„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№594
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 139, 11/10/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №594

2006 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) და ბრძანებულებით დამკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის XXV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXV. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო თანამდებობები თბილისის მერიის საჯარო თანამდებობები

    მუხლი 88. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი);

გ) მერის მოადგილე;

დ) ქ. თბილისის რაიონის გამგებელი;

ე) ადმინისტრაციის უფროსი;

ვ) საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი.

    მუხლი 89. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილე;

ბ) მერის წარმომადგენელი საკრებულოში;

გ) საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე;

დ) დაბა წყნეთის გამგებელი;

ე) რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებლის მოადგილე;

ვ) მთავარი ბუღალტერი;

ზ) მერიის ადმინისტრაციის სამსახურის, სამსახურის განყოფილების უფროსი.

    მუხლი 90. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) რაიონის გამგეობის აპარატის უფროსი;

ბ) თანაშემწე;

გ) განყოფილების უფროსი;

დ) გამგეობის რაიონული სამსახურის ხელმძღვანელი;

ე) მრჩეველი;

ვ) მერიის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი.

    მუხლი 91. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) მთავარი სპეციალისტი;

ბ) წამყვანი სპეციალისტი;

გ) უფროსი სპეციალისტი;

დ) სპეციალისტი.“.

მ. სააკაშვილი