„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№604
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 140, 12/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №604

2006 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საჯარი სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №558 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2003 წ., №2, მუხ. 15) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ფონდის გენერალურ დირექტორს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის გენერალური დირექტორი. გენერალური დირექტორის მოადგილეები პასუხისმგებელნი არიან განსაზღვრული ფუნქციების მიხედვით გაწეული საქმიანობისათვის.“.

მ. სააკაშვილი