„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№394
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 30/06/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №394

2006 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოადგილე, რომელთაგან ერთი იმავდროულად არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.“;

ბ) მე-19 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;“;

გ) 22-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სასაზღვრო პოლიცია კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დაცვას, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას;“.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.06.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №394. სარეგისტრაციო კოდი — 140.010.000.08.002.004.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №394, 27.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98260/