„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ“

მიღების თარიღი 22.08.2006
ძალის დაკარგვა 20.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №497
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 114, 29/08/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 453 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2006 მიღება
20.06.2014 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 43.7pt 71.9pt 56.1pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №497 2006 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის გათ­ვალისწინებით, ,,სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამოცანე­ბის განხორციელებისა და პარტნიორული ურთიერთო­ბების გაუმჯობესების მიზნით: 1. ,,სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეცია­ლური სამსახურის უფროსმა საერთაშორისო ხელშეკ­რუ­ლებებითა და შეთანხმებებით განსაზღვრული ამოცა­ნების შესრულების მიზნით, საზღვარგარეთ საქარ­თველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში უზრუნ­ველყოს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენ­ლად დასანიშნ კანდიდატთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი ინფორ­მირება დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების დანიშ­ვნისა და გათავისუფლების შესახებ. 2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვა­ლისწინებული საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეცია­ლური სამსახურის ოფიციალური წარმომად­გენლები გაუთანაბრდნენ ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის ,,გ“ ქვე­პუნქტით გათვალისწინებულ უფროს დიპლომატიურ თანამდებობის პირებს (მრჩეველს). 3. დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლო­მატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესე­ბულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის მიხედვით. 4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი) უზრუნველყოს: ა) დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შესაბამისი საბუთების გაფორ­მება; ბ) დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისათ­ვის შესაბამისი დამოუკიდებელი სამუშაო ფართობის (დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე) და წარმომადგენლობაში არსებული შესაბამისი საკომუ­ნი­კაციო საშუალებების გამოყოფა. 5. დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევის, გრძელვადიანი სამუშაო მივლინების, ადგილსამყოფელ ქვეყანაში ყოფნასა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს საქარ­თველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახუ­რისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 6. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის კომპეტენ­ცია განისაზღვრება შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურთან ან უშიშროების ორგანოებთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებითა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცე­ბული დებულებით. 7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 17 სექტემბრის №395 ბრძანებულება. 8. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანავე. მ. სააკაშვილი