„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ“
მიღების თარიღი 12.06.2006
ძალის დაკარგვა 27.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №352
სარეგისტრაციო კოდი 010.210.050.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 81, 15/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ივნისის №352 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 25.03.2014
- „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ივნისის №352 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 25.03.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ივნისის №352 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ივნისის №352 ბრძანებულება"
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.050.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №352
2006 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის შესახებ
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კონსტანტინე კემულარია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბადრი ბიწაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
კონსტანტინე კორკელია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;
მამუკა კუდავა – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
გიორგი მანჯგალაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
არჩილ ცაბუტაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის, თავდაცვისა და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი, კომისიის მდივანი.
2. კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი თარგამაძეს და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.
3. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის თანდართული დებულება.
მ. სააკაშვილი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის ხელშემწყობი დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის განხორციელებას.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანები და ფუნქციები
კომისიის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირებისა და აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის კუთხით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის წარსადგენად წინადადებების მომზადება;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა;
გ) საზღვრის დაცვის სფეროში არსებული ვითარების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) სახელმწიფო საზღვრის რეფორმის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი საერთაშორისო (ორმხრივი თუ მრავალმხრივი) დახმარების პროექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და საქართველოს პრეზიდენტისათვის შესაბამისი დასკვნების შემუშავება.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს, მოისმინოს და განიხილოს სახელმწიფო საზღვრის რეფორმის სფეროში მონაწილე უწყებათა ანგარიშები და მათი ანალიზის საფუძველზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის წარსადგენად შეიმუშაოს რეკომენდაციები და წინადადებები;
ბ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
გ) მოიწვიოს ექსპერტები საქართველოს საზღვრის დაცვის სისტემის რეფორმირების საკითხებთან დაკავშირებითი რეკომენდაციების შესამუშავებლად;
დ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის წარსადგენად შეიმუშაოს რეკომენდაციები შესაბამის სფეროში სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა საზღვარგარეთის ანალოგიური პროფილის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
2. კომისია ვალდებულია 6 თვეში ერთხელ თავისი საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.
მუხლი 4🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია
1. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგსა და საჭიროების შემთხვევაში შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები, ასევე იწვევს რიგგარეშე სხდომებს.
4. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.
6. კომისიის მდივანი ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებს და უგზავნის საოქმო ჩანაწერს კომისიის წევრებს; 10 დღით ადრე ატყობინებს კომისიის წევრებს სხდომის ჩატარების თარიღს და უგზავნის სხდომის დღის წესრიგს;
7. კომისიის ყველა წევრი უფლებამოსილია კომისიის თავმჯდომარეს სხდომის მოწვევამდე წერილობით წარუდგინოს დღის წესრიგში შესატან საკითხთა ნუსხა. გამონაკლის შემთხვევებში, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე,
კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,
დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
8. კომისიის თითოეულ წევრს გააჩნია თანაბარი უფლებები.
9. კომისიის სხდომები იმართება კვარტალში ერთხელ.
10. რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის ერთ-ერთი წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
11. კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. კომისიის წევრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება დაუშვებელია.
12. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას,
იგი ვალდებულია წინასწარ წერილობითი ფორმით აცნობოს თავმჯდომარეს. ამასთან, უფლებამოსილია წერილობით დააფიქსიროს თავისი პოზიცია დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან მიმართებაში.
13. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიური წესით დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
14. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
15. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი.
მუხლი 5🔗. კომისიის გაუქმება
კომისიის გაუქმება, აგრეთვე მის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.