„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№630
სარეგისტრაციო კოდი
040.000.000.08.002.004.153
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 147, 30/10/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №630

2006 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულების (სსმ III, 2000 წ., №71, მუხ. 668) მე-2 პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ფონდის მიზანია საკუთარი დაფინანსების ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დაწესებულებების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი აღჭურვა, რეაბილიტაცია.“;

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;

გ) დებულების მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა რესტრუქტურიზაციისა და რეაბილიტაციის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, როგორიცაა კადრების ოპტიმიზაცია, მომზადება, გადაადგილება და სხვ. აგრეთვე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებებთან დაკავშირებული კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების განხორციელება და მათი მართვა, კომპეტენციის ფარგლებში;“;

დ) დებულების მე-7 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებების რესტრუქტურიზაციასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება კომპეტენციის ფარგლებში;“;

ე) დებულების მე-7 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებულ სახსრებს ფონდი იყენებს შემდეგი მიზნებისათვის:

ი.ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციისათვის;

ი.ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა სამედიცინო აპარატურითა და საჭირო ინვენტარით აღჭურვისათვის;

ი.გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებებში ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციის ღონისძიებების დაფინანსებისათვის;

ი.დ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა რესტრუქტურიზაცია/ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებისათვის;

ი.ე) ფონდის საოპერაციო ხარჯების დასაფარავად.“;

ვ) დებულების მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით;“;

ზ) დებულების მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფონდის ქონება შედგება მისთვის უსასყიდლოდ ან სასყიდლით გადაცემული ქონებისაგან. სახელმწიფო ქონება ფონდს გადაეცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მ. სააკაშვილი