„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№606
სარეგისტრაციო კოდი
480.070.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 142, 16/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №606

2006 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. 2006 წლის პირველი ნოემბრიდან რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთში, ქუვეითსა და გაერთიანებულ არაბთა ემირატებში და მის ნაცვლად შეიქმნას საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში და საქართველოს საელ-ჩო ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემირიოებში.

2. 2007 წლის პირველი იანვრიდან რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს საელჩო ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში და მის ნაცვლად შეიქმნას საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში.

3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №61, მუხ. 532) მე-2 პუნქ-ტის „ბ“ ქვეპუნქტი.

4. „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) ნუსხის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში.“;

ბ) ნუსხის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში.“;

გ) ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-ე პუნქტი:

„41. საქართველოს საელჩო ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.“;

დ) ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის 42-ე და 43-ე პუნქტები:

„42. საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში.

43. საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში.“.

5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ.ბეჟუაშვილი):

ა) დაამტკიცოს ამ ბრძანებულებით შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების რიცხოვნობა და საშტატო ნუსხა;

ბ) უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული დიპლომატიური წარმომადგენლობების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

6. ახლად შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

7. ბრძანებულება, გარდა მე-2 პუნქტისა და მე-4 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს 2006 წლის პირველი ნოემბრიდან.

8. ბრძანებულების მე-2 პუნქტი და მე-4 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2007 წლის პირველი იანვრიდან.

მ. სააკაშვილი