„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3155
სარეგისტრაციო კოდი
130.040.000.05.001.002.271
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 01/06/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12(19), 1999 წელი, მუხ. 38) პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სადაზვერვო ქვედანაყოფები – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, ტერიტორიული წყლების, კონტინენტური შელფის დაცვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის სფეროში.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სადაზვერვო ქვედანაყოფები ქმნიან საქართველოს დაზვერვის სისტემას.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3155–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.05.2006.
როდის იქნა მიღებული „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3155. სარეგისტრაციო კოდი — 130.040.000.05.001.002.271.
სად არის „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3155, 25.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 130.040.000.05.001.002.271 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/976/