,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №40
2006 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №33, მუხლი 330) დამტკიცებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი:
,,5. სააგენტო უფლებამოსილია, აგრეთვე უარი განაცხადოს მაძიებლის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახს მათივე მოთხოვნით შეუწყდა ბაზაში რეგისტრაცია და ამ მოთხოვნიდან გასული არ არის ერთი წელი.”.
ბ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სააგენტო უფლებამოსილია, მიღებული ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას ან მის მიერ წარმოდგენილი მონაცემების სიყალბეს, მიიღოს გადაწყვეტილება სარეიტინგო ქულის დადგენილი წესით ცვლილების, ბაზაში რეგისტრაციის შეჩერების ან გაუქმების თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება დაინტერესებულ მხარეს. სარეიტინგო ქუ-ლის ცვლილება დასაშვებია სტიქიური უბედურების ან დაუძლეველი ძალის გამომწვევი სხვა მოვლენებით მიყენებული ზიანის ფარგლებშიც.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.02.2006.
- როდის იქნა მიღებული „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“?
- „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“ მიღებულია 23.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 280.120.000.10.003.000.423.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე”“, №40, 23.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.423 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9784/