„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 28.06.2006
ძალის დაკარგვა 01.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №399
სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 88, 30/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1. გვარი / Last name | სახელი / First name |
| 2. სხვა გვარები / Other names | 3. სქესი მამრობითი მდედრობითი Sex □ Male □ Female |
| 4. დაბადების თარიღი / Date of birth | 5. დაბადების ადგილი / Place of birth |
| 9. სამუშაო ადგილი / Employer | თანამდებობა / Position |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;}
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;}
h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;}
p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:bold;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; }
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar { }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in 45.0pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №399
2006 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. დამტკიცდეს დებულება ,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ (დანართი №
1).
2. დამტკიცდეს სავიზო განცხადება-ანკეტის ფორმა (დანართი №
2).
3. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.
მ. სააკაშვილი
დანართი №1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ
მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი
დებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ (შემდეგში – დებულება) აწესრიგებს საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესს და განსაზღვრავს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას, თუ მოქმედი კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2🔗. გამოყენებული ტერმინები
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის III კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირი, რომელსაც დოკუმენტურად არ უდასტურდება და/ან არ უდგინდება რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობისადმი კუთვნილება და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;
ბ) ვიზა – დადგენილი ფორმის აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს უცხოელის უფლებას შემოვიდეს და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გადაკვეთოს მისი ტერიტორია;
გ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება;
დ) ვიზის ყოფნის ვადა – საქართველოს ვიზაში აღნიშნული ვადა, რომლის განმავლობაშიც უცხოელს უფლება აქვს იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ყოფნის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვიზის მოქმედების ვადას, აითვლება უცხოელის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პირველად გადმოკვეთის დღიდან;
ე) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;
ვ) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი, მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;
ზ) ინსპექტირება სასაზღვრო გამტარ პუნქტში – უცხოელის შემოსვლისას და გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლი;
თ) მეორადი ინსპექტირება – უცხოელის მგზავრობისა და საზღვრის გადაკვეთის მიზეზების დეტალურად დადგენის მიზნით სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის ქვედანაყოფის მიერ ჩატარებული დამატებითი გასაუბრება;
ი) თანმხლები პირი – პირი (პირები), რომელიც უცხოელთან ერთად მოემგზავრება საქართველოში და/ან ჩაწერილია უცხოელის სამგზავრო დოკუმენტში;
კ) უცხოელის ნათესავი – უცხოელის მეუღლე, შვილი, მშობელი, შვილობილი, მშვილებელი, აგრეთვე უცხოელის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ მყოფი და/ან სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
ლ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;
მ) ტრანზიტი – საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით;
ნ) ვიზის ბლანკი – მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც გამოიყენება საქართველოს ვიზების გაფორმებისას;
ო) სავიზო განცხადება-ანკეტა – დადგენილი ფორმის განცხადება, რომელიც ივსება ვიზის მიღების მიზნით;
პ) სააკრედიტაციო ბარათი – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და/ან საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი;
ჟ) დიპლომატიური წარმომადგენლობები – „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები;
რ) საკონსულო დაწესებულება – „საქართველოს საკონსულო დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს საკონსულო დაწესებულებები;
ს) უცხოელის ოჯახის წევრი – უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მის კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო მშობელი და/ან შვილი, აგრეთვე უცხოელის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ მყოფი პირი;
ტ) ვიზის გამცემი ორგანო – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და/ან საკონსულო დაწესებულება, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (შემდეგში – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია);
უ) სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთებისა და სხვა ქონების სასაზღვრო კონტროლს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.
მუხლი 3🔗. საქართველოში შემოსვლის საფუძვლები
1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელები შემოდიან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან, თუ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი და საქართველოში ყოფნის ნებართვა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. საქართველოში ყოფნის ნებართვის სახეებია:
ა) საქართველოს ვიზა;
ბ) ბინადრობის ნებართვა.
3. საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს.
4. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები, მათ შორის, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეები საქართველოში სამუშაოდ პირველადი შემოსვლისათვის საჭიროებენ ვიზას. აკრედიტაციის პერიოდში ისინი ქვეყანაში იმყოფებიან და საზღვარს კვეთენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული სააკრედიტაციო ბარათის საფუძველზე.
5. საქართველოში სატრანზიტო გადაადგილებისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ:
ა) იმ საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთენ საქართველოს აეროპორტებში შუალედური დაჯდომის გარეშე, თუ არსებობს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა;
ბ) საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 72 საათს. ამასთანავე, მგზავრებს არ ააქვთ უფლება დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები.
6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის გამარტივებული რეჟიმი ან ამ დებულებით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული წესები.
მუხლი 4🔗. შეზღუდვები საქართველოს ვიზის გაცემაზე
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით დააწესოს გარკვეული შეზღუდვები საქართველოში შემომსვლელი ცალკეული კატეგორიის პირებისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებზე ვიზებისა და საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემის საკითხი წერილობითი ფორმით თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის და/ან საქართველოს ტერიტორიაზე პირის შემოშვების შესახებ.
მუხლი 5🔗. ვიზის გამცემი ორგანო
1. საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.
2. ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ვიზა/სამთვიანი შემოსვლის ნებართვა შეიძლება გასცეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.
მუხლი 6🔗. საქართველოს ვიზის კატეგორიები
1.
საქართველოს ვიზები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) დიპლომატიური;
ბ) სამსახურებრივი;
გ) ორდინალური;
დ) საცხოვრებელი.
2. დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური ვიზები შეიძლება გაიცეს საქართველოში ერთჯერადი, ორჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის/გასვლის უფლებით.
3. საცხოვრებელი ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოში ერთჯერადი შემოსვლის/გასვლის უფლებით.
4. საქართველოს ვიზის გაცემისას სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა, სულ ცოტა, 3 თვით უნდა აღემატებოდეს გასაცემი ვიზის მოქმედების ვადას.
მუხლი 7🔗. დიპლომატიური ვიზა
1. დიპლომატიური ვიზა გაიცემა, როგორც წესი, დიპლომატიურ პასპორტში:
ა) უცხო სახელმწიფოს, უცხო სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს და უცხო სახელმწიფოს მთავრობის მეთაურებზე, ოფიციალური დელეგაციის წევრებზე, ზემოაღნიშნული პირების თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მათ თანმხლებ სხვა პირებზე;
ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების დიპლომატიურ აგენტებსა და საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე;
დ) უცხოელ დიპლომატიურ კურიერებზე;
ე) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სპეციალური დიპლომატიური მისიით;
ვ) უცხოელ დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე დიპლომატიურ კურიერებზე, რომლებიც მიეზავრებიან მესამე ქვეყანაში და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ზ) საქართველოს საპატიო კონსულებზე;
თ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
2. თუ საქართველო არ ცნობს დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პირის დიპლომატიურ სტატუსს ან ეს პირი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს ორდინალური ან სამსახურებრივი ვიზა.
3. დიპლომატიური ვიზა გაიცემა 90 დღის ყოფნის ვადით. ამასთანავე, ვიზის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს.
4. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია დიპლომატიური ვიზა გაიცეს ერთ წლამდე ყოფნის ვადით.
მუხლი 8🔗. სამსახურებრივი ვიზა
1. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა, როგორც წესი, სამსახურებრივ პასპორტში:
ა) უცხო სახელმწიფოს დელეგაციათა წევრებზე, მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მათ თანმხლებ სხვა პირებზე;
ბ) უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულებების საკონსულო მოსამსახურეებსა და მოსამსახურე პერსონალის წარმომადგენლებზე, აგრეთვე ამ პირების ოჯახის წევრებზე;
გ) საქართველოში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე;
დ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ოფიციალური ვიზიტით;
ე) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მუშაობის მიზნით და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ვ) საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე;
ზ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
2. თუ საქართველო არ ცნობს სამსახურებრივი პასპორტის მფლობელი უცხოელის ოფიციალურ სტატუსს ან იგი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაიცეს ორდინალური ვიზა.
3. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა 90 დღის ყოფნის ვადით. ამასთანავე, ვიზის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს.
4. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია სამსახურებრივი ვიზა გაიცეს ერთ წლამდე ყოფნის ვადით.
მუხლი 9🔗. ორდინალური ვიზა
1. ორდინალური ვიზა გაიცემა:
ა) უცხოელებზე, რომლებიც შემოდიან საქართველოში საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიების, ფირმების წარმომადგენლებზე, კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
ბ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან საგანგებო სიტუაციათა ლიკვიდაციის მიზნით;
გ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სამეცნიერო სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა სახის სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
ე) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან რელიგიური მისიით ან სამუშაოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებში;
ვ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით ან საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებისათვის;
ზ) შემოქმედებითი კოლექტივებისა და სპორტული გუნდების ან ორგანიზაციების უცხოელ წევრებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
თ) საქართველოში ტურისტული მიზნით მომავალ უცხოელებზე;
ი) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან კერძო საქმეებზე, მკურნალობის მიზნით, ახლობლებისა და ნათესავების საფლავების მოსანახულებლად, აგრეთვე საქართველოში დაბადებულ ან გაზრდილ უცხოელებზე, რომლებიც მოემგზავრებიან საქართველოს მოსანახულებლად;
კ) უცხოელებზე, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს საქართველოში;
ლ) თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე;
მ) პირებზე, რომლებიც ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ნ) სხვა პირებზე, რომელთა საქართველოში ყოფნის ვადა არ აღემატება 90 დღეს.
2. ორდინალური ვიზა გაიცემა მოქმედების განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.
3. ორდინალური ვიზით დადგენილი საქართველოში ყოფნის ვადა მისი 6 თვით გაცემის შემთხვევაში არის 90 დღე, ხოლო ერთი წლის ვადით გაცემის შემთხვევაში – 180 დღე. ამასთანავე, თითოეული შემოსვლისას უწყვეტი ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.
4. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემთხვევაში უცხოელზე გაიცემა ერთჯერადი ან ორჯერადი ტიპის ორდინალური ვიზა ტრანზიტული მიზნებისათვის.
5. ტრანზიტული მიზნით მომავალ პირთათვის საქართველოში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ შემოსვლაზე 72 საათს.
მუხლი 10🔗. საცხოვრებელი ვიზა
1. საცხოვრებელი ვიზა გაიცემა საქართველოში შემოსვლისათვის უცხოელზე, რომელსაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და ნებართვის მოპოვებისას იმყოფება საზღვარგარეთ.
2. საცხოვრებელი ვიზა გაიცემა ერთი წლის მოქმედების ვადით.
3. საცხოვრებელი ვიზით გათვალისწინებული ყოფნის ვადა არის 180 დღე.
4. საცხოვრებელი ვიზა გაიცემა მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხმობით.
მუხლი 11🔗. მოსაკრებელი და ჯარიმები
1. საქართველოს ვიზის გაცემისათვის უცხოელები იხდიან საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში – სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო არ გასცემს უცხოელზე ვიზას და/ან საქართველოში შემოსვლის ნებართვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ჯარიმის გადახდისა და აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის გარეშე.
3. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხოელის მიერ ჯარიმის გადახდა შესაძლებელია საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.
4. თუ ობიექტური გარემოებების გამო ვერ ხერხდება უცხოელის მიერ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმის გადახდა საქართველოდან გასვლამდე, მას შესაბამისი სახელმწიფო უწყების პასუხისმგებელი პირი აწვდის ინფორმაციას იმ საბანკო ანგარიშების შესახებ, რომლებზეც უნდა ჩაირიცხოს აღნიშნული თანხა და იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 12🔗. სავიზო განცხადება-ანკეტა
1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ვიზის გამცემ ორგანოში ავსებს სავიზო განცხადება-ანკეტას (შემდეგში – სავიზო ანკეტა) ამ ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით.
2. სავიზო ანკეტა ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე (აუცილებლად ბეჭდური ლათინური ასოებით), ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შესაძლებელია შეივსოს აგრეთვე ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზეც.
3. სავიზო ანკეტა ივსება განმცხადებლის მიერ და სავიზო ანკეტაში შეტანილ მონაცემებს იგი ამოწმებს საკუთარი ხელმოწერით.
4. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს ავადმყოფობის, ფიზიკური მდგომარეობის გამო ან რაიმე სხვა მიზეზით არ შეუძლია სავიზო ანკეტის შევსება და მასში შეტანილი მონაცემების საკუთარი ხელმოწერით დამოწმება, სავიზო ანკეტას ავსებს და ამოწმებს ხელმოწერით მისი მეურვე ან თანმხლები პირი, რაზეც სავიზო ანკეტაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა ამ პირის ვინაობის შესახებ, მისი საპასპორტო მონაცემების მითითებით.
მუხლი 13🔗. საქართველოში უცხოელის მოწვევა და მოწვევის საკითხის განხილვა
1. მოწვევა არის საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.
2. უცხოელი საქართველოში შეიძლება მოიწვიოს 18 წლის ასაკს მიღწეულმა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელმა, ან საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა.
3. პირის მოწვევაში ასახული უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) მოსაწვევი პირის (პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების) მონაცემები – სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი, ნომერი და მოქმედების ვადა, საცხოვრებელი მისამართი ადგილსამყოფელ ქვეყანაში, მგზავრობის მიზანი, საქართველოში ყოფნის სავარაუდო ვადა;
ბ) მომწვევი პირის მონაცემები – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი, ნომერი და მოქმედების ვადა, საქართველოში საცხოვრებელი მისამართი (იურიდიული პირის შემთხვევაში – სარეგისტრაციო მონაცემები);
გ) მოსაწვევი პირის (პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების) განთავსებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მოსაწვევი პირის (პირების) სამშობლოში დასაბრუნებელი ხარჯების გაღების გარანტიები;
4. მოწვევას უნდა ჰქონდეს წერილობითი ფორმა.
5. მოწვევის წარდგენა დასაშვებია როგორც ორიგინალის, ისე მისი ასლის სახით.
6. მომწვევმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უცხოელის საქართველოში მოწვევა ვიზის საზღვარგარეთ გაცემის შემთხვევაში უნდა შეათანხმოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო ვიზის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოსაწვევი პირის ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე მაინც.
7. ამ მუხლის მეექვსე პუნქტით განსაზღვრული უწყებები უცხოელის საქართველოში მოსაწვევში მითითებული მონაცემების დადგენილი წესით შემოწმების შემდეგ გასცემენ წერილობით თანხმობას უცხოელის საქართველოში მოწვევაზე ან წერილობითი სახით უარს ეუბნებიან მომწვევ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ვიზის გაცემისათვის უფლებამოსილ ორგანოებს. მოწვევის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას მომწვევი პირის მიერ შესაბამისი ორგანოსათვის მიმართვის დღიდან.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უწყებები უფლებამოსილნი არიან უარი განაცხადონ უცხოელის საქართველოში მოწვევაზე, თუ:
ა) მომწვევი ფიზიკური პირი:
ა.ა) იწვევს პირს, რომლის მიმართ არსებობს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი მაინც;
ა.ბ) მსჯავრდებულია ან იძებნება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.გ) თავისი თავის ან მოსაწვევი პირის (პირების) შესახებ წარადგენს არასრულ ან ყალბ ცნობებს ან უარს აცხადებს მათ წარდგენაზე, ან ცდილობს თაღლითური გზით მოიპოვოს ნებართვა;
ა.დ) საჭიროების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მოსაწვევ პირს (პირებს) სათანადო საცხოვრებელი პირობებით ან ვერ გაიღებს მის (მათ) სამშობლოში დასაბრუნებელ ხარჯებს;
ბ) მომწვევი იურიდიული პირი:
ბ.ა) იწვევს პირს, რომელის მიმართ არსებობს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი მაინც;
ბ.ბ) არ არის რეგისტრირებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.გ) წარადგინა ყალბი, არასრული ან მცდარი მონაცემები თავისი საქმიანობის შესახებ.
9. საქართველოში უცხოელის მოწვევაზე უარის მიღების შემთხვევაში მომწვევმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეიძლება განმეორებით მიმართოს შესაბამის უწყებას უარის თქმის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ.
10. მოწვევის წარდგენა ვიზის მისაღებად ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის პირების მოწვევის შემთხვევაში სავალდებულოა.
მუხლი 14🔗. საქართველოს ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და განხილვის წესი
1. საქართველოს ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტებისა და მონაცემების საერთო ჩამონათვალი, აგრეთვე განხილვის ვადები განისაზღვრება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით.
2. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ ამ დებულების შესაბამისად ვიზის გაცემისას მოითხოვება პასპორტი ან მისი შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტი, სავიზო ანკეტა, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწვევა, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში – დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები. ასევე, გადაიხდევინება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი.
3. ამ დებულების შესაბამისად საზღვარგარეთ ვიზის გაცემისას მოითხოვება პასპორტი ან მისი შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტი, სავიზო ანკეტა, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწვევა, საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები.
4. აუცილებლობის შემთხვევაში ვიზის გამცემმა ორგანომ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან ვიზის მსურველი პირი მოიწვიოს გასაუბრებისათვის, რათა შემოწმდეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა;
ბ) განცხადება-ანკეტასა და წარმოდგენილ დოკუმენტებში აღნიშნული მონაცემების ნამდვილობა;
გ) ფინანსური სახსრების ლეგალურობა;
დ) მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და ხანგრძლივობა;
ე) უკან დაბრუნების გარანტიები.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად გამოითხოვოს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს სხვა სამთავრობო დაწესებულებებისაგან.
6. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისაგან ვიზის გაცემის თაობაზე დოკუმენტაცია იგზავნება საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში და, შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან ინფორმაცია მიეწოდებათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
7. ორდინალური ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.
8. საცხოვრებელი ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
9. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები გაცემული უნდა იქნეს, როგორც წესი, 7 დღის ვადაში.
10. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მომუშავე უცხოელი თანამშრომლებისათვის დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები, როგორც წესი, გაცემული უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში.
11. დოკუმენტაციის სრულყოფის, დოკუმენტაციის დამატებით შემოწმების ან სხვა აუცილებლობის შემთხვევებში ვიზის გაცემის ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს ვიზის გამცემი ორგანოს წარდგინების საფუძველზე არა უმეტეს ერთი თვისა.
მუხლი 15🔗. საქართველოს ვიზების გაცემა სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფებმა შეიძლება გასცენ ერთჯერადი ან ორჯერადი დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ორდინალური კატეგორიის ვიზა.
2. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები გასცემენ:
ა) დიპლომატიური ან სამსახურებრივი კატეგორიის ვიზას – საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი მიმართვის შემთხვევაში;
ბ) ორდინალური კატეგორიის ვიზას – ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით;
გ) ორდინალური კატეგორის ვიზას – ტრანზიტით მიმავალ მეზღვაურებზე, რომელთაც გააჩნიათ შესაბამის საზღვაო ხომალდზე მიწერილობა ან მიემგზავრებიან სამშობლოში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ დებულების მე-4 მუხლით დადგენილ წესებს.
3. სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს ვიზები გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ:
ა) არსებობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა და პირი აკმაყოფილებს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების პირველი პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული კატეგორიის პირი აკმაყოფილებს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და აქვს ამ დებულებით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირის მოწვევა ან მისი ასლი;
გ) პირი აკმაყოფილებს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, ამასთანავე, იგი არ არის ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული კატეგორიის პირი;
დ) პირი მოემგზავრება საქართველოში საქართველოს ნავსადგურებში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრის სტატუსით და თან აქვს შესაბამისი მიწერილობა, თუ საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით არ არის განსაზღვრული გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა.
4. სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს ვიზების გაცემისათვის პასუხისმგებელ პირებსა და მათ კომპეტენციას განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
მუხლი 16🔗. თანმხლები პირების ვიზაში შეტანა და ამოწერა
1. ვიზის გამცემი ორგანოს მიერ ყველა კატეგორიის ვიზაში შეიტანება ვიზის მფლობელის თანხმლებ იმ პირთა მონაცემები, რომლებიც მითითებულნი არიან მის სამგზავრო დოკუმენტში.
2. თუ ვიზის მფლობელის თანმხლები პირის მონაცემები არ იქნება შეტანილი პირველად ვიზაში, მაშინ ვიზის მფლობელის სამგზავრო დოკუმენტში დამატებით ფორმდება ვიზა მის თანმხლებ პირზე.
3. თუ თანმხლები პირი მითითებულია ერთი ან მეტი ვიზის მფლობელის სამგზავრო დოკუმენტში, მაშინ თანმხლები პირი შესაძლებელია მოთხოვნის საფუძველზე შეტანილ იქნეს თითოეული მათგანის ვიზაში.
4. თუ ვიზის მფლობელის თანმხლებ პირზე გაიცა სამგზავრო დოკუმენტი, მაშინ ვიზის გამცემი ორგანოს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დამატებით ვიზის გაფორმება თანმხლები პირის სამგზავრო დოკუმენტში ვიზის მფლობელის განცხადების საფუძველზე.
მუხლი 17🔗. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება
1. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დიპლომატიური და სამსახურებრივი კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომლისთვისაც გამოიყენება ამ დებულებით შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი ნორმები.
2. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია, თუ საქართველოში უცხოელის მგზავრობის მიზნის განხორციელებისათვის მის მიერ მიღებული ვიზის მოქმედების ვადა არ არის საკმარისი.
3. გადაწყვეტილება ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, როგორც წესი, მიიღება 7 დღის განმავლობაში.
4. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე.
მუხლი 18🔗. მოქმედი ვიზის გადატანა და აღდგენა
1. მოქმედი ვიზის გადატანა ხორციელდება, თუ ვიზის მფლობელზე გაიცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან თუ ვიზის მფლობელს გააჩნია რამდენიმე სამგზავრო დოკუმენტი.
2. მოქმედი ვიზის აღდგენა ხორციელდება, თუ ვიზის მფლობელმა დაკარგა სამგზავრო დოკუმენტი, რომელშიც გაფორმებული იყო ვიზა და წარმოადგინა ახალი სამგზავრო დოკუმენტი.
3. მოქმედი ვიზის გადატანა და აღდგენა ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
4. მოქმედი ვიზის გადატანის და აღდგენის თაობაზე განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ვიზის გადატანის და აღდგენის საფუძვლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
მუხლი 19🔗. ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. უცხოელს საქართველოს ვიზის მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-14 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზების შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები ატარებენ უცხოელის მეორად ინსპექტირებას.
3. უცხოელის მიერ განმეორებითი განცხადება საქართველოს ვიზის მიღებაზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმიდან 1 (ერთი) თვის შემდეგ.
მუხლი 20🔗. ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტა
1.
ვიზის მოქმედების ვადა შეიძლება შეწყდეს:
ა) თუ გამოვლინდა საქართველოს ვიზის მოსაპოვებლად ყალბი ან ძალის არმქონე დოკუმენტების წარდგენის ფაქტი ან პირის მგზავრობის მიზანი არ შეესაბამება ამ პირის მიერ ვიზის მისაღებად გაცხადებულ მიზანს;
ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას;
გ) თუ აღარ არსებობს საფუძველი, რომლითაც პირმა მიიღო საცხოვრებელი ვიზა;
დ) საქართველოდან გაძევების შემთხვევაში;
ე) ვიზის ვადის გასვლის შემთხვევაში.
2. საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
3. საქართველოს ორდინალური და საცხოვრებელი ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
4. საქართველოს ვიზა ძალას კარგავს, თუ:
ა) უცხოელზე, რომელზედაც გაიცა მოცემული ვიზა, გაიცემა საქართველოს ახალი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას;
ბ) უცხოელმა, რომელზედაც გაიცა ვიზა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.
მუხლი 21🔗. ვიზის ბლანკის შევსების წესი
1. ვიზის ბლანკი არის ერთიანი ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, რომლის ფორმასაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
2. ვიზის ბლანკი ივსება ინგლისურ ენაზე, ამასთან, დასაშვებია განსაკუთრებული აღნიშვნების გრაფაში ჩანაწერის ქართულ ენაზე გაფორმება.
3. ვიზის ბლანკში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) ვიზის ტიპი (კატეგორია) – დიპლომატიური (DP), სამსახურებრივი (SRV), საცხოვრებელი (REZ) ან ორდინალური (ORD);
ბ) შემოსვლათა ოდენობა – მიეთითება ერთჯერადი – ONE, ორჯერადი – TWO ან მრავალჯერადი – MULT;
გ) ძალაშია – მიეთითება ვიზის მოქმედების ვადის დასაწყისი;
დ) მდე – მიეთითება ვიზის მოქმედების ვადის დასასრული;
ე) ყოფნის ვადა – მიეთითება ვიზის მფლობელის, ასევე ვიზაში ჩაწერილი თანმხლები პირების საქართველოში ყოფნის ვადა;
ვ) სახელი, გვარი – მიეთითება ვიზის მფლობელის სახელი და გვარი;
ზ) პასპორტის ნომერი – მიეთითება ვიზის მფლობელის პასპორტის, ან სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;
თ) მოსაკრებელი – ვიზის მფლობელის მიერ გადახდილი მოსაკრებელი (თუ ვიზის მფლობელის თანმხლები პირები არიან სრულწლოვნები, მაშინ ვიზაში იწერება ერთიანი თანხა);
ი) გაცემის ადგილი და თარიღი – მიეთითება ვიზის გაცემის ადგილი და თარიღი;
კ) ხელმოწერა – ვიზის გამცემი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ლ) აღნიშვნები – ვიზის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული ინფორმაცია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ.: ვიზის ბლანკის შევსებისას დაშვებული შეცდომის გასწორება, შევსებული ქართულ და/ან ინგლისურ ენებზე, დამატებით დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და სავიზო ბეჭდით ან ინფორმაცია ვიზის მფლობელის თანმხლები პირების ვიზიდან ამოწერის შესახებ, მოქმედი ვიზის აღდგენის ან გადატანის შემთხვევაში და ა.შ.).
4. ვიზის ბლანკი მოწმდება საქართველოს გერბიანი ბეჭდით ისე, რომ ანაბეჭდის ნაწილი გადავიდეს სამგზავრო დოკუმენტის გვერდზე.
დანართი №
2
სავიზო განცხადება-ანკეტის ფორმა
საქართველო/GEORGIA
სავიზო ანკეტა/VISA APPLICATION
ფოტო
PHOTO
1. გვარი / Last name
სახელი / First name
2. სხვა გვარები / Other names
3. სქესი მამრობითი მდედრობითი
Sex □ Male □ Female
4. დაბადების თარიღი / Date of birth
5. დაბადების ადგილი / Place of birth
მოქალაქეობა / Citizenship
(ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში მიუთითეთ ორივე)
(in case of dual citizenship please indicate both)
6. პასპორტის ნომერი / Passport number
7. პასპორტის ტიპი / Type of passport
□ ა) დიპლომატიური / Diplomatic
□ ბ) სამსახურებრივი / Service
□ გ) ორდინალური / Ordinary
□ დ) სამგზავრო დოკუმენტი /Travel Document
8. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი
Permanent address
9. სამუშაო ადგილი / Employer
თანამდებობა / Position
10. მეუღლე, არასრულწლოვანი ბავშვები / Spouse children under 18 years of age
გვარი/ სახელი/ დაბადების თარიღი/ მოქალაქეობა/ ნათესაური კავშირი/
Last Name First Name Date of Birth Citizenship Relationship to applicant
11. საქართველოში მომწვევი ორგანიზაციის ან კერძო პირის სახელი, გვარი, მისამართი და ტელ.: / Name, address and telephone of the inviting organization or person
12. თქვენი მისამართი საქართველოში ყოფნის პერიოდში / Your address during your stay in Georgia
13. ყოფილხართ თუ არა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში რომელიმე ქვეყანაში?/ Have you ever been convicted of criminal offence in any country? □ კი / Yes □ არა/No
14. საქართველოში მგზავრობის მიზანი /Purpose of your visit to Georgia
ა) ოფიციალური ბ) საქმიანი გ) კერძო
□ Official □ Business □ Private
დ) ტურისტული ე) სხვა
□ Tourism □ Other
15. პასპორტის მოქმედების ვადა / Passport valid until
16. საქართველოში ყოფნის სავარაუდო ვადა /
Length of intended stay in Georgia
ა) დღე ბ) თვე გ) წელი
Day(s) month(s) year(s)
17. შესვლის თარიღი /Date of entry
18. გასვლის თარიღი / Date of departure
19. შესვლა-გასვლის ოდენობა/ ა) ერთი ბ) ორი გ) მრავალჯერადი
Number of entries □ one □ two □ multiple
ვაცხადებ, რომ ამ ანკეტაში მითითებული მონაცემები სწორია
I declare that the information provided in this application form is correct
თარიღი პირადი ხელმოწერა
Date Personal signature