„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №582
2006 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებით (სსმ III, №145, 2005 წ., მუხ. 1614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.
დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან მგზავრობისთვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ საქართველოში დაბრუნების მიზნით, მოქალაქის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, აგრეთვე საქართველოში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:
,,ზ) პირზე, რომლის მიმართაც მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა.“.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7.
დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა პირადი განცხადების ან უცხო სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მომართვის, ხოლო ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე.”.
4. მე-8 მუხლის აბზაცი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
,,2. დასაბრუნებელი მოწმობა დაუყოვნებლივ გაიცემა ამ დებულების მე-4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე.“.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.10.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 03.10.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №582. სარეგისტრაციო კოდი — 190.020.060.08.002.004.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.10.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №582, 03.10.2006, სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98890/