„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 28.06.2006
ძალის დაკარგვა 01.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №400
სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 88, 30/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი 01.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in .75in 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №400
2006 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
„
საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
1. „
უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება „
საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის წესის შესახებ“.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) ორ კვირაში უზრუნველყოს „
უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „
ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ დავალებათა ნუსხის განსაზღვრა.
მ. სააკაშვილი
საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
1. ეს დებულება განსაზღვრავს უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების წესსა და პირობებს.
2. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „
უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
3. უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხს იხილავს და წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი).
4. ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრულ იუსტიციის სამინისტროს სხვა უფლებამოსილ ორგანოს.
5. ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ნუსხას ადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფროსი.
6. თუ უცხოელი იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადება შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.
7. ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
8. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები უცხოელის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას დეპარტამენტს განსახილველად გადაუგზავნიან მიღებიდან სამ დღეში ფოსტით, ამასთანავე, ნებისმიერი ელექტრონული საშუალებით, რის საფუძველზეც დეპარტამენტს შეუძლია წინასწარ განიხილოს საკითხი.
9. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები დაინტერესებულ პირს განუმარტავენ განცხადების შეტანისა და განხილვის წესს.
10. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ორივე მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობა.
11. საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე ნათარგმნი, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით.
12. დეპარტამენტი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს. უცხოელს ასევე შეუძლია დეპარტამენტში საკითხის განხილვის პროცესში თავისი ინიციატივით წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტები.
13. უცხოელი, რომელიც მიიღებს ბინადრობის ნებართვას, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოში – ნებართვის მიღებიდან ერთ თვეში გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.
მუხლი 2🔗. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პირობები
დროებითი ბინადრობის ნებართვა არა უმეტეს 6 წლით შეიძლება მიეცეს საქართველოში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩენის მსურველ იმ უცხოელს, რომელიც:
ა) საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას (მათ შორის თავისუფალი პროფესიის ადამიანს);
ბ) საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;
გ) მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;
დ) არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;
ე) იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;
ვ) არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილობილი, მშვილებელი, და, ძმა, პაპა ან ბებია.
მუხლი 3🔗. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთები
განცხადებას დროებითი ბინადრობის მოპოვების თაობაზე უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-
დამღა ან სხვ.);
გ) ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელი საბუთი:
გ.ა) მე-2 მუხლის „
ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოში მუშაობის დამადასტურებელი საბუთი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თავისუფალი პროფესიის ადამიანებისათვის ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანხის ბრუნვას, რაც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის „
დ“ ქვეპუნქტში მითითებულ რაოდენობას;
გ.ბ) მე-2 მუხლის „
ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს სამკურნალო დაწესებულების ცნობა იმის თაობაზე, რომ პირს ესაჭიროება მკურნალობა საქართველოში ან სასწავლო დაწესებულების ცნობა უცხოელის სასწავლებელში ჩარიცხვის ან სწავლის გაგრძელების თაობაზე (მკურნალობის ან სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით);
გ.გ) მე-2 მუხლის „
გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა;
გ.დ) მე-2 მუხლის „
დ“ და „
ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი ცნობა;
გ.ე) მე-2 მუხლის „
ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა); შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა;
დ) ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც ეკუთვნის უცხოელს და/ან მის ნათესავს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა ან აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომელიც, ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, თვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები, ხოლო ამ დებულების მე-2 მუხლის „
ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის – საქართველოში განსაზღვრულ საპენსიო მინიმუმზე ნაკლები;
ე) ჯანმრთელობის ცნობა (ეს ცნობა ესაჭიროება მხოლოდ 14 წელს გადაცილებულ პირს);
ვ) 2 ფოტოსურათი 3/4;
ზ) სახელმწიფო ბაჟის ან საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მუხლი 4🔗. დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადები, ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობები
1. დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, მაგრამ არანაკლებ 6 თვისა და არა უმეტეს 6 წლისა. ვადის ათვლა იწყება ნებართვის გაცემის დღიდან.
2. დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა არა უმეტეს ერთი წლით, მისი გაგრძელება შეიძლება პირველად არა უმეტეს 2 წლით, ხოლო მეორედ – არა უმეტეს 3 წლით.
3. ნებართვის ვადის შეწყვეტა ავტომატურად ხდება მისი ვადის ამოწურვისას. დეპარტამენტი ასევე უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უცხოელს დროებითი ბინადრობის ნებართვა, თუ:
ა) გამოვლინდა მის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მოსაპოვებლად ყალბი ან ძალის არმქონე დოკუმენტების წარმოდგენის ფაქტი;
ბ) ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს უშიშროებას;
გ) ვადამდე შეწყვიტა ურთიერთობები, რომლის საფუძველზეც ჰქონდა მოპოვებული დროებითი ბინადრობის ნებართვა;
დ) გამოვლინდა ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით მისი ფიქტიურ ქორწინებაში შესვლის ფაქტი;
ე) იგი გაძევებულ იქნა საქართველოდან.
4. თუ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებისათვის ცნობილი გახდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
5. ნებართვის გაგრძელება ხდება იმავე პირობების დაცვით, როგორც მისი მოპოვება. ამ შემთხვევაში უცხოელს არ მოეთხოვება ჯანმრთელობის ცნობა და ცნობა შემოსავლის შესახებ (თუ მანამდე წარმოდგენილ ცნობაში მითითებული შემოსავალი საკმარისია უცხოელის საქართველოში მომავალი ყოფნისთვისაც).
მუხლი 5🔗. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პირობები
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს:
ა) უცხოელს, რომელმაც კანონიერ საფუძველზე საქართველოში იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობაში მუშაობის პერიოდი;
ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;
გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებს და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.
მუხლი 6🔗. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთები
განცხადებას მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღდამღა ან სხვ.);
გ) ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელი საბუთი:
გ.ა) მე-5 მუხლის „
ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;
გ.ბ) მე-5 მუხლის „
ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა); შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.გ) მე-5 მუხლის „
გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა;
დ) ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც ეკუთვნის უცხოელს და/ან მის ნათესავს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა ან აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება და რომელიც თვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები, ხოლო ამ დებულების მე-5 მუხლის „
ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის – საქართველოში განსაზღვრულ საპენსიო მინიმუმზე ნაკლები; შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული ამ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხა;
ე) ჯანმრთელობის ცნობა (ეს ცნობა ესაჭიროება მხოლოდ 14 წელს გადაცილებულ პირს);
ვ) 2 ფოტოსურათი;
ზ) სახელმწიფო ბაჟის ან საკონსულო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
მუხლი 7🔗. ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი
1. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სათანადო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან 30 დღეს, ხოლო მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე განცხადების განხილვის ვადა – 3 თვეს.
2. უცხოელი ვალდებულია ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა საბუთი წარადგინოს განცხადებასთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპარტამენტი დოკუმენტაციის გადმომგზავნ ორგანოს ან უცხოელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.
3. დეპარტამენტი დადგენილ ვადაში ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მის შესაბამისობას ამ დებულებასა და საქართველოს კანონმდებლობასთან. ამ მიზნით, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, იგი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
4. უცხოელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე დეპარტამენტი გასცემს ბინადრობის ნებართვას ან გამოაქვს მოტივირებული დასკვნა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა ან დასკვნა ეგზავნება დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო დაწესებულებას ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.
6. უცხოელზე, რომელმაც მოიპოვა ბინადრობის ნებართვა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო გასცემს შესაბამის მოწმობას, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
7. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე, უფლება აქვს იმავე საფუძვლით განმეორებით შეიტანოს განცხადება, პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ, ხოლო მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში – 6 თვის შემდეგ.
მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები
1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სპეციალური ნებართვა არ ესაჭიროებათ და ამ დებულების მოთხოვნები არ ეხებათ შემდეგი კატეგორიის უცხოელებს:
ა) პირებს, რომლებიც 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მოქალაქეებად არ ჩაითვალნენ, თუ 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მოხსნილან საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;
ბ) პირებს, რომელთაც შეუწყდათ (მოქალაქეობიდან გასვლის ან მოქალაქეობის დაკარგვის ფორმით) საქართველოს მოქალაქეობა, თუ ისინი მუდმივად საცხოვრებლად რჩებიან საქართველოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები ბინადრობის მოწმობის მისაღებად მიმართავენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.