„ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 29.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.10.003.000.471
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 02/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 892 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №89 2006 წლის 29 აპრილი  ქ. თბილისი „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, დამტკიცდეს „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ თანდართული დებულება. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიების გაცემის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებანი 1. ბიოლოგიური პესტიციდი – მცენარეული ექსტრაქტი, აქტიური შტამი ან მიკრობული სინთეზის პროდუქცია მიკრობიოლოგიური პრეპარატული ფორმით, რომელიც სპეციფიკურია მავნე ორგანიზმებისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სასარგებლო ფაუნასა და ფლორაზე, უვნებელია ადამიანისა და სხვა თბილსისხლიანებისათვის. 2. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოება – აქტიური შტამის მიღება (გამრავლება) ან მიკრობული სინთეზით პროდუქციის მიღება. მიკრობიოლოგიური საშუალების პრეპარატული ფორმის დამზადება და დაფასოება.     მუხლი 3🔗. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გამცემი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. თავი II. ლიცენზიის გაცემის წესი     მუხლი 4🔗. ლიცენზიის გაცემის წესი ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესითა და პირობებით.     მუხლი 5🔗. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი საბუთები 1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას. წერილი განიხილება და წარმოებაში მიიღება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით. 2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საბუთების გარდა, ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) მონაცემები საწარმოს ადგილმდებარეობის შესახებ; ბ) მონაცემები საქმიანობის დაწყებისა და დასრულების სავარაუდო თარიღის შესახებ; გ) საქმიანობისათვის საჭირო ნაგებობის სქემა; დ) ტექნოლოგიური პროცესის მოკლე აღწერა (საწარმოს რეგლამენტი); ე) ტექნოლოგიური პროცესის შედეგად მისაღები პროდუქციის ჩამონათვალი; ვ) იმ ღონისძიებათა დეტალური აღწერა, რომლებიც დაგეგმილია გარემოსა და სოციალურ ფაქტორებზე ზემოქმედების შესამცირებლად; ზ) მოსალოდნელი წარმოების მოცულობა და სახეობა; თ) საწარმოო პროცესის შედეგად მიღებული ნარჩენების სახეები, რაოდენობა, მათი განთავსების შესაძლო ადგილები, ნარჩენების შესამცირებლად და გადა-სამუშავებლად დაგეგმილი ღონისძიებები; ი) ტექნოგენური ავარიების თავიდან აცილების მიზნით დაგეგმილი უსაფრთხოების ზომები; კ) ბიოლოგიური პესტიციდის სარეგისტრაციო მოწმობა. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის პროცესში ჩააბამს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციას.     მუხლი 6🔗. ლიცენზიის გაცემისათვის უარის თქმის საფუძველი და უარის გასაჩივრების წესი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემისათვის უარის თქმის საფუძველი და მათ გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით.     მუხლი 8🔗. სალიცენზიო მოწმობის ფორმა ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 9🔗. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო მოწმობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული დებულებები.     მუხლი 10🔗. ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა ლიცენზიის ამოქმედება დ მოქმედების ვადა განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით.     მუხლი 11🔗. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი და ლიცენზიის გაუქმება 1. დებულებით განსაზღვრული ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 2. სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლისა და ლიცენზიის გაუქმება განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის V თავის შესაბამისად. თავი III. დასკვნითი ნაწილი     მუხლი 12🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.