საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2006
ძალის დაკარგვა 14.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №216
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 37, 21/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №216
2006 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ,,ეფექტიანი მმართველობითი სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №637 განკარგულებით შექმნილი ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო მომსახურების, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის ფორმირებისა და რეფორმის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის თანდართული დებულება.
მ. სააკაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიისა (შემდგომში – სახელმწიფო კომისია) და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო მომსახურების, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის ფორმირებისა და რეფორმის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2. ცენტრი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.
3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
4. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, აბესაძის ქუჩა №9.
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები
ცენტრის მიზანია:
ა) სახელმწიფო კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფებისათვის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო მომსახურების გაწევა;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ, საკადრო და საინფორმაციო უზრუნველყოფის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების შემუშავება;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროცესის განხორციელების მიზნით საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, შესაბამის წინადადებათა შემუშავება და სახელმწიფო კომისიისათვის განსახილველად წარდგენა;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში გასატარებელი რეფორმების საჯაროობის უზრუნველყოფა, რეფორმის პროპაგანდის წარმართვა, საჯარო შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება და ჩატარება;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმების მონიტორინგი, სახელმწიფო კომისიისათვის მოხსენების წარდგენა რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 3🔗. ცენტრის ფუნქციები და საქმიანობის საგანი
დაკისრებული ამოცანებიდან გამომდინარე, ცენტრის ფუნქციებია:
ა) ორგანიზაციულად უზრუნველყოს სახელმწიფო კომისიისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების ჩატარება; აწარმოოს სახელმწიფო კომისიის სხდომის ოქმები; უზრუნველყოს სახელმწიფო კომისიის კორესპონდენციის რეგისტრაცია და დაგზავნა; ორგანიზაცია გაუწიოს პრესკონფერენციების ჩატარებას და სახელმწიფო კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
ბ) მოამზადოს და სახელმწიფო კომისიასა და კომისიის სამუშაო ჯგუფებს წარუდგინოს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტები, შესაბამისი წინადადებები, რეკომენდაციები და დასკვნები ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის პროცესის სტრატეგიისა და მისი ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის, მართვის სისტემის ოპტიმიზაციის, სახელმწიფოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის, ადგილობრივ საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში გასატარებელი ღონისძიებების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმის, საკადრო პოლიტიკის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და საინფორმაციო სისტემების ფორმირების საკითხებზე;
გ) ითანამშრომლოს საერთაშორისო, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან;
დ) სახელმწიფო კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობისა და თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთობები დაამყაროს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მასმედიასთან.
მუხლი 4🔗. ცენტრის მართვა
1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს ცენტრს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
ბ) ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას; უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ორგანიზაციას და მართვას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდსა და ხარჯთა ნუსხას;
დ) უზრუნველყოფს სახელმწიფო კომისიისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარეს;
ე) სახელმწიფო კომისიას წარუდგენს ანგარიშს ცენტრის საქმიანობის შესახებ;
ვ) სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს; დებს შრომით ხელშეკრულებებს, ანაწილებს ფუნქციებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, ამტკიცებს შინაგანაწესს;
ზ) თვალყურს ადევნებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას და ახორციელებს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
თ) შეიმუშავებს და სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანხმობით ამტკიცებს ცენტრის წლიურ სამუშაო გეგმას და ბიუჯეტს;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და სახელმწიფო კომისიის მიერ დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ცენტრის დირექტორის დავალებით ასრულებს ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.
4. ცენტრის საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 5🔗. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. დასახული მიზნების შესასრულებლად ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ქონება შეიძლება შეიქმნას:
ა) საკუთარი სახსრებით;
ბ) შემოწირულობებით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
3. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 8🔗. ლიკვიდაცია
ცენტრის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.
მუხლი 9🔗. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.