„საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №465 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№409
სარეგისტრაციო კოდი
110.080.000.08.002.004.025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 12/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №409

2006 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

„საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №465 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №465 ბრძანებულებით (სსმ III, 2000 წ., №101, მუხ. 849) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხვას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოს ლიკვიდაციიდან ან მოსამართლის თანამდებობის შემცირებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. მოსამართლეთა რეზერვიდან გამოყვანა

მოსამართლე რეზერვიდან გამოყვანილი იქნება, თუ:

ა) დაეკისრა სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

დ) მიაღწია 65 წლის ასაკს;

ე) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) რეზერვში ყოფნის პერიოდში ამოეწურა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა;

ზ) გარდაიცვალა;

თ) განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა რეზერვიდან მისი გამოყვანის შესახებ, თუ არ არსებობს ამ მუხლის „ა-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 541მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლისათვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების საკითხს იხილავს აგრეთვე ამავე კანონის 852 მუხლით გათვალისწინებული სამოსამართლო უფლებამოსილების დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას.

3. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დასაკისრებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხულთაგან კანდიდატის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება მოსამართლეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ა) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;

ბ) საქმიანი და მორალური რეპუტაცია;

გ) საკლასო ჩინი;

დ) სამეცნიერო ხარისხი.“;

დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები

მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 541მუხლის შესაბამისად სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე იღებს თანამდებობრივ სარგოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით, ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“.

 მ. სააკაშვილი