⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.06.2012)
გაუქმებულია:

სოციალური დახმარებების გაცემის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 31.05.2006
ძალის დაკარგვა 20.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №104
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.488
გამოქვეყნების წყარო სსმ, 78, 12/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 513 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2006 მიღება
20.06.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სოციალური დახმარებების გაცემის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:85.05pt 70.9pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №104 2006 წლის 31 მაისი  ქ. თბილისი სოციალური დახმარებების გაცემის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად: 1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტის განხორციელებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №59 დადგენილება ,,სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“. 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ოთხ თვეში წარმოადგინოს წინადადებები ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ,,სოციალური დახმარების“ ახალი პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ. 3. ,,სოციალური დახმარების“ ახალი პროგრამის ამოქმედებამდე ამავე პროგრამისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში გაგრძელდეს ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების პროგრამა არსებული წესითა და პირობებით და დახმარების დაფინანსება უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ. 4. დახმარებების გაცემის მიზნობრიობის უზრუნველსაყოფად ,,სოციალური დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დახმარებების გაცემა განხორციელდეს მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით დახმარების მიმღები პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში. 5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სხვა შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ხელი შეუწყონ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ინტეგრაციას ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“. 6. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური (საოჯახო) დახმარების პროგრამის ადმინისტრირებაში თანამონაწილეობის პრინციპიდან გამომდინარე, უზრუნველყონ სათანადო ინფორმაციის სისტემატური მიწოდება სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსათვის სოციალური დახმარების მიმღები პირების პერსონიფიცირებული აღრიცხვის სისტემის შესაქმნელად. 7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 31 მარტის №101/ნ ბრძანება ,,სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 13 აპრილის №177 განკარგულება ,,ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად სიღატაკის ზღვრული ქულის განსაზღვრის შესახებ“. 8. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი