,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ”
მიღების თარიღი 08.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.10.003.000.410
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 08/02/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.02.2006 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:45.1pt .75in 45.1pt 66.0pt;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №27
2006 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ
საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებულ შეთანხმებებში ასახული ზოგადი დებულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების წონა და გაბარიტები აღემატება მეორე მონაწილე მხარის ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ნორმებს, გადამზიდავმა უნდა მიიღოს სპეციალური ნებართვა ამ მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოებისაგან.
გარდა ამისა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ცალკეული პირები, საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გათავისუფლდეს გარკვეული ფორმების საბაჟო კონტროლისაგან, თუ ეს შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ა� ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად:
��� მუხლი 1🔗
ეს დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოვალეობებს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად.
��� მუხლი 2🔗
ამ დადგენილების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ,,დარღვევა� � სატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების (სატრანსპორტო საშუალების საერთო წონა, ღერძული დატვირთვა, ტვირთამწეობა, საგაბარიტო პარამეტრები) დარღვევა;
ბ) ,,კორექტირება� � სატრანსპორტო საშუალებათა საერთო წონის, ღერძული დატვირთვის, ტვირთამწეობის, საგაბარიტო პარამეტრების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, რაც მოიცავს:
ბ.ა) სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩამოცლას;
ბ.ბ) შემდგომ ტრანსპორტირებას/საქონლის დატვირთვა-გადანაწილებას;
ბ.გ) სატრანსპორტო საშუალებათა საგაბარიტო პარამეტრების კორექტირებას.
გ) ,,კორექტირების ადგილი� � დროებითი შენახვის ადგილი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მნიშვნელობით ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთა მიერ შერჩეული სხვა დაცული ადგილი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს სატრანსპორტო საშუალებათა კორექტირებისა და შენახვა/დაცვის პირობებს. კორექტირების ადგილას შესაძლე-ბელი უნდა იყოს კორექტირების ოპერაციების განხორციელება;
დ) ,,პუნქტი� � საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო გამშვები პუნქტი და საბაჟო საგუშაგო;
ე) ,,მოხელე� � პუნქტის უფლებამოსილი მოხელე;
ვ) ,,პოლიციელი� � შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
��� მუხლი 3🔗
პუნქტში სატრანსპორტო საშუალების შესვლისას მოხელე დეკლარაციის ან შსტ-ს გაფორმებამდე ადგენს და აქტში ასახავს:
ა) სატრანსპორტო საშუალების წონას. სატრანსპორტო საშუალების საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 44 ტონას;
ბ) ტვირთის წონის შესაბამისობას დამამზადებელი ქარხნის მიერ დადგენილ ტვირთამწეობის ზღვართან;
გ) ღერძულ დატვირთვას. თითოეულ ღერძზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 10 ტონას;
დ) სატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების შესაბამისობას ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ� საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ პარამეტრებთან.
��� მუხლი 4🔗
მე-3 მუხლში აღნიშნულ აწონვის აქტს ხელს აწერენ მძღოლი და მოხელე. მოხელე აქტს ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით. აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი პირი გადაეცემა სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მეორე კი რჩება პუნქტში, ხოლო სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აქტი დგება 3 ეგზემპლარად და მე-3 პირი გადაეცემა პოლიციელს.
��� მუხლი 5🔗
საქონლის დანიშნულების საბაჟო ორგანომდე გადაზიდვის მიზნით სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო კონტროლის შესაბამისი ღონიძიებები, თუ:
ა) აქტით არ არის დაფიქსირებული საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა; ან
ბ) დარღვევის შემთხვევაში წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაცია/შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციიდან და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.
��� მუხლი 6🔗
1. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში (გარდა მე-5 მუხლის ,,ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) მოხელე გამოიძახებს პოლიციელს, რომელიც აქტის საფუძველზე, კანონმდელობით დადგენილი წესით, ახორციელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას. პოლიციელის მიერ სახდელის დაკისრების შემთხვევაში მიიღება შემდეგი ზომები:
ა) გადამზიდავი კორექტირებაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის შედგენისთანავე იხდის ჯარიმას და უმოკლეს ვადაში ტოვებს საქართველოს ტერიტორიას შემოსვლის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით; ან
ბ) ადგილზევე ახდენს კორექტირებას და იხდის ჯარიმას ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; ან
გ) იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების მიმდინარეობამ ან/და სატრანსპორტო საშუალების დგომამ შეიძლება გამოიწვიოს საბაჟო გამშვები პუნქტის მუშაობის შეფერხება, სატრანსპორტო საშუალება პოლიციელისა და მოხელის ერთობლივი გადაწყვეტილებით გადაიყვანება მათ მიერ განსაზღვრულ კორექტირების ადგილას, მოხელის თანხლებით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობითი ოქმით, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
გ.ა) ოქმის შემდგენი თანამდებობის პირების სახელი და გვარი;
გ.ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
გ.გ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
გ.დ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტები;
გ.ე) ლუქის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ.ვ) მონაცემები მძღოლის/გადამზიდავის შესახებ;
გ.ზ) ინფორმაცია საქონლის შესახებ (ივსება თანმხლები დოკუმენტების მიხედვით);
გ.თ) დანიშნულების ადგილი;
გ.ი) თანამდებობის პირთა და მძღოლის ხელმოწერა;
გ.კ) შენიშვნები.
2. ოქმს უნდა დაერთოს შესაბამისი აწონვის აქტი.
3. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება (ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში � საბაჟო კონტროლიდან მოხსნა) უნდა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადამზიდავი საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ საბუთებთან ერთად წარმოადგენს ჯარიმის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე დადგენილების ასლს და კორექტირების აქტს.
��� მუხლი 7🔗
1. დარღვევის აღმოჩენისას, საბაჟო გამშვები პუნქტიდან, ხოლო მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში � კორექტირების ადგილიდან, სატრანსპორტო საშუალებით საქონლის შემდგომი გადაზიდვა ხორციელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით კორექტირების განხორციელების შემდეგ.
2. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გამოტანილია შსტ-ს ან ტრანზიტის დეკლარაციის შევსებამდე, შსტ-ის ფორმის ან ტრანზიტის დეკლარაციის უკანა მხარეზე კეთდება აღნიშვნა ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე (დადგენილების რეკვიზიტების მითითებით).
��� მუხლი 8🔗
კორექტირების ოპერაციები ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ხარჯით, საბაჟო ორგანოს კონტროლითა და მოხელის მეთვალყურეობით. მოხელე კორექტირების ოპერაციის აღრიცხვის მიზნით ადგენს კორექტირების აქტს, რომელშიც აისახება:
ა) აქტის შემდგენი თანამდებობის პირების სახელი და გვარი;
ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
გ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები;
დ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტები;
ე) ლუქის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) მონაცემები მძღოლის/გადამზიდავის შესახებ;
ზ) ინფორმაცია საქონლის შესახებ;
თ) დანიშნულების ადგილი;
ი) მონაცემი კორექტირებამდე;
კ) მონაცემი კორექტირების შემდეგ:
კ.ა) იმ სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელშიც გადაიტვირთა ჩამოცლილი ტვირთი;
კ.ბ) ღერძზე დატვირთვის კორექტირების შედეგები;
კ.გ) სხვა შედეგები;
ლ) თანამდებობის პირთა და მძღოლის ხელმოწერა;
მ) შენიშვნები.
2. კორექტირების შედეგები მოწმდება საკონტროლო აწონვა/აზომვით, რასაც კორექტირების აქტზე ხელმოწერით ადასტურებენ პოლიციელი და მოხელე.
��� მუხლი 9🔗
ქვეყნის შიდა სივრცეში სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ატყობინებს იმ რეგიონალურ საბაჟოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მოხდა დარღვევის გამოვლენა და უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანას რეგიონალურ საბაჟოსთან შეთანხმებულ კორექტირების ადგილამდე პოლიციელის თანხლებით. კორექტირების ადგილამდე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის თაობაზე დგება ოქმი ამ დადგენილების მე-6 მუხლის ,,გ� ქვეპუნქტით დადგენილი ფორმით. ამ მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოიყენება ამ დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8 მუხლები.
��� მუხლი 10🔗
სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც გააჩნია საპატრულო პოლიციისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარატამენტის რეკომენდაცია) საქართველო-დან გასვლისას, მოხელე შესაბამისი დეკლარაციის ან შსტ-ს დახურვამდე ადგენს და შესაბამის აქტში ასახავს ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონაცემებს. მოხელე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას.
��� მუხლი 11🔗
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ � საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოთხოვნიდან უმოკლეს ვადაში გაუწიოს შესაბამისი კონსულტაციები საბაჟო დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციას სატრანსპორტო საშუალებების პარამეტრებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის შეთანხმებისა და რეკომენდაციის მისაღებად ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი განცხადებით მიმართავს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. განცხადებას თან უნდა დაერთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტები. საავტომობილო გზების დეპარტამენტი დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში განცხადების წარმოდგენიდან 3 დღეში უზრუნველყოფს მითითებული შეთანხმებისა და რეკომენდაციის საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებას და საბაჟო დეპარტამენტისათვის გადაგზავნას.
��� მუხლი 12🔗
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ერთობლივ ღონისძიებათა ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი, საპატრულო პოლიცია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოყოფენ საკონტაქტო პირებს, რომელთა ფუნქციაა მითითებული უწყებების ერთობლივ ღონისძიებათა კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა.
��� მუხლი 13🔗
1. დადგენილება, გარდა მე-11 და მე-12 მუხლებისა, ამოქმედდეს 2006 წლის 20 თებერვლიდან.
2. დადგენილების მე-11 და მე-12 მუხლები ამოქმედდეს 2006 წლის 8 თებერვლიდან.
3. 2006 წლის 20 თებერვლამდე, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები გათავისუფლდეს საზღვარზე ამ დადგენილების მე-3 მუხლში მითითებული პარამეტრების კონტროლისაგან.
პრემიერ-მინისტრი���� ზ. ნოღაიდელი