,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№85
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.469
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 28/04/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №85

2006 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლში:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის დაბალანსებისათვის საბიუჯეტო დეფიციტის ზღვრული სიდიდის გაანგარიშება და მისი შევსების წყაროების განსაზღვრა;“.

გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის წესის, ვადებისა და ფორმების შემუშავება;“.

დ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ო) საქართველოს ეროვნულ ბანკთან, როგორც ფისკალურ აგენტ ბანკთან ერთად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი პარამეტრების დაცვაში მონაწილეობა;“.

2. 27-ე მუხლში:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დასაგეგმი წლის დაწყებამდე წლიური საბიუჯეტო კანონის მიუღებლობის შემთხვევაში „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წინადადებების მომზადება მხარჯავი დაწესებულებებისათვის გასაცემი თანხების თაობაზე;“.

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება;“.

გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) შესრულების ანგარიშის მომზადება, სამუშაოთა ორგანიზება და შესრულება;“.

ე) „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლებისა და ხარჯების პერიოდული (ყოველთვიური, 3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) აღრიცხვა და ანგარიშგების შედგენა;

ჟ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერის თაობაზე წინადადებებისა და სათანადო ნორმატიული აქტების შემუშავება;“.

ვ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი