„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ოქტომბრის №455 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№103
სარეგისტრაციო კოდი
330.030.000.08.002.003.831
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 15, 06/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №103

2006 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ოქტომბრის №455 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რეალიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ოქტომბრის №455 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №97, მუხ. 828) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ ხელშეკრულების VI მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს ზემოხსენებული ხელშეკრულების პირობების დაცვისა და შესრულების ხელშეწყობის მიზნით „სამეთვალყურეო კომისიის“ შექმნას და ამ კომისიაში ყოველი მონაწილე ქვეყნის მხრიდან ორი წარმომადგენლის დანიშვნას, დაინიშნონ: ნიკოლოზ ვაშაკიძე და დავით ონიანი.“.

მ. სააკაშვილი