1. სამთავრობო დაწესებულების სამანდატო კომისია და ჯარების სახეობების სამანდატო კომისია იქმნება შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.

2. ბრიგადის (I რანგის გემის), ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის), ბატალიონის (III რანგის გემის) და ცალკეული ასეულის (IV რანგის გემის) სამანდატო კომისია იქმნება შესაბამისი ჯარების სახეობების ხელმძღვანელის (სარდლის) ბრძანებით.

3. შესაბამისი დაწესებულების სამანდატო კომისია დაქვემდებარების მიხედვით განიხილავს და ამ წესდების 224-ე მუხლის შესაბამისად, დისციპლინურ საქმეებს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელს.

4. ჯარების სახეობების სამანდატო კომისია დაქვემდებარების მიხედვით განიხილავს და ამ წესდების 224-ე მუხლის შესაბამისად დისციპლინურ საქმეებს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელს.

5. ბრიგადის (I რანგის გემის), ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის), ბატალიონის (III რანგის გემის) და ცალკეული ასეულის (IV რანგის გემის) სამანდატო კომისია დაქვემდებარების მიხედვით განიხილავს და ამ წესდების 224-ე მუხლის შესაბამისად დისციპლინურ საქმეებს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელს.

6. სამანდატო კომისიები, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობისა, განიხილავენ სამხედრო მოსამსახურეების საჩივრებსა და პატაკებს (განცხადებებს), დაქვემდებარების მიხედვი