,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№106
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.10.003.000.490
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 76, 06/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №106

2006 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდო­ებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ.“.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. დამტკიცდეს 2007 წლის პირველ იანვრამდე დაჯილდოებული პირებისათვის საქართველოს წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის თანდართული დროებითი წესი.“.

3. დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ყოველთვიურად მოამზადოს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის მიზნით წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის თაობაზე.“.

4. დადგენილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს იმ სამართლებრივი აქტების ასლები, რომელთა შესაბამისად ზემოაღნიშნული პირებისათვის განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემა.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესი“

6. წესის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიის მიღების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა) დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი საცხოვრებელი ადგილის მითითებით (2 ეგზემპლარად);

გ) პირის მომსახურე ბანკის კოდი და ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა ჩაირიცხოს მისი კუთვნილი თანხა (2 ეგზემპლარად).

აღნიშნული ინფორმაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.“.

7. წესის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადების, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და სამინისტროებიდან და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველთვიურად ამზადებს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს ,,საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის მიზნით წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის თაობაზე.“.

8. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შესაბამის სამინისტროებს და უწყებებს უგზავნის ამ წესის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იმ პირთა დოკუმენტებს ((ერთ ეგზემპლარად), რომლებზეც გაიცემა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემია.“.

9. დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი