,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 01.04.2006
ძალის დაკარგვა 18.03.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №71
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.455
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 10/04/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPGrotesk;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; layout-grid-mode:line;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:2.5pt;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"SPGrotesk","sans-serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} a:link, span.MsoHyperlink {font-family:SPLiteraturuly; color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data {mso-style-name:data; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident {mso-style-name:prezident; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni {mso-style-name:kanoni; margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva {mso-style-name:kitxva; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi {mso-style-name:pasuxi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Style1, li.Style1, div.Style1 {mso-style-name:Style1; margin-top:20.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.9pt .75in 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №71
2006 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №49 დადგენილება (სსმ III, 2005 წ., №33, მუხლი 328🔗) ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოს ენერგეტიკის დარგში.
2. სამინისტრო შექმნილია ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. სამინისტროს ამოცანები, უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
5. სამინისტრო თავისი ერთიანი სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო კონტროლსა და სამსახურებრივ ზედამხედველობას.
6. სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.
7. სამინისტროს ცენტრალური აპარატი და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.
8. სამინისტრო არის საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
9. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
10. სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მისამართია www.minenergy.gov.ge, აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს საჯარო ადგილს.
11. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ლერმონტოვის ქ. №10.
მუხლი 2🔗. სამინისტროს ძირითადი ამოცანები და საქმიანობის სფერო
1. სამინისტრო შეიმუშავებს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ენერგეტიკის დარგში და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.
2. საქართველოს ენერგეტიკის დარგის, როგორც ერთიანი კომპლექსის, განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების სტაბილურად ფუნქციონირების, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო შეიმუშავებს ენერგეტიკის დარგში განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან სახელწიფო სტრატეგიასა და პრიორიტეტებს.
3. სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად სამინისტრო შეიმუშავებს ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, მიწოდებისა და მოხმარების, აგრეთვე იმპორტ-ექსპორტის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებათა ერთიან სახელმწიფო პროგრამებს.
4. სამინისტრო ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ენერგოსისტემის უსაფრთხოების, მისი ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის მიზნით მოითხოვს საბიუჯეტო დაფინანსებას და ახორციელებს დარგში სახელმწიფო ინვესტირებას.
5. სამინისტრო ახორციელებს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგს, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას, შეისწავლის შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს.
მუხლი 3🔗. სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილება
1. სამინისტრო თავისი ფუნქციების მიხედვით:
ა) ახორციელებს ენერგორესურსების შიდა ბაზრის მონიტორინგს მისი გაჯერებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ინვესტირებას; იღებს გადაწყვეტილებას დერეგულირების თაობაზე; შეიმუშავებს საიმედოობის სტანდარტებს; ამტკიცებს ენერგეტიკის დარგში ბალანსებსა და ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემატაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას; შეისწავლის სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობას;
გ) ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში რეაბილიტაციისა და განვითარების უზრუნველყოფის მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვას;
დ) უზრუნველყოფს ენერგორესურსების ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნასა და კონკურენციის განვითარებას, ამ მიზნით ახორციელებს ენერგეტიკაში დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფას, ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში საიმედოობის სტანდარტების დამკვიდრებას და ენერგეტიკის მდგრადი ფუნქციონირებისათვის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვას, ასევე შეიმუშავებს ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიასა და წესებს;
ე) მონაწილეობს ენერგეტიკის დარგში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში, უზრუნველყოფს დარგის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგს;
ვ) შეისწავლის ენერგეტიკაში მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზებს, რომლებსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია, და ამზადებს სათანადო დასკვნებს;
ზ) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელებას;
თ) ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკის დარგებისა (მათ შორის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს) და უცხო ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარებას, და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობის გაღრმავებას;
ი) ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში საგარეო ურთიერთობათა დამყარებას; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან და კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას;
კ) ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარებას;
ლ) ხელს უწყობს რესურსების მოპოვების გაფართოებას, განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების უპირატეს ათვისებას, ენერგოეფექტიან ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან;
მ) ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში სხვადასხვა სახის პროექტებისა და პროგრამების შემუშავებისას ბუნების დაცვის უზრუნველყოფას და მათი განხორციელებისას ეკოლოგიური ასპექტების ოპტიმალურად გათვალისწინებას;
ნ) ახორციელებს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან მისი ურთიერთობის მონიტორინგს;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და წარმართავს საკადრო პოლიტიკას, ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში კადრების შერჩევის, მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შექმნას;
პ) ელექტროენერგიის დამატებითი, ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების, ენერგიის შემცველი წყაროების უპირატესი ათვისებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისას განსაზღვრავს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების კლასიფიკაციასა და სტატუსს, აგრეთვე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის განხორციელების პირობებს;
ჟ) სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის განხორციელების შესახებ.
2. სამინისტრო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წესით, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით, იღებს შემდეგ სამართლებრივ აქტებს, რითაც მტკიცდება:
ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი;
ბ) ბუნებრივი გაზის ბალანსი;
გ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები;
დ) ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები;
ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესები;
ვ) გადაწყვეტილება დერეგულირების თაობაზე.
3. სამინისტროს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებისა და ორგანოებისაგან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა მინიჭებული უფლებამოსილების სრულფასოვანი განხორციელებისათვის;
ბ) მოითხოვოს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით დადებულ ისეთ გარიგებათა ბათილობა, რომლებმაც გამოიწვიეს აღნიშნული კანონით განსაზღვრული სხვადასხვა ლიცენზირებადი საქმიანობის შერწყმა, ძირითადი საშუალებებისა და აქციების, წილის, პაის შეძენა ან/და გასხვისება, მათ შორის, ლიცენზიატის საქმიანობის სფეროს გაფართოება;
გ) არსებული წესის დაცვით დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; დადოს ხელშეკრულებები მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში;
დ) ბაზრის წესების შესაბამისად განახორციელოს მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია;
ე) საჯაროდ გამოცხადების მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და სხვა სახის საჯარო ინფორმაცია განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდის მისამართზე (www. minenergy.gov.ge);
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. მინისტრი:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას, აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სრტუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებისათვის;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
ზ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
თ) წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში. ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, კონტრაქტებს, ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ი) პერსონალურად აგებს პასუხს საქართველოს მთავრობის წინაშე დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის;
კ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აგრეთვე ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს თავის პირველ მოადგილეს;
ლ) მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელთა აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;
მ) მინისტრი უფლებამოსილია აგრეთვე ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტში მითითებულ ხელმძღვანელთა აქტები მიზანშეუწონლობის მოტივით;
ნ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;
ო) კანონით განსაზღვრული წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას;
პ) დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტით;
ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
რ) წყვეტს სამართლებრივ დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შორის;
ს) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის, ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ტ) სამინისტროსათვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების, მათ შორის, სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით გამოსცემს ბრძანებას;
უ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი – პირველი.
4. მინისტრის არყოფნისას მის უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე.
5. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის მოვალეობების განაწილება ხდება მინისტრის ბრძანებით. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
მუხლი 5🔗. მინისტრის სათათბირო ორგანოები
1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
2. სათათბირო ორგანო იქმნება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად და შესასწავლად. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს სათათბირო ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს მინისტრი.
3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და მომსახურე სტრუქტურული ქვედანაყოფი.
4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.
5. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და მის სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს სათათბირო ორგანოს მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
6. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია დასახულ ამოცანათა შესასრულებლად გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები.
7. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 6🔗. სამინისტროს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) ენერგეტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
გ) ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;
დ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ე) იურიდიული დეპარტამენტი;
ვ) გენერალური ინსპექცია.
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია ,,ენერგოგენერაცია“.
3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის დარგის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
დ) სამინისტროში ზეპირი მოსმენების, პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
ე) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ვ) სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებათა პროექტების მომზადება;
ზ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
თ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
ი) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საჯაროდ გამოცხადება;
ლ) სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება;
მ) სამინისტროს ელექტრონული ვებგვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა სახის სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსება;
ნ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ო) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
პ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება, საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალების სათანადოდ შესრულების კონტროლი;
ჟ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურება, სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა;
რ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროში გამართული თათბირების ოქმების შედგენის უზრუნველყოფა;
ს) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
4. ენერგეტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკულ დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, მიწოდებისა და მოხმარების, აგრეთვე იმპორტ-ექსპორტის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება;
გ) ენერგიის განახლებადი და ალტერნატიული წყაროების მოძიების, მათი უპირატესი ათვისებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკაში ენერგიის განახლებადი და ალტერნატიული წყაროების ათვისებისა და გამოყენების ძირითად მიმართულებათა ასახვა, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების კლასიფიკაციისა და სტატუსის, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;
დ) ენერგიის განახლებადი და ალტერნატიული წყაროების ათვისებისა და გამოყენების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სხვადასხვა სახის პერსპექტიული პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ე) სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების, მათ შორის, სხვდასხვა სახის პროექტების შემუშავებისას კანონმდებლობით დადგენილი პრინციპებისა და ეკოლოგიური (გარემოსდაცვითი) ასპექტების გათვალისწინება ენერგოეფექტიანობის ამაღლებისა და ბუნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობის, კონკურენციის განვითარებისა და ენერგოდამზოგავი პოლიტიკის გატარების მიზნით;
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში პრივატიზების გეგმის შემუშავებასა და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის განსაზღვრაში მონაწილეობა;
ზ) ენერგეტიკის დარგში დარგობრივი და დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
თ) სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
ი) ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია (სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში);
კ) მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო პოლიტიკის წასახალისებლად მიმზიდველი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და შემუშავება;
მ) მიღებული ინფორმაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ნ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
5. ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის დარგებში არსებული ორგანიზაციების, მათ შორის, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, იმპორტ-ექსპორტის და მიწოდების საწარმოებისა და ორგანიზაციების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი; სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) ენერგეტიკული რესურსების მარაგების პროგნოზირება, მიმდინარე ხარჯვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
გ) ენერგოსექტორში მართვისა და ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის, ენერგო და თბოდანაკარგების შემცირების შესახებ წინადადებათა მომზადება;
დ) სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების გათვალისწინებით ენერგეტიკის დარგში საიმედოობის სტანდარტების შემუშავება, მათი შესრულების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ე) ენერგოკომპლექსის ძირითადი რგოლების ტექნიკური და ტექნოლოგიური მოდერნიზაციის ღონისძიებათა თაობაზე წინადადებებისა და პროექტების შემუშავება;
ვ) ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და დისტრიბუციის ობიექტებზე სარეაბილიტაციო ღონისძიებათა განხორციელების პროგრამებისა და ტექნიკური მონაცემების მომზადება;
ზ) ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავება;
თ) ენერგეტიკული ბალანსების შედგენა;
ი) ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიის განსაზღვრა;
კ) ქვეყანაში ენერგოშემცველებზე მოთხოვნილებათა პროგნოზირება და კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების დაცვით ენერგეტიკული ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების შემუშავება;
ლ) საქართველოს ელექტროენერგეტიკული და ბუნებივი გაზის სისტემებისა და დისტრიბუციის ობიექტების საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით დარგობრივი ენერგეტიკული ბალანსების შესრულების მონიტორინგი;
მ) ენერგოშემცველი რესურსების მოპოვების, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, მიწოდებისა და რეალიზაციის, აგრეთვე ენერგოშემცველების იმპორტ-ექსპორტის მოცულობების მონიტორინგი;
ნ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
6. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მიზნით დარგის რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ენერგეტიკული დარგების მონიტორინგი თავის კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკულ დარგში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობა, დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი;
დ) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამისად ენერგეტიკის დარგში საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე ენერგეტიკის დარგის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ანალიზი;
ე) ენერგეტიკის დარგში მიზნობრივი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენასა და სახელმწიფო შესყიდვების საშუალებების შერჩევაში მონაწილეობა;
ზ) პრეტენდენთა სატენდერო წინადადებების სატენდერო კომისიის სხდომაზე გატანა;
თ) გამარჯვებულ პრეტენდენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
ი) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი, სათანადო წინადადებების შემუშავება;
კ) საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარიშების პროექტების მომზადება;
ლ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების წარმოება, ანალიზი;
მ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დაფინანსება და მათი ფინანსური მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
7. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის დარგში სამართლებრივი აქტების შემუშავება;
ბ) ენერგეტიკის დარგის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება;
გ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;
ვ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
8. გენერალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი მოქმედებების კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
ბ) სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი მოკვლევა და მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა;
გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვისა და მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის კონტროლი; სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;
დ) სამინისტროს მოხელეთა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ე) სამინისტროს მოხელეთა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა ინტერესების შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათი თავიდან აცილება;
ვ) დაწესებულების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტროლი;
ზ) მინისტრის დავალების საფუძველზე ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა სათანადოდ შესრულების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
თ) მომხდარი ავარიებისა და სხვა იმ ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება, რომლებსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია, ასევე საბითუმო დონეზე მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია;
ი) მინისტრის ოპერატიული დავალების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოწმება – ტექნიკურ უწესივრობათა აღმოფხვრის და წინასაავარიო შემთხვევის დაფიქსირებისას მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
კ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
მუხლი 7🔗. სამინისტროს სიმბოლიკა
ა) სამინისტროს აქვს მრგვალი 50 მილიმეტრი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. ცენტრის გარშემო განთავსებულია წარწერა ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო“ – ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ბ) სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშასა და გერბს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდურ გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.