„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№593
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 138, 09/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №593

2006 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №7, მუხ. 82) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

სამსახურის უფროსის მოადგილე“

ბ) მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 16.

სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე.

    მუხლი 17.

სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.

    მუხლი 18.

1. სამსახურის უფროსის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

2.სამსახურის უფროსის მოადგილე უფროსის არყოფნისას ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანო-ბას და კოორდინაციას უწევს ქვედანაყოფების ურთიერთობებს“.

გ) ამოღებულ იქნეს მე-19 და მე-20 მუხლები.

დ) ამოღებულ იქნეს 22-ე მუხლის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები.

ე) 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 23.

სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:

ა) ოპერატიული დაზვერვის სამმართველო სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს ოპერატიული მეთოდებითა და საშუალებებით, ასევე ასრულებს საგარეო კონტრდაზვერვით ფუნქციას, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასატარებელი აქტიური და სპეციალური ღონისძიებების დაგეგმვას და სხვა დანაყოფებთან ერთად მის გატარებას, ასევე უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას და ინსპექტირებას;

ბ) ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველოს ამოცანაა ოპერატიული და ღია წყაროებიდან მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის დაგროვება, ანალიზი, სისტემური დამუშავება, სათანადო რეკომენდაციების მომზადება და პროგნოზირება, აგრეთვე ოპერატიული აღრიცხვა და დაარქივება;

გ) ადმინისტრაცია აწარმოებს სამსახურის სამართლებრივ, საკანცელარიო და საკადრო უზრუნველყოფას, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობას, დადგენილი წესით ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი კავშირურთიერთობების დამყარებას, განმტკიცებას და საპროტოკოლო უზრუნველყოფას, ასევე საფინანსო-სამეურნეო და ტექნიკურ უზრუნველყოფას“.

მ. სააკაშვილი