„დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილისა და ა. კვიტაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №309
2006 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
დ. წიკლაურის, ი. თაქთაქიშვილისა და ა. კვიტაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით წიკლაურს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი თაქთაქიშვილს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრე კვიტაიშვილს უფლებამოსილება, რომ გამართონ მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი