ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
მუხლი 1🔗. დებულების მიზანი
„ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულება განსაზღვრავს ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიის (შემდგომში – ლიცენზია) გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო
ლიცენზიას გასცემს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 3🔗. ლიცენზიის გაცემის წესი
1. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.
2. აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 45 დღისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველია როგორც სააგენტოს გადაწყვეტილება, ისე მაძიებლის განცხადება, რომელსაც სააგენტო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე სააგენტო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა.
5. ლიცენზიის გამცემმა სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტისათვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები.
6. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს დადგენილ ყველა პირობას, შესთავაზებს და გადაიხდის ყველაზე მეტ ფასს.
მუხლი 4🔗. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები
1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ მოქმედი საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებითა და სააგენტოს მიერ ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.
3. აუქციონში მონაწილეობის თაობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა.
4. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მუხლი 5🔗. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე
1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ:
ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
ბ) წარადგინა ყალბი ან განზრახ არაზუსტი ინფორმაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში.
2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
მუხლი 6🔗. საწყისი ფასი
აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს სააგენტო.
მუხლი 7🔗. დამატებითი სალიცენზიო პირობები
1. დამატებითი სალიცენზიო პირობები ლიცენზიის მაძიებლისათვის დგინდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით.
2. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის გამცემ ორგანოს დამატებით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია განმცხადებლის მფლობელისა და მმართველი პერსონალის შესახებ.
მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულება
1. ნავთობისა და გაზის ოპერაციების უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დებულების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. იმ შეჩერებულ ლიცენზიებთან დაკავშირებული პროცედურები, რომლებიც გაიცა ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა განხორციელდეს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
3. ნავთობისა და გაზის მოპოვების სალიცენზიო მოწმობის ფორმა და გაცემის წესი მტკიცდება სააგენტოს უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.