1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირები, რომელთა სამსახურის პერიოდში მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის რაოდენობა აღემატება წახალისებათა რაოდენობას, სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში არ მიიღებიან სავალდებულო სამსახურის დასრულებიდან სამი წლის მანძილზე. საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მიღებული პირის სამსახურებრივი ბარათი ნადგურდება და იწარმოება ახალი სამსახურებრივი ბარათი.
2. საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფი ოფიცრები, რომელთა სამსახურის პერიოდში მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის რაოდენობა აღემატება წახალისებათა რაოდენობას, კადრის სამსახურში არ მიიღებიან. კადრის სამხედრო სამსახურში მიღებული ოფიცრის სამსახურებრივი ბარათი ნადგურდება და იწარმოება ახალი სამსახურებრივი ბარათი