📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 12.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №599
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 140, 12/10/2006
matsne.gov.ge 2,436 სიტყვა · ~12 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.9in .8in -27.0pt .7in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №599 2006 წლის 12 ოქტომბერი ქ. თბილისი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ 1. „ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 ივლისის №287 ბრძანებულება; ბ) „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 აგვისტოს №339 ბრძანებულება. მ. სააკაშვილი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) არის „ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას და არ ექვემდებარება არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებას. 2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები. 3. „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის შესაბამისად, კომისია არის საავტომობილო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციების (შემდგომში – ადმინისტრაციები) სამართალმემკვიდრე. 4. დაუშვებელია კომისიასა და მის აპარატში პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა. 5. კომისიას აქვს მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ლოგო. 6. კომისიას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. 7. კომისიის იურიდიული მისამართია: 0160, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №12.     მუხლი 2🔗. კომისიის უფლებაუნარიანობა 1. კომისიის უფლებაუნარიანობის ფარგლები განისაზღვრება „ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „საქართველოს საზღვაო კოდექსით“, „საქართველოს საჰაერო კოდექსით“, „საქართველოს რკინიგზის კოდექსით“, სხვა საკანონმდებლო აქტებით და ამ დებულებით. 2. კომისიის ძირითადი ფუნქციებია: ა) საავტომობილო, საზღვაო/სამდინარო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში (შემდგომში – რეგულირებადი დარგები) სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, მათ შორის, რეგულირებადი დარგების ფუნქციონირებისა და განვითარების სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების ზედამხედველობა; ბ) რეგულირებად დარგებში საქმიანობისა და შესაბამისობის შეფასების/დადასტურების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოცემა, მათი მოთხოვნების დაცვის და ამ მოთხოვნების დარღვევისას კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება; გ) ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო უშიშროების უზრუნველყოფის მუდმივი ზედამხედველობა; დ) სატრანსპორტო შემთხვევების (კატასტროფების, ინციდენტების და სხვ.) გამოკვლევა, გამომწვევი მიზეზების დადგენა, შემდგომში მათი თავიდან აცილების პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და ამ ღონისძიებების გატარების ზედამხედველობა; ე) რეგულირებად დარგებში ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, გაუქმება; ვ) სატრანსპორტო საწარმოებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაბამისობის შეფასება/დადასტურება – სერტიფიცირება (მოწმობების გაცემა/აღიარება) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ზ) საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში სატრანსპორტო საშუალებების მართვის უზრუნველმყოფ პირებზე მოწმობების გაცემა (აღიარება); თ) სატრანსპორტო სისტემებისა და საშუალებების სახელმწიფო ან/და საუწყებო რეგისტრაცია; ი) რეგულირებად დარგებში მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სპეციალისტების საკვალიფიკაციო მოთხოვნათა დადგენა; კ) სატრანსპორტო ბაზრის მარკეტინგული კვლევა; ლ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კონკურენტული გარემოს შექმნის, აგრეთვე სატრანზიტო გადაზიდვების მოზიდვის ხელშეწყობა; მ) საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ნ) სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფების დამტკიცება/რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ო) სატრანსპორტო გადაყვანა-გადაზიდვებსა და სპეციალური სატრანსპორტო სამუშაოების წარმოებაზე მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშეწყობა, მათი ინტერესების დაცვა; პ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ჟ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა რეგულირების სფეროში დასაქმებულ საწარმოებს შორის, აგრეთვე საწარმო(ებ)სა და მომხმარებელს შორის; რ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის სავალდებულო მოთხოვნების დადგენა და ამ მოთხოვნების დაცვის ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება; ს) რეგულირების საფასურის რაოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ტ) სატრანსპორტო სისტემებით მომსახურებისა და მუშაობის წესების განსაზღვრა; უ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობისათვის „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ფ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დარგობრივ-სპეციფიკური ფორმებისა და დოკუმენტების ბლანკების დამზადების მიწოდების ორგანიზება; ქ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. კომისია უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს და მიიღოს ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, აგრეთვე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან კომისიის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) ითანამშრომლოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ტრანსპორტის სფეროს ეფექტიანად რეგულირების მიზნით; გ) თავისი ფუნქციების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით გამოსცეს ნორმატიული აქტები; დ) განსაზღვროს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესი, პირობები და მეთოდები; შექმნას ანაზღაურებისა და პრემირების ფონდები, ფინანსური რეზერვის ფონდი და განსაზღვროს მათი გამოყენების წესი; ე) უზრუნველყოს კომისიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება; ვ) დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ; ზ) მიიღოს მონაწილეობა ტრანსპორტის სფეროში სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობაში; თ) შექმნას ექსპერტთა (საკონსულტაციო) საბჭო დარგის აღიარებული სპეციალისტების მონაწილეობით. ექსპერტთა საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის ერთ-ერთი წევრი; ი) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. 4. კომისია ვალდებულია: ა) ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი; ბ) გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი; გ) ყოველი წლის 31 მარტისთვის მოამზადოს და გამოაქვეყნოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს, აგრეთვე უზრუნველყოს თავისი საქმიანობის ანგარიშის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა; დ) თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები; ე) შეინახოს სხდომის ოქმები და სათანადო დოკუმენტაცია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; ვ) მოაწყოს სხდომები საჯაროობის პრინციპის დაცვით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ზ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.     მუხლი 3🔗. კომისიის რეგულირების სფერო 1. კომისიის მარეგულირებელი ფუნქცია და შესაბამისი კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილება ვრცელდება საავტომობილო, საზღვაო/სამდინარო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებზე. 2. კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება: ა) მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ხელბარგის, ფოსტის გადაზიდვა (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), სპეციალური სატრანსპორტო სამუშაოების წარმოება; ბ) სატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოება/უშიშროება; გ) სატრანსპორტო საწარმო, სატრანსპორტო საშუალება, სატრანსპორტო პროცესის უზრუნველმყოფი ხელოვნური სატრანსპორტო ნაგებობა; დ) სატრანსპორტო ქსელი; ე) იმ სპეციალისტების საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მოძრობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო უშიშროების უზრუნველყოფასთან; ვ) სპეციალიზებული სატრანსპორტო-სასწავლო პროგრამები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით; ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ტარიფის დამტკიცება და რეგულირება. 3. სარკინიგზო ტრანსპორტის დარგზე ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები.     მუხლი 4🔗. კომისიის დამოუკიდებლობა 1. კომისია, კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი უფლებამოსილების განხორციელებისას არიან დამოუკიდებელი და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი. 2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. 3. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს კომისიის აპარატის თანამშრომლები. 4. კომისიის აპარატის თანამშრომლის ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება – მხოლოდ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.     მუხლი 5🔗. კომისიის სხდომა 1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის ყველა დადგენილება, გადაწყვეტილება, ბრძანება ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს გამჭირვალობასა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 3. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 4. კომისიის სხდომა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის არანაკლებ 2 წევრი. 5. კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო სხდომის დახურულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე ინფორმაცია სხდომის დახურულად გამოცხადების თაობაზე. 6. გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო სხდომის დახურულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე ინფორმაცია სხდომის დახურულად გამოცხადების თაობაზე. 7. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით. 8. გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს ერთი ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.     მუხლი 6🔗. კომისიის სამართლებრივი აქტები 1. კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს (გამოსცემს) სამართლებრივ აქტებს. კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება. 2. კომისიის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტია კომისიის დადგენილება, რომელიც მიიღება ამ კანონის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. კომისიის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტია კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ისეთ საკითხებზე, რომლებიც თავისი შინაარსით არანორმატიული ხასიათისაა, კომისიისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აგრეთვე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც შეიცავს ქცევის ზოგად წესს პირთა განსაზღვრული წრისათვის. 5. კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს. 6. კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება კომისიის სხდომაზე. 7. კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 7🔗. კომისიის შემადგენლობა. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. კომისია შედგება 5 წევრისაგან. კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. 3. პირი არ შეიძლება დაინიშნოს კომისიის წევრად ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით. 4. კომისიის წევრად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. 5. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილია ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად. თავმჯდომარე უფლებამოსილია, თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება. 6. კომისიის თავმჯდომარე: ა) წარმართავს კომისიის სხდომებს; ბ) პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვისა და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისათვის; გ) პასუხისმგებელია კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციული მართვისათვის; დ) ამტკიცებს აპარატის მუშაობის წესს და საქმიანობის შინაგანაწესს; ე) ანაწილებს დავალებებს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს შორის, შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს; ვ) ადგენს აპარატის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ზ) ნიშნავს და ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს კომისიის წევრებთან შეთანხმებით, აპარატის მუშაკთა შრომითი მოტივაციის მიზნით იყენებს წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; თ) განკარგავს კომისიის ქონებას კანონმდებლობის შესაბამისად; ი) წარმოადგენს კომისიას საქართველოსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში; კ) აპარატში სამუშაოზე იწვევს შტატგარეშე პერსონალს (ექსპერტი, კონსულტანტი და სხვ.) არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით. 7. კომისიის წევრი: ა) თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად თავმჯდომარის არყოფნის დროს ასრულებს მის უფლებამოსილებას; ბ) დადგენილი წესით ახორციელებს მიმოწერას; გ) კომისიის აპარატის თანამშრომლებს აძლევს შესაბამის დავალებებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 8. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 9. კომისიის წევრის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.     მუხლი 8🔗. კომისიის აპარატის სტრუქტურა 1. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) კომისიის სამდივნო; ბ) საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი; გ) საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი; დ) სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი; ე) რკინიგზის დეპარტამენტი; ვ) იურიდიული სამსახური; ზ) ადმინისტრაციული სამსახური; თ) ეკონომიკური სამსახური; ი) საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური; კ) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური; ლ) მონიტორინგისა და აღსრულების სამსახური; მ) ბუღალტერია. 2. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით. 3. კომისიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულების, კომისიის თავმჯდომარის დავალებათა შესაბამისად; ანგარიშვალდებულია კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წინაშე; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს; გ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ამზადებს და კომისიას წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ანგარიშს; ე) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფებს შორის და უზრუნველყოფს მათ კოორდინირებულ მუშაობას; ვ) განსაზღვრავს დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული საშტატო ერთეულის ფუნქციურ მოვალეობას; წარუდგენს კომისიას წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. 4. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებელი პირი განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით. 5. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით კომისიის აპარატის თანამშრომლების შერჩევა ან განსაზღვრული თანამდებობის დაკავება შეიძლება განხორციელდეს საკონკურსო წესით. 6. კომისიამ აპარატში შეიძლება მოიწვიოს შტატგარეშე პერსონალი (ექსპერტი, კონსულტანტი და სხვ.), რომლებიც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით მიიღებიან სამუშაოზე არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.     მუხლი 9🔗. მომხმარებლების უფლებების დაცვა, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი 1. ტრანსპორტის სფეროში მომხმარებლების ინტერესების დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. კომისიაში არის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 10🔗. კომისიის ქონება, ბიუჯეტი და ანგარიში 1. კომისიის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც აისახება კომისიის დამოუკიდებელ ბალანსში. 2. კომისიის ბიუჯეტის წყაროებია „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით ნებადართული შემოსავლები. 3. კომისია ყოველწლიურად შეიმუშავებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის მოსამსახურეთა ანაზღაურება, კომისიის საქმიანობის აუდიტორული მომსახურებისათვის აუცილებელი სახსრები. კომისია ვალდებულია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია თავისი ბიუჯეტის შესახებ. 4. დაუშვებელია კომისიამ თავისი ბიუჯეტიდან შექმნას საქველმოქმედო ან სხვა მსგავსი ფონდები და გაიღოს ისეთი ხარჯი (მათ შორის სხვადასხვა სახის დახმარების, სპონსორობის გაწევის მიზნით), რომელიც არ შეესაბამება მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებს. 5. კომისია ამზადებს თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს, რომელსაც თან ერთვის ფინანსური აუდიტის დასკვნა. კომისია ანგარიშს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოფს ანგარიშისა და ფინანსური აუდიტის შედეგების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობას, რისთვისაც საჯაროდ აქვეყნებს მას.     მუხლი 11🔗. კომისიის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. კომისიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე. 2. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა (მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაცია) ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.     მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულებანი 1. კომისიის ახალი წევრების დანიშვნამდე რეორგანიზებული ადმინისტრაციების ყოფილ ხელმძღვანელებს დაევალოთ კომისიის წევრების მოვალეობის შესრულება. 2. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულმა პირებმა უზრუნველყონ კომისიის ახალი სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის შემუშავება და ადმინისტრაციების რეორგანიზაციის ღონისძიებათა დასრულება. 3. კომისიის თავმჯდომარის დანიშვნამდე მისი მოვალეობის შემსრულებელი განისაზღვროს კომისიის წევრების მოვალეობის შემსრულებელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით.