⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2014)
გაუქმებულია:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 14.07.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №424
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 95, 18/07/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,930 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.07.2006 მიღება
01.01.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 45.35pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №424 2006 წლის 14 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე ‚‚ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სისტემაში სამსახურის გავლის წესი ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს განეკუთვნებიან სასაზღვრო პოლიციის კადრებში ჩარიცხული პირები, რომელთაც ‚‚სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.     მუხლი 2🔗 სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის პრინციპები 1. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და დაქვემდებარების, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისათვის წახალისების, თანამშრომელთა საქმიანი კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები. 2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს აქვთ ფორმის ტანსაცმელი, რომლის ნიმუშები დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს აქვთ უფლება შეინახონ, ატარონ და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი დადგენილი წესის თანახმად.     მუხლი 3🔗. სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონი, ეს წესი და სხვა ნორმატიული აქტები.     მუხლი 4🔗. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები მოქმედი კანონმდებლობის, დადებული ფიცის, კონტრაქტისა და ამ დებულების შესაბამისად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და სარგებლობენ გარკვეული უფლებებით იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მათ აკისრიათ დაკავებული თანამდებობით. 2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს კანონი. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ხელმძღვანელობს კანონით. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. 4. აკრძალულია სასაზღვრო პოლიციის საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. იგი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონების მოთხოვნებით. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება სასაზღვრო პოლიციის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებისა და პროფესიული დონის ამაღლების მიზნით საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადებას სხვადასხვა თანამდებობების შესაბამისად ფუნქცია- მოვალეობების გათვალისწინებით. აგრეთვე მოსამსახურეთა კვალიფიკაციის, ფიზიკური მომზადების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესების ცოდნის პერიოდულ შემოწმებას. თავი II სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და გადაადგილება     მუხლი 6🔗. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურში მიღების წესი 1. სასაზღვრო პოლიციაში მისაღებ კანდიდატს უნდა გააჩნდეს დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი განათლება ან კვალიფიკაცია. 2. სასაზღვრო პოლიციაში მისაღები კანდიდატი ეცნობა დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ ფუნქცია- მოვალეობებს, რომელსაც ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 3. სასაზღვრო პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები, ფლობენ სახელმწიფო ენას. სასაზღვრო პოლიციაში 35 წელს გადაცილებული პირი შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით. იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ადრე დათხოვნილი იყვნენ სასაზღვრო პოლიციიდან და ახლად იწყებენ სამსახურს, ასაკობრივი შეზღუდვა განისაზღვრება ამ წესის 30-ე მუხლის მოთხოვნებით. 4. სასაზღვრო პოლიციის რიგით, უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე მიიღებიან საშუალო ან/და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები. 5. სასაზღვრო პოლიციის უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე ინიშნებიან უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები. 6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღება ფორმდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.     მუხლი 7🔗. შეზღუდვები სასაზღვრო პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციაში არ მიიღება: ა) ნასამართლევი პირი; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური და სხვა ქრონიკული სნეულებებით დაავადებული პირი; გ) პირი, რომელიც სასამართლო წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.     მუხლი 8🔗. სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვა სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეკრძალება სამეწარმეო და სხვა ანაზღაურებად საქმიანობაში მონაწილეობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.     მუხლი 9🔗. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება: ა) ზემდგომ თანამდებობაზე – სამსახურებრივი დაწინაურებით დასაწინაურებელ მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე; ბ) თანაბარ თანამდებობაზე – სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მოსამსახურეთა პირადი თვისებების, ცოდნის, მომზადებისა და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის; გ) დაბალ თანამდებობაზე; გ.ა) შტატების შემცირებისას; გ.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; გ.გ) პირადი თხოვნით; გ.დ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; გ.ე) დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველზე; გ.ვ) სპეციალური სწავლებების დამთავრების არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე. 2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მომიჯნავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით. მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებას საჭიროების შემთხვევაში წინ უნდა უძღოდეს მისი შესაბამისი სამსახურებრივი გადამზადება. 3. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ხორციელდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით. ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა. 4. ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამსახურე შეიძლება დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად 3 თვის გამოსაცდელი ვადით. 5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ან სასმართლო ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 6. სასაზღვრო პოლიციაში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელებისას, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში არ შედის დროებითი შრომისუუნარობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დრო.     მუხლი 10🔗. ატესტაცია 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ექვემდებარება ატესტაციას, რომლის მიზანია მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისებების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. ატესტაციის მოწყობის ვადებსა და წესს განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ტერიტორიულად სხვა ადგილზე სამსახურებრივი გადაადგილებისას სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი III სპეციალურ წოდებათა მინიჭება და ჩამორთმევა     მუხლი 12🔗. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდებები 1. სასაზღვრო პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) რიგითი შემადგენლობისათვის: უმცროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი/საზღვაო კაპრალი, უმცროსი სერჟანტი/უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი/მიჩმანი, უფროსი სერჟანტი/უფროსი მიჩმანი, მასტერ-სერჟანტი/მასტერ-მიჩმანი; ბ) ოფიცერთა შემადგენლობისათვის: საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი/კაპიტან-ლეიტენანტი; უფროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი/მესამე რანგის კაპიტანი, ვიცე-პოლკოვნიკი/მეორე რანგის კაპიტანი, პოლ-კოვნიკი/პირველი რანგის კაპიტანი; უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორი/ვიცე-ადმირალი, გენერალ-ლეიტენანტი/ ადმირალი.     მუხლი 13🔗. სპეციალური წოდების მინიჭება 1. სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. 2. რიგით და ოფიცერთა შემადგენლობას სპეციალურ წოდებებს (გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებებისა) ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. ოფიცერთა შემადგენლობას უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობისათვის მინიჭებული წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა ,,გადამდგარი” ან ,,თადარიგის” . 4. მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით. 5. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით . 6. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად. 7. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე. 8. პირველადი სპეციალური წოდების მისანიჭებლად და სასაზღვრო პოლიციის კადრებში ჩასარიცხად წარდგენა უნდა წარმოებდეს სამხედრო აღრიცხვიდან სხვა სპეციალური წოდებიდან მოხსნისა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალურ აღრიცხვაზე დაყენებისთანავე. 9. სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის წოდება, როგორც წესი, მიენიჭებათ პირებს, რომლებიც დანიშნულნი არიან ოფიცრის თანამდებობებზე. მორიგი სპეციალური წოდება ოფიცრებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში. 10. ომის პირობებში ოფიცერთა შემადგენლობისათვის წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები მცირდება 1 წლამდე და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.     მუხლი 14🔗. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილია ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები: „ოფიცერთა შემადგენლობისათვის: სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი სასაზღვრო პოლიციის ლეიტენანტი – 2 წელი სასაზღვრო პოლიციის უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი– 3 წელი სასაზღვრო პოლიციის მაიორი – 4 წელი სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი– 5 წელი სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი – 5 წელი.     მუხლი 15🔗. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება: ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით; ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის. 2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. 3. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭების წესსა და პირობებს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.     მუხლი 16🔗. სპეციალური წოდების ჩამორთმევა 1. სპეციალური წოდება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეიძლება ჩამოერთვას როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. 2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესსა და პირობებს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. 3. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით. თავი IV მოსამსახურის წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა     მუხლი 17🔗. სამსახურებრივი დისციპლინა სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ფიცის, სამსახურის ხელშეკრულების პირობების, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითებების, მისთვის დაკისრებული მოვალეობისა და უფლებამოსილების შესრულებას.     მუხლი 18🔗. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო; გ) მადლობის სიგელით დაჯილდოება; დ) სასაზღვრო პოლიციის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) ადრე დადებული დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა; ზ) სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება.     მუხლი 19🔗. საპატიო წოდების მინიჭება „საპატიო მესაზღვრის“ საპატიო წოდების მინიჭება ხდება დადგენილი წესის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ.     მუხლი 20🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობა სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ე) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ვ) სპეციალურ წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნა.     მუხლი 21🔗. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის გამოყენების წესი 1. წახალისება და დისციპლინური სახდელი გამოიყენება უშუალო და პირდაპირი უფროსის მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში. 2. დისციპლინური სახდელი პირს შეეფარდება სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. დისციპლინური სასჯელი ძალაში შედის დაუყოვნებლივ. 3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელის გამოყენება. 4. დისციპლინური სასჯელი სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ სახდელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ შეეფარდა ახალი სახდელი. ვადაზე ადრე დისციპლინური სახდელის მოხსნა ხდება წახალისების სახით მისი უშუალო უფროსის ან ზემდგომი უფროსის მიერ. თავი V სამსახურის გავლის პირობები     მუხლი 22🔗. შრომითი შინაგანაწესი სასაზღვრო პოლიციის შრომით შინაგანაწესს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 23🔗. სამუშაო დროის ხანგრძლივობა 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის დადგენილია ორმოცდაერთსაათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე. 2. სასაზღვრო პოლიციის თანამდებობათა ჩამონათვალს, რომლებისთვისაც შემოკლებული სამუშაო დღეა დადგენილი, განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. 3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დასაქმებულ იქნენ შესაბამისი ბრძანებით დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში. ამ შემთხვევაში მათ ეძლევათ ანაზღაურება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეთათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის დღის, საღამოსა და ღამის ცვლები.     მუხლი 24🔗. შვებულება 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის განისაზღვრება შემდეგი სახის შვებულებები ხელფასის შენარჩუნებით: ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი; ბ) მოკლევადიანი. 2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე სასწავლო და სხვა სახის შვებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება კალენდარული დღეებით. უქმე და დასვენების დღე (არა უმეტეს 10 დღისა) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების განსაზღვრისას არ ითვლება. 4. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა.     მუხლი 25🔗. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს ეძლევათ მოსამსახურეთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა დადგენილი რიგითობის შესაბამისად 30 კალენდარული დღის ხანგძლივობით. ცალკეულ შემთხვევებში, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე უფროსის ბრძანებით, პირს ყოველწლიური გამოუყენებელი წინა წლის შვებულება შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში.     მუხლი 26🔗. მოკლევადიანი შვებულება გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, მშობლის მოვალეობის შესრულებისა და სხვა საპატიო მიზეზების გამო სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით. მოკლევადიანი შვებულების დღეები ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში არ შედის.     მუხლი 27🔗. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო  1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობა დროებითი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) გამო შეუჩერდება სამედიცინო კომისიის ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს დრო შეიძლება გაგრძელებულ იქნეს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე უფროსის მიერ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე. 3. შრომითი ურთიერთობის შეჩერების ვადის ამოწურვის შემდგომ მოსამსახურე ექვემდებარება სამედიცინო კომისიის მიერ შემოწმებას ვარგისიანობაზე. 4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეზე, რომელმაც ჭრილობა ან დასახიჩრება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ამ მუხლით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება. აღნიშნული მოსამსახურე მკურნალობის დამთავრების შემდეგ ექვემდებარება სამედიცინო შემოწმებას. 5. დროებითი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების დრო არ შედის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში. 6. დროებითი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში მოსამსახურეს უნარჩუნდება ხელფასი. თავი VI სამსახურის შეწყვეტა     მუხლი 28🔗. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნა; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება კანონით დადგენილი წესით; დ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის გარდაცვალება.     მუხლი 29🔗. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის საფუძვლები 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დაითხოვონ შემდეგი საფუძვლებით: ა) თავისი სურვილით; ბ) ზღვრული ასაკის მიღწევისას; გ) ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის გამო; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის გამო; ე) რეორგანიზაციისას ან/და შტატების შემცირების გამო; ვ) ავადმყოფობის, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება; ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება; თ) სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო ატესტაციის ან სპეციალური სწავლების შედეგების საფუძველზე; ი) დისციპლინის ერთჯერადი უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის; კ) გადაცდომისათვის, რომელიც შეუთავსებელია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლისათვის; ლ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო; მ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. 2. კადრების განკარგულებაში აყვანილი სასაზღვრო პოლიციელები განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად. 3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, რომელსაც აქვს უფროსი ოფიცრის შემადგენლობის სახელმწიფო სპეციალური წოდება, პენსიაზე გასვლის შემდეგ უფლება ეძლევა ატაროს ფორმის ტანსაცმელი.     მუხლი 30🔗. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ასაკობრივი შუზღუდვა 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ რიგითი შემადგენლობის სპეციალური წოდება, შეუძლიათ იმსახურონ სასაზღვრო პოლიციაში 55 წლამდე ასაკის ჩათვლით. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებანი, შეუძლიათ იმსახურონ შემდეგი ასაკის მიღწევამდე: ა) სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი– სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი – 50 წელი (თადარიგი); 55 წელი – გადადგომით; ბ) სასაზღვრო პოლიციის მაიორი – სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი – 55 წელი (თადარიგი); 60 წელი – გადადგომით. 2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები, რომლებმაც მიაღწიეს ზღვრულ ასაკს, აღნიშნული მუხლით ექვემდებარებიან დათხოვნას, იმ შემთხვევის გარდა, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესით. 3. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი სამედიცინო დასკვნისას სასაზღვრო პოლიციის უფროსის ნებართვით სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკის სპეცწოდების მქონე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, მისი თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა განსაზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე. 4. სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება არ გამორიცხავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესაძლებლობას აღნიშნული წესით გათვალისწინებული საფუძვლების შესაბამისად.     მუხლი 31🔗. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის წესი რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა ხდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.     მუხლი 32🔗. რიგითი შემადგენლობის მიერ ვალდებულების ვადის გაგრძელების წესი რიგითი შემადგენლობის თანამდებობაზე მისაღები პირები დებენ წერილობით ხელშეკრულებას – ვალდებულებას სასაზღვრო პოლიციაში მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ (4 წლით). ვალდებულება ითვლება გაგრძელებულად იმავე ვადით, თუ თანამშრომელი ვალდებულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე არ მიმართავს ხელმძღვანელობას პატაკით დათხოვნის შესახებ.     მუხლი 33🔗. ოფიცერთა გადადგომით დათხოვნა უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის პირები სასაზღვრო პოლიციიდან შეიძლება დაითხოვონ გადადგომით: ა) ასაკის გამო – ამ დებულების 30-ე მუხლით დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევისას თადარიგში ყოფნით; ბ) ავადმყოფობის გამო – სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეულები სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად სამხედრო აღრიცხვიდან ამორიცხვით.     მუხლი 34🔗. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნილთა პასუხისმგებლობა სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებისაგან, რომლებიც დაითხოვეს სასაზღვრო პოლიციიდან, ამოღებულ უნდა იქნეს მათთვის მიცემული ფორმის ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა და მათზე გაპიროვნებული სხვა მატერიალური ფასეულობანი.     მუხლი 35🔗. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნილი მოსამსახურის დაცვის უფლება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ბრძანება სასაზღვრო პოლიციიდან მისი დათხოვნის შესახებ.     მუხლი 36🔗. საპენსიო უზრუნველყოფა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VII სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის სამსახურში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენა     მუხლი 37🔗. სასაზღვრო პოლიციაში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძვლები სასაზღვრო პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც უკანონოდ იქნენ დათხოვნილი სასაზღვრო პოლიციიდან, გადაყენებული ან ჩამოქვეითებული დაკავებული თანამდებობიდან, რომლებსაც ჩამოერთვათ სპეციალური წოდება, ექვემდებარებიან შესაბამისად აღდგენას როგორც თანამდებობაზე, ისე სასაზღვრო პოლიციაში და სპეციალურ წოდებაში. სამსახურში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, აგრეთვე რეაბილიტირებულის განცხადება სასაზღვრო პოლიციაში აღდგენაზე.     მუხლი 38🔗. სასაზღვრო პოლიციაში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის წესი და ვადები 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უფლება აქვს მისი სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის და სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოს წესით. 2. სასაზღვრო პოლიციაში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის შესახებ კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის სამსახურში აღდგენა ხდება ადრე დაკავებულ ან მის თანაბარ თანამდებობაზე დათხოვნილის თანხმობით.     მუხლი 39🔗. სასაზღვრო პოლიციაში აღდგენის შემდეგ სამსახურის სტაჟის გამოთვლა სასაზღვრო პოლიციაში აღდგენილ მოსამსახურეებს მუშაობის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.     მუხლი 40🔗. მიყენებული ზარალის ანაზღაურება სასაზღვრო პოლიციიდან უკანონოდ დათხოვნილ მოსამსახურეებს აღდგენის შემთხვევაში უნაზღაურდებათ მათთვის მიყენებული მატერიალური ზარალი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VIII დასკვნითი დებულებანი     მუხლი 41🔗. სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებულ მოსამსახურეთა სამსახურის სტაჟის გამოთვლა სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებულ მოსამსახურეთა სამსახურის სტაჟი გამოითვლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 42🔗. სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მ. სააკაშვილი