„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №343
2006 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების მე-2 პუნქტში რიცხვი ,,177“ შეიცვალოს ,,147“-ით და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 147 ერთეულით.“.
2. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) პრესსამსახური;“.
3. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) კორესპონდენციის კოორდინაციის, ანალიზისა და საქმისწარმოების სამსახური;“.
4. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. პრესსამსახურის ფუნქციებია:
ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) საზოგადოების ინფორმირება საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.“.
5. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. კორესპონდენციის კოორდინაციის, ანალიზისა და საქმისწარმოების სამსახურის ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო) ორგანიზაცია;
ბ) ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
გ) საქმისწარმოების ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება;
დ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;
ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების რეესტრების წარმოება;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი განცხადებების განხილვა;
თ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილ განცხადებებსა და სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებულ პასუხებზე სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;
ი) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი განცხადებების განხილვის პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;
კ) ადმინისტრაციის არქივის წარმოება;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.06.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 02.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №343. სარეგისტრაციო კოდი — 010.210.040.08.002.003.
- სად არის „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.06.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №343, 02.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97996/