,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №67
2006 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის №216 ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №95, მუხლი 816) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ყ2“ ქვეპუნქტი:
,,ყ2) ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;“.
2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ძ1“ ქვეპუნქტი:
,,ძ1) ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიისა და მისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო მომსახურების, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის ფორმირებისა და რეფორმის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;“.
3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:
,,კ) ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი