„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 08.04.2006
ძალაში შესვლა 01.11.2006
ძალის დაკარგვა 06.07.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №255
სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 10/04/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,099 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2006 მიღება
01.11.2006 ძალაში შესვლა
06.07.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №255 2006 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლების დაცვის გარანტიების შექმნის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და „აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის №124 ბრძანებულების შესაბამისად: 1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის თანდართული წესი. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე) 2006 წლის პირველ სექტემბრამდე უზრუნველყოს: ა) წინასწარი რეგისტრაციის შესახებ სარეგისტრაციო განცხადების მიღების ბარათის ფორმის დამტკიცება; ბ) საჯარო რეესტრიდან წინასწარი რეგისტრაციის შესახებ ამონაწერის ფორმის დამტკიცება; გ) წინასწარი რეგისტრაციის დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობის ფორმის დამტკიცება. 3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ. ხევიაშვილი) 2006 წლის პირველ ოქტომბრამდე უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების თაობაზე აეროფოტო გადაღებით მიღებული მონაცემების მიწოდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის. 4. ეს ბრძანებულება, გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2006 წლის პირველი ნოემბრიდან. 5. ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესი     მუხლი 1🔗. 1. ეს წესი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციისათვის განსახორციელებელ პროცედურებს ამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით. 2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების წინასწარ რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) შესაბამისი სარეგისტრაციო სამსახური. 3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წინასწარი რეგისტრაციის განხორციელებისას უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ნივთების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვასა და გაცემას, მონაცემთა სისტემატიზაციას, უსაფრთხო შენახვას, უძრავი ნივთის საკადასტრო/სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზის შექმნასა და მის განახლებას, ასევე, კანონით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.     მუხლი 2🔗. 1. წინასწარი რეგისტრაცია არის სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის და/ან აღწერის შეტანა რეგისტრაციას დაქვემდებარებულ უფლებათა შემდგომში წარმოშობის მიზნით. სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის შეტანით ხდება უფლების წინასწარი აღიარება სახელმწიფოს მიერ. 2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაცია ხორციელდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.     მუხლი 3🔗. უძრავ ნივთზე არსებული დოკუმენტაცია წარედგინება საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება აღნიშნული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის შესახებ.     მუხლი 4🔗. 1. სარეგისტრაციო წარმოება მოიცავს წინასწარი რეგისტრაციის პროცესს, კერძოდ, სარეგისტრაციო განცხადების მიღებას, სააღრიცხვო ბარათის შევსებას, ყველა იმ მოქმედების შესრულებას, რაც აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის სრულყოფილად განხორციელებისათვის. 2. უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაცია იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი და რეგისტრაციის ადგილი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი და მარეგისტრირებელი ორგანო); ბ) განმცხადებლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართს; გ) უძრავი ქონების მისამართს. 3. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარმოადგინოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული სააღრიცხვო მოწმობა და საკადასტრო გეგმა, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი ერთ-ერთი საბუთი, კერძოდ: ა) საბინაო წიგნი; ბ) ნასყიდობის ხელშეკრულება; გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადება დასარეგისტრირებელი ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების მითითებით (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით); დ) სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება საკუთრების უფლება; ე) საცხოვრებელი სახლის (ბინის) მოქალაქისათვის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება; ვ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი სხვა საბუთი.     მუხლი 5🔗. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადების საფუძველზე, განცხადებასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის დამდგენი დოკუმენტი.     მუხლი 6🔗. სარეგისტრაციო სამსახურში იწარმოება განცხადებისა და უფლებების რეგისტრაციის წიგნი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შეიტანება მონაცემები განცხადებული მოთხოვნისა და შესრულებული სარეგისტრაციო ქმედების შესახებ.     მუხლი 7🔗. 1. თითოეულ უძრავ ნივთზე იხსნება ინდივიდუალური სააღრიცხვო ბარათი, რომელიც შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) უძრავი ნივთის საკადასტრო კოდს; ბ) ფართობს (დაუზუსტებელს); გ) მისამართს (ზონა, სექტორი, კვარტალი, მიწის ნაკვეთის ნომერი); დ) მიწის ნაკვეთის დანიშნულებას (სასოფლოსა-მეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო); ე) საკუთრების უფლების სახეს; ვ) მესაკუთრის (თანამესაკუთრეების) საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ზ) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და რეკვიზიტებს; თ) მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მონაცემებს. 2. წინასწარი რეგისტრაციის განხორციელებისას, უფლებამოსილ პირზე გაიცემა განცხადების მიღების ბარათი, რითაც დასტურდება სარეგისტრაციო წარმოების დაწყება.     მუხლი 8🔗. 1. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წინასწარ რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახური და გასცემს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან წინასწარი რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – წინასწარი რეგისტრაციის დამადასტურებელ სარეგისტრაციო მოწმობას. 2. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან წინასწარი რეგისტრაციის შესახებ წარმოადგენს წინასწარი რეგისტრაციის განხორციელების დამადასტურებელ საბუთს. 3. ამონაწერი წინასწარი რეგისტრაციის შესახებ შეიცავს გაცემის მომენტისათვის სააღრიცხვო ბარათში უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემებს. 4. წინასწარი რეგისტრაციის დამადასტურებელი სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაციის თაობაზე გაცემულ ძირითად იურიდიულ დოკუმენტს. 5. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მიწოდებული აეროფოტო გადაღებით მიღებული მონაცემების არსებობის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახური დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე წინასწარი რეგისტრაციის შესახებ ამონაწერთან ერთად გასცემს საკადასტრო გეგმას.     მუხლი 9🔗. სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ერთი თვის განმავლობაში. რეგისტრაცია ხორციელდება საფასურის გარეშე.     მუხლი 10🔗. 1. სააღრიცხვო ბარათში ფართობის შესახებ დაუზუსტებელი მონაცემების შეტანის შემთხვევაში მონაცემთა დაზუსტება მოხდება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. 2. საჯარო რეესტრში უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაცია წარმოადგენს აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველს, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. 3. დაუშვებელია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების გასხვისება ან მის მიმართ რაიმე სხვა სახის გარიგების განხორციელება ამ უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციამდე.