„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№680
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 152, 13/11/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №680

2006 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული №6, გვ. 13) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შს ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში 4 თვემდე ვადით, არა უმეტეს ორი თვის ხელფასის (ფულადი სარგოს) შენარჩუნებით ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი. კადრების განკარგულებაში რიგითი შემადგენლობის პირთა აყვანა (შტატგარეშედ დარჩენის შემთხვევის გარდა) არ შეიძლება. შტატგარეშედ დარჩენის შემთხვევაში, მათი შრომითი მოწყობის საკითხი უნდა გადაწყდეს სულ მცირე ერთ თვეში. შს ორგანოს თანამშრომლის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში არ შედის ავადმყოფობის, კუთვნილ ან დამატებით შვებულებაში ყოფნის დრო.“;

ბ) ბრძანებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების შემთხვევაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით რიგითი შემადგენლობის პირთა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა განისაზღვრება ოთხ თვემდე, არა უმეტეს ორი თვის ხელფასის (ფულადი სარგოს) შენარჩუნებით ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.“.

მ. სააკაშვილი