„საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 09.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №351
სარეგისტრაციო კოდი 320.010.010.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 78, 12/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 891 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №351 2006 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საფოსტო დარგის ფუნქციონირებისა და საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემა-გავრცელების უზრუნველყოფის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ“. მ. სააკაშვილი საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულება     მუხლი 1🔗. საერთო დებულებები 1. ეს დებულება ადგენს საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკა, მარკიანი კონვერტი, მარკიანი ღია ბარათი) გამოცემის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. 2. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების ფორმებს, ნომინალებს და ტირაჟს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. 3. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნები გამოიცემა მინისტრის ბრძანებით კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საფოსტო საწარმოები, რომლებიც მომხმარებელთა მომსახურებას აწარმოებენ ფოსტის საშუალებებით (საკურიერო საწარმოთა გარდა), გამავალ საფოსტო გზავნილებათა მიღებას ახორციელებენ მხოლოდ საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნით. 5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში იქმნება სათათბირო ორგანო – საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის კომისია (შემდეგში – კომისია), რომლის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის (შემდეგში – მინისტრი) ბრძანებით. 6. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. 7. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით.     მუხლი 2🔗. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნები 1. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნები მიმოქცევიდან ამოღებამდე გამოიყენება საფოსტო გზავნილებათა (წერილები, ღია ბარათები, ბანდეროლები) გაგზავნის ღირებულების ასანაზღაურებლად. 2. საფოსტო საგადახდო ნიშნები, რომელთა გამოყენება არ შეიძლება საფოსტო გზავნილებათა გადაგზავნის ღირებულების ასანაზღაურებლად, მიეკუთვნება საკოლექციო (ფილატელისტურ) კატეგორიას. ასეთებია: საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნები, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან, გაბათილებული და სხვა ქვეყნის მიერ გამოცემული საფოსტო საგადახდო ნიშნები. 3. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნები უნდა პასუხობდეს მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდების მოთხოვნებს. სიუჟეტში უნდა აისახოს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთა კულტურა და ისტორიული წარსული, მეცნიერებისა და კულტურის ყველა სფერო, ფლორა და ფაუნა, სპორტი, საშინაო და საგარეო პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოვლენები და სხვ. 4. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნებზე, თანახმად მსოფლიო საფოსტო კავშირის კონვენციისა, კეთდება შემდეგი წარწერები: ა) სახელმწიფოს დასახელება ორ ენაზე (ქართულად და ინგლისურად), ნომინალი, გამოშვების წელი; ბ) გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება საფოსტო მარკებზე არ იქნეს ნაჩვენები გამოშვების წელი, ხოლო ნომინალის ოდენობა ნაჩვენები იყოს სიტყვებით.     მუხლი 3🔗. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის ორგანიზაცია 1. კომისია განიხილავს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის თემატურ გეგმებს და საფოსტო საგადახდო ნიშნების ესკიზების პროექტებს. 2. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის თემატური გეგმის ფორმირებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნები არ შეიძლება ეძღვნებოდეს ცოცხალ პირებს; გამოჩენილი მოღვაწეების აღბეჭდვა საფოსტო საგადახდო ნიშნებზე შეიძლება დაბადებიდან 25-ის ჯერადი საიუბილეო თარიღის აღნიშვნით, მაგრამ არანაკლებ 10 წლის შემდეგ მათი გარდაცვალებიდან. 3. ისტორიული მნიშვნელობის მოვლენების, როგორიცაა: საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფოს ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქების და რაიონების, აგრეთვე წარმოებების, დაწესებულებებისა და სასწავლებლების ჩამოყალიბების იუბილეების ამსახველი საფოსტო საგადახდო ნიშნები გამოიცემა 50-ის ჯერადი თარიღის აღნიშვნით. 4. კომისიის გადაწყვეტილებით დასაშვებია არაგეგმური საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემაც. 5. მინისტრის მიერ თემატური გეგმის და საფოსტო საგადახდო ნიშნების ესკიზების პროექტების დამტკიცების შემდეგ საფოსტო საგადახდო ნიშნების ესკიზების დამზადებას და დაბეჭდვას უზრუნველყოფს საფოსტო საწარმო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. საფოსტო საგადახდო ნიშნების დაბეჭდვის შემდეგ საფოსტო საწარმო სამინისტროს წარუდგენს საფოსტო საგადახდო ნიშნების დამბეჭდავ საგამომცემლო კომპანიასა და საფოსტო საწარმოს შორის: ა) საფოსტო საგადახდო ნიშნების დაბეჭდვაზე დადებული ხელშეკრულების ერთ ეგზემპლარს; ბ) საფოსტო საგადახდო ნიშნების დაბეჭდვის შეკვეთის შესრულების შესახებ შედგენილი ერთობლივი აქტის ერთ ეგზემპლარს – შეკვეთის შესრულების თარიღის, საფოსტო საგადახდო ნიშნის დასახელების, გამოცემული ტირაჟის აღნიშვნით და გამოცემული საფოსტო საგადახდო ნიშნების ნიმუშით. 7. სამინისტროს საფოსტო საწარმოს მიერ ასევე უნდა წარედგინოს გამოცემული საფოსტო საგადახდო ნიშნების კლიშეს განადგურების შესახებ შედგენილი ერთობლივი აქტის ერთი ეგზემპლარი.     მუხლი 4🔗. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების ნომინალი და ტირაჟი 1. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოშვების ყოველწლიური თემატური გეგმით გათვალისწინებულ საფოსტო საგადახდო ნიშნების ტირაჟს და ნომინალს, საფოსტო საწარმოთა და კოლექციონერთა (ფილატელისტთა) მოთხოვნილებების გათვალისწინებით, კომისიის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს მინისტრი. ტირაჟის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს აგრეთვე მსოფლიო საფოსტო კავშირის ბიუროში გასაგზავნი საფოსტო საგადახდო ნიშნების 680 ეგზემპლარი. 2. ტარიფების შეცვლის შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებით ხდება საფოსტო მარკებზე წინაბეჭდების გაკეთება.     მუხლი 5🔗. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების მიმოქცევაში გაშვების და მიმოქცევიდან ამოღების წესი 1. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების მიმოქცევაში გაშვება და მიმოქცევიდან ამოღება ხდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით. 2. არავის არა აქვს უფლება მოახდინოს საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების რეალიზაცია ნომინალურ ღირებულებაზე დაბალ ფასად, გარდა საკოლექციო მარკებისა. 3. მიმოქცევიდან ამოღებული საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნები მიეკუთვნება საკოლექციო (ფილატელისტურ) კატეგორიას და არ გამოიყენება საფოსტო გზავნილებათა გადაგზავნის ღირებულების ასანაზღაურებლად.