„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№473
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 106, 09/08/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №473

2006 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1996 წლის თებერვალი, გვ. 32) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიწების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით შეიქმნას საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ლილი ბეგიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

ვასილ გედევანიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი გოდაბრელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ირაკლი გორგაძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე

ნინო ენუქიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

პაატა ჭიპაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამსახურის უფროსი

შალვა ჯავახაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.08.2006.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 08.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №473. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.08.002.004.
სად არის „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.08.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №473, 08.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98548/