„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№687
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 154, 16/11/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №687

2006 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) დამტკიცებულ რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი X. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახელმწიფო მოხელეთა თანამდებობები

    მუხლი 35. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე – დეპარტამენტის დირექტორი.

    მუხლი 36. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) სამმართველოს უფროსი;

ბ) სამმართველოს უფროსის მოადგილე.

    მუხლი 37. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) განყოფილების უფროსი;

ბ) განყოფილების უფროსის მოადგილე;

გ) სამსახურის უფროსი;

დ) სამსახურის უფროსის მოადგილე;

ე) სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანაშემწე;

ვ) შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაური;

ზ) ხომალდის მეთაური;

თ) უფროსი გამომძიებელი;

ი) უფროსი სპეციალისტი;

კ) უფროსი მესაზღვრე;

ლ) უზრუნველყოფის ბაზის უფროსი;

მ) წვრთნისა და გადამზადების ცენტრის უფროსი, მოადგილე;

ნ) სწრაფი რეაგირების რაზმის მეთაური, მოადგილე;

ო) მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი, მოადგილე;

პ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსი;

ჟ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს სექტორის უფროსი.

    მუხლი 38. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) რგოლის მეთაური;

ბ) დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე;

გ) გამომძიებელი;

დ) სპეციალისტი;

ე) მესაზღვრე;

ვ) სწრაფი რეაგირების რაზმის მოიერიშე ჯგუფის სექციის მეთაური;

ზ) სწრაფი რეაგირების რაზმის მოიერიშე ჯგუფის უფროსი;

თ) უფროსი იურისტი, იურისტი;

ი) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, ოპერატიული თანამშრომელი;

კ) უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი;

ლ) სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის ცვლის უფროსი.“.

მ. სააკაშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.11.2006.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 10.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №687. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.08.002.004.
სად არის „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.11.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №687, 10.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/99340/