„საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №318 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№373
სარეგისტრაციო კოდი
010.080.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 84, 23/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №373

2006 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №318 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 11 აგვისტოს №318 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №85, მუხ. 739) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობის ფარგლებში შეიმუშაოს და დაამტკიცოს პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა“;

ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით განხორციელებული საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა, აგრეთვე სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა“;

გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. პრეზიდენტის რწმუნებულის ერთ-ერთი მოადგილე პრეზიდენტის რწმუნებულის დავალებით უშუალოდ ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.

მ. სააკაშვილი