„სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 19.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.10.003.000.465
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56, 25/04/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,604 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 ნათლად არის ჩამოყალიბებული პრობლემის არსი, მიზანი და ამოცანები
2 აქვს მაღალი მეცნიერული და/ან პრაქტიკული (გამოყენებითი) ღირებულება
4 ნათლად არის ჩამოყალიბებული მოსალოდნელი შედეგები, მათი მიღწევისა და შეფასების მექანიზმები ამოცანათა შესრულების მიხედვით
5 პროექტის განხორციელება შემოთავაზებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში რეალისტურია
6 ნათლად არის აღწერილი პროექტის მიზნის მიღწევის ძირითადი სამეცნიერო-ტექნიკური მეთოდები, ხოლო არსებული და მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება რეალისტურია
შეფასების კრიტერიუმები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №81 2006 წლის 19 აპრილი  ქ. თბილისი სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ დებულებისა და საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლის მე-2 პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ თანდართული დებულება (დანართი №1). 2. დამტკიცდეს საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები (დანართი №2). 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი დანართი №1 დ ე ბ უ ლ ე ბ ა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სახელმწიფო სამეცნიერო გრატი (შემდგომში – გრანტი), როგორც მეცნიერების დაფინანსების ერთ-ერთი საშუალება, არის მეცნიერების წარმატებული რეფორმის განხორციელების ძირითადი მექანიზმი, რომელიც ქმნის კონკურენტუნარიან გარემოს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და გაძლიერებისათვის. 2. ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მისაღებად პროექტების კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების შესრულების კონტროლის წესს.     მუხლი 2🔗. გრანტის მიზანი და ამოცანები გრანტის მიზანია ღია კონკურსის გზით, დამოუკიდებელ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა შეფასების საფუძელზე შერჩეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიერ დამტკიცებული სამეცნიერო კვლევების ფინანსური უზრუნველყოფა.     მუხლი 3🔗. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა 1. გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი. 2. ფონდი უზრუნველყოფს: ა) საგრანტო კონკურსების გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საგრანტო განაცხადისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას; გ) პროექტის მომზადებისა და კონკურსის პირობების გაცნობის მიზნით სემინარების მოწყობას; დ) პროექტების შეფასებას შესაბამისი დარგის ექსპერტთა მეშვეობით; ე) ექსპერტებისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენასა და დამტკიცებას; ვ) გამარჯვებული საგრანტო პროექტების დაფინანსებას და მათი შესრულების კონტროლს დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. გრანტით დაფინანსების ძირითადი პრინციპები 1. დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტზე გასაცემი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს, ხოლო წელიწადში – 50 000 ლარს. საგრანტო პროექტების საგრანტო დაფინანსება ხორციელდება მეცნიერების კონკრეტული მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი დაფინანსების მოცულობის ფარგლებში. 2. ფონდი დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით: ა) ქართველოლოგიური მეცნიერებები; ბ) ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები; გ) მათემატიკა, მექანიკა, ტელეკომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები; დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ე) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო; ვ) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები; ზ) საინჟინრო მეცნიერებები, მაღალტექნოლოგიური მასალები; თ) აგრარული მეცნიერებები. 3. საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს. 4. საგრანტო კონკურსები შეიძლება გამოცხადდეს შემდეგი პირებისათვის: ა) საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის; ბ) ფიზიკური პირებისათვის (დოქტორანტი, მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირები, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების პირები). 5. გრანტის ფარგლებში დაფინანსების მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, აგრეთვე საქართველოს რეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. 6. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება პროექტის წარმდგენ იურიდიულ პირს/პირებს, აგრეთვე ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს, მათ შორის, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება, რომლის ღირებულება აღემატება ფონდის მიერ განსაზღვრულ ოდენობას, უნდა დარჩეს საქართველოში. საგრანტო პროექტის მიზნებისათვის შესაძლებელია მისი დროებით გატანა საზღვარგარეთ. 7. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში მონაწილეობას იღებს რამდენიმე ორგანიზაცია, ერთი მათგანი წარმოადგენს წამყვან, ხოლო დანარჩენი – თანამონაწილე ორგანიზაციებს. 8. საგრანტო პროექტის მონაწილე ფიზიკური პირი არის ძირითადი ან დამხმარე პერსონალი. ძირითადი პერსონალი ასრულებს პროექტით გათვალისწინებულ კონკრეტულ სამეცნიერო სამუშაოს, ხოლო დამხმარე პერსონალი ემსახურება ძირითად პერსონალს პერიოდულად წამოჭრილი ტექნიკური პრობლემების გადაჭრაში. 9. ძირითად პერსონალს შეიძლება მიეკუთვნებოდნენ: მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობების პირი. ძირითადი პერსონალის წარმომადგენელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სულ ბევრი ორ, ხოლო თუ იგი მაგისტრანტი ან დოქტორანტია – მხოლოდ ერთ საგრანტო პროექტში. 10. მთავრობის მიერ განსაზღვრული მიმართულებისათვის დადგენილი თანხიდან მიმართულების ნაშთის სხვა მიმართულებაში გადანაწილების უფლება აქვს ფონდს. ნაშთი არის მიმართულებისათვის გამოყოფილი თანხის ის ნაწილი, რომელიც: ა) რჩება მიმართულებაში ყველა დამტკიცებული პროექტის დაფინანსების შემდეგ; ბ) თანხის განაწილების შემდეგ სრულად ვერ ფარავს შესაბამის მაღალქულიან პროექტს. 11. ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად ფონდი არ აფინანსებს საგრანტო პროექტებს, რომლებიც ვერ მოიპოვებენ 40 ქულაზე მეტს.     მუხლი 5🔗. საგრანტო კონკურსის ეტაპები და პირობები 1. საგრანტო კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) პროექტების მომზადება და ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარდგენა; ბ) პროექტების შეფასება ფონდის მიერ დამოუკიდებელ ექსპერტთა მეშვეობით; გ) დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შერჩეული პროექტების ფონდის სამეცნიერო საბჭოში წარდგენა; დ) ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ დასაფინანსებლად წარდგენილი პროექტების დამტკიცება; ე) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ხელმძღვანელებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება. 2. თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ან პროექტის განხორციელებისას გაირკვევა, რომ პროექტის მონაწილეებს იმავე პროექტზე დაფინანსება მიღებული აქვთ სხვა წყაროებიდან, ფონდი არ აფორმებს ან წყვეტს დადებულ საგრანტო ხელშეკრულებას.     მუხლი 6🔗. ფონდში საგრანტო პროექტის საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვის პროცესი და შეფასება 1. პროექტის შეფასებას ახორციელებს ფონდი. 2. ფონდი უზრუნველყოფს პროექტის შესაფასებლად კომპეტენტური და დამოუკიდებელი ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების შერჩევას. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს სულ ცოტა ორმა ექსპერტმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. 3. ექსპერტები აფასებენ პროექტებს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. შეფასების შედეგი წარედგინება ფონდს მის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად. ექსპერტთა შეფასებების საფუძველზე ფონდი ავლენს უმაღლესი ქულების მქონე პროექტებს სამეცნიერო მიმართულებათა მიხედვით და ახორციელებს მათ დაფინანსებას. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ფონდი პროექტების მიერ მიღებული ქულების რანჟირების შესაბამისად. პროექტის ქულების რანჟირების წესს მიმართულებათა მიხედვით ადგენს ფონდი. 4. ფონდის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცების შემდეგ, მოთხოვნის შემთხვევაში, ფონდი უზრუნველყოფს ექსპერტთა დასკვნების გაცნობას ექსპერტთა ვინაობის გამხელის გარეშე. 5. ექსპერტის მიერ დადგენილ ვადაში დასკვნის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ფონდი გადაწყვეტილებას იღებს სხვა ექსპერტთა შეფასების საფუძველზე. 6. საგრანტო პროექტის შეფასებისას ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული წესის დარღვევის შემთხვევაში საგრანტო პროექტი საჭიროებს ხელახალ განხილვას.     მუხლი 7🔗. საგრანტო პროექტის განხილვაში, შეფასებასა და დამტკიცებაში მონაწილეობის დაუშვებლობა 1. ფონდის სამეცნიერო საბჭოს წევრს არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მეცნიერების იმ მიმართულების ფარგლებში შემოსული პროექტების დამტკიცების პროცესში, რომელშიც თვითონ არის ხელმძღვანელი ან ერთ-ერთი მონაწილე. 2. დაუშვებელია ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის საგრანტო კონკურსის მონაწილე. 3. არ შეიძლება საგრანტო პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი ან იყოს ექსპერტი პირი, რომელიც: ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში; ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; ე) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან. 4. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 5. სამეცნიერო საბჭოს წევრი და ექსპერტი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.     მუხლი 8🔗. საგრანტო ხელშეკრულების პირობები 1. თუ საგრანტო პროექტი წარმოდგენილია იურიდიული პირის მიერ, ფონდი ხელშეკრულებას აფორმებს დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის მონაწილე ორგანიზაციების იურიდიული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ. 2. საგრანტო ხელშეკრულება ფორმდება ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად.     მუხლი 9🔗. საგრანტო პროექტების შესრულების კონტროლი, პროექტის დაფინანსების შეჩერება, შეწყვეტა და საგრანტო პროექტების საერთაშორისო შეფასება 1. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული საგრანტო პროექტების კონტროლს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და შინაარსობრივ კონტროლს. 2. პროექტზე მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმებს ადგენს ფონდი. 3. საგრანტო პროექტის დაფინანსება შეიძლება შეწყდეს ფონდის გადაწყვეტილებით ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ან პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივით. 4. პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფონდი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და შეწყვიტოს პროექტის საგრანტო დაფინანსება. დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში გადაწყვეტილებაში მიეთითება ის პირობები და ვადები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების განახლება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში – შეწყვეტა. 5. საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება გადაეცემა ფონდს საკუთრებაში. 6. ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტები შეიძლება დაექვემდებაროს საერთაშორისო შეფასებას. დანართი №2 საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები № შეფასების კრიტერიუმები ქულა 1 ნათლად არის ჩამოყალიბებული პრობლემის არსი, მიზანი და ამოცანები (0 - 14) 2 აქვს მაღალი მეცნიერული და/ან პრაქტიკული (გამოყენებითი) ღირებულება (0 - 24) 3 პროექტის ძირითად შემსრულებლებს აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება (ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, მათ შორის, ბოლო 5 წლის განმავლობაში პროექტის თემატიკაზე; საერთაშორისო კონგრესებში, სიმპოზიუმებში, კონფერენციებში, სემინარებში, საერთაშორისო და სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა და ა.შ.) (0 - 23) 4 ნათლად არის ჩამოყალიბებული მოსალოდნელი შედეგები, მათი მიღწევისა და შეფასების მექანიზმები ამოცანათა შესრულების მიხედვით (0 - 19) 5 პროექტის განხორციელება შემოთავაზებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში რეალისტურია (0 - 11) 6 ნათლად არის აღწერილი პროექტის მიზნის მიღწევის ძირითადი სამეცნიერო-ტექნიკური მეთოდები, ხოლო არსებული და მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება რეალისტურია (0 - 9)  სულ (0 - 100)