მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ
მიღების თარიღი 18.12.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №538
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 126, 27/12/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.12.2002 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| ეკოლოგიური განათლების სტრატეგიული მიმართულებები | ინფორმირება |
| ეკოლოგიური განათლების შემადგენელი კომპონენტები | საინფორმაციო განათლება |
| მიზნობრივი ჯგუფები | ეკოლოგიური განათლების ძირითადი საშუალებები |
| № | ქმედება |
| 1. | ეკოლოგიური განათლების საკოორდინაციო საბჭოს შექმნა |
| 2. | ეროვნულ სასწავლო გეგმებში ეკოლოგიური განათლებისა და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების ქროსკურიკულუმის (გადამკვეთი საგნის სტანდარტის) შეტანა. |
| 4. | დაწყებითი სკოლის პედაგოგთა ტრენინგი და გადამზადება |
| 5. | ეკოლოგიური განათლების სასკოლო ქსელის დასრულება და ამუშავება |
| 6. | პედაგოგიური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების შესაბამის სასწავლო პროგრამებში გარემოსმცოდ-ნეობითი სწავლებისა და ეკოლოგიური განათლების პრინციპებისა და ძირითადი დებულებების შეტანა |
| 7. | სტუდენტთა და ლექტორთათვის დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნა და გამოცემა |
| 8. | პედაგოგიური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების ლექტორთა ტრენინგი და გადამზადება |
| 9. | ადგილობრივი გარემოსდაცვითი არასამთავ-რობო ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება, მათი საქმიანობის სტიმული-რება და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება ეკოლოგიური განათლების მიმართულებით |
| 10. | თანმიმდევრული და გააზრებული საინფორმაციო პოლიტიკის გატარება მასმედიაში |
| 11. | საინვესტიციო პაკეტის მომზადება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 41.85pt 40.5pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №538
2002 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 11 ივლისის №388 განკარგულებით შექმნილი მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამის შემმუშავებელი კომისიის მიერ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ხელშეწყობით შემუშავებული მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების თანდართული სახელმწიფო პროგრამა.
2. შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური გეგმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტების შედგენის, საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების დამუშავების, განათლების სფეროში მართვის სისტემის რეორგანიზაციის, საერთაშორისო შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა მომზადების დროს გათვალისწინებულ იქნეს მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ორიენტირები.
3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციისათვის ადგილობრივი და უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოსაზიდად.
4. განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებისა და პროგრამების პროექტების შემუშავებისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი დამტკიცების დროს გათვალისწინებულ იქნეს მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამით დადგენილი მოთხოვნები (ეკოლოგიური ფაქტორების ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედებისა და მათი თავიდან აცილების მექანიზმების სწავლება და სხვ.).
5. საქართველოს განათლების სამინისტრომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად დაინტერესებულ სამინისტროებთან შეთანხმებით უზრუნველყოს ადრე მიღებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა დოკუმენტების მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამასთან შესაბამისობა.
6. ეთხოვოს საქართველოს ტელერადიომაუწყებლობას (ზ. შენგელია) პედაგოგების, მეცნიერებისა და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენელთა მონაწილეობით უზრუნველყოს მოსახლეობის სისტემატური ინფორმირება მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამის დებულებების შინაარსისა და სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიმდინარეობის შესახებ.
7. ეთხოვოს საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო სახელმწიფო კორპორაცია „საქინფორმს“ ხელი შეუწყოს პროგრამის განხორციელებას.
8. მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამის შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა ეფექტიანობის ამაღლების მიზნით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს განათლების სამინისტრომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შექმნან სამმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობა და მუშაობის წესი დამტკიცდება ერთობლივი ბრძანებით ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში.
9. ამ ბრძანებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამის შემმუშავებელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 11 ივლისის №388 განკარგულება.
ე. შევარდნაძე
მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამა
1. შესავალი
ეკოლოგიური განათლების განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი გარემოს დაცვისა და მდგრადი მენეჯმენტის საქმეში საყოველთაოდაა აღიარებული. მისი კრიტიკული როლი ნათლადაა ჩამოყალიბებული მსოფლიოს კონსერვაციის კავშირის (IUCN) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ 1980 წელს განცხადებულ „კონსერვაციის მსოფლიო სტრატეგიაში“. ეს მნიშვნელობა ასევე ხაზგასმით აღინიშნა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე („აჯენდა-21“), რომელიც გარემოს დაცვით ქმედებათა გლობალურ ჩარჩოს წარმოადგენს. უკანასკნელ წლებში ეკოლოგიური განათლების განსაკუთრებული როლი კიდევ ერთხელ 1997 წელს აღინშნა UNESCO-ს დოკუმნეტში „განათლება მდგრადი მომავლისათვის“.
საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან ერთად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებაც აცნობიერებს მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და წინამდებარე „სახელმწიფო პროგრამის“ შექმნით ადასტურებს მზადყოფნას ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიური განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის.
ამ პროგრამის ძირითად მიზანს ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიური განათლების განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა წარმოადგენს, რაც პირველ რიგში, სამთავრობო უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებრიობის ფართო ფენებს შორის ეკოლოგიური განათლების კონცეპტუალურ წანამძღვრებზე, ძირითად პრინციპებსა და მოსალოდნელ შედეგებზე თანხმობის მიღწევას გულისხმობს. ამიტომაც, ეს დოკუმენტი ეკოლოგიური განათლებით დაინტერესებულ ადამიანებთან, შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან კონსულტაციების საფუძველზეა შექმნილი.
უკანასკნელ წლებში საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი კანონები, რითაც მყარი ლეგალური საფუძველი შექმნა ქვეყანაში პრაქტიკული გარემოსდაცვითი საქმიანობისათვის. ასეთებია – საქართველოს კანონები „გარემოს დაცვის შესახებ“, „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ და სხვ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება და პარლამენტი კვლავაც აქტიურად გააგრძელებენ საქმიანობას ამ მიმართულებით.
რაც შეეხება საკუთრივ ეკოლოგიურ განათლებას – მისი როლი, მნიშვნელობა და სტატუსი განსაზღვრულია საქართველოს კანონით „გარემოს დაცვის შესახებ“. ამ კანონის III თავის მე-8 და მე-9 მუხლებში მითითებულია, რომ ქვეყანაში აუცილებელია შეიქმნას ეკოლოგიური განათლების ერთიანი სისტემა, რომელიც „მოიცავს საგანმანათლებლო სასწავლებლების, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამღლების დაწესებულებათა ქსელს“, აგრეთვე „სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ეტაპებს.“
2. პროგრამის საფუძვლები
2.1. საქართველოს ბუნება და მისი თანამედროვე მდგომარეობა
2.1.1. ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება
საქართველო ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების განსაკუთრებულად მაღალი დონით გამოირჩევა: ზღვის სანაპიროს ქვიშიანი პლაჟები და ჭაობები, ტყით შემოსილი მთები, ალპური მდელოები, მარადი თოვლით მოცული მწვერვალები, ვულკანური ზეგნები, სტეპები, ნახევრადუდაბნოები და უდაბნოები ქვეყნის შედარებით მცირე ტერიტორიაზე ლანდშაფტების უმდიდრეს მოზაიკას ქმნიან. ტბები უმეტესად ვულკანურ ფორმებსა და მყინვარულ ცირკებშია განლაგებული, ხოლო 700-ზე მეტი მყინვარი მრავალი მდინარის სათავეა; უამრავია მტკნარი და სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყაროებიც.
საქართველოში 5,000-მდე სახეობის ველური და გაველურებული თესლოვანი და 8,300-მდე სპოროვანი მცენარე იზრდება. დიდია ენდემების წილი. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა კოლხეთი – ფლორის რელიქტურ წარმომადგენელთა თავშესაფარი (ბიჭვინთის ფიჭვი, კოლხური ბზა, იმერული და პონტოს მუხები, უნგერნის და სმირნოვის შქერი, ეპიგეა, კოლხური სურო და მრავალი სხვ.) ძალზე მაღალია ენდემიზმის დონე საქართველოს მაღალმთაში. იშვიათი რელიქტური სახეობებით მდიდარია აღმოსავლეთ საქართველოს ბარიც (საკმლის ხე, ჭალის მუხა და სხვ.).
მრავალფეროვანია ცხოველთა სამყაროც. ძუძუმწოვრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია კავკასიონის მაღალმთის მკვიდრი ენდემები – დაღესტნური და კავკასიონის ჯიხვები; აქვეა გავრცელებული ნიამორი, არჩვი, ფრინველებიდან – მთის არწივი, ორბი, ბატკანძერი, შურთხი. ტყეებში გვხვდება მურა დათვი, ფოცხვერი, ირემი, გარეული ღორი, შველი, მგელი, ტყის კატა, ფრინველებიდან – სვავი, კავკასიური როჭო, კოლხური ხოხობი. წყალსატევებთან ბუდობენ – შავი და თეთრი ყარყატი, რუხი, თეთრი და ღამის ყანჩები, რუხი ბატი, და სხვ. მდინარეთა ნაპირებზე მაღალ ხეებზე ბუდობს ფსოვი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზონაში უიშვიათესია ზოლებიანი აფთარი, ფრინველებიდან გვხვდება კაკაბი, გნოლი, დურაჯი, ხონთქრის ქათამი და სხვ.
საქართველოს ფართობის მესამედზე მეტი ტყიანია: ტყის საფარს ქმნიან რელიქტური კოლხური ტყეები მარადმწვანე ქვეტყით, მუხნარები, წიფლნარები, ნაძვნარ-სოჭნარები, ფიჭვნარები, მურყნარები და სხვ. ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ვერსად შეხვდებით ადამიანის სამეურნეო საქმიანობით დაუზიანებელი ტყეების ასეთ ვრცელ ფართობებს, როგორც საქართველოში.
საქართველოში მაღალია გენეტიკური მრავალფეროვნებაც: აქ კულტურული მცენარეების გამოსაყვანად ოდითგან იყენებდნენ ველურ მცენარეთა მდიდარ გენოფონდს. ჩვენში ვაზის 500-მდე უნიკალური ჯიშია გამოყვანილი. გარდა ამისა, საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთ ცენტრად ითვლება: ხორბლის მსოფლიოში ცნობილი 29 სახეობიდან საქართველოში აღწერილია 14, რომელთა შორის 5 სახეობა ენდემურია.
2.1.2. არსებული საფრთხე
სამწუხაროდ, საშიშროება, რაც ტექნიკურ პროგრესს მოჰყვა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ვერც საქართველომ აიცილა თავიდან: მნიშვნელოვნად დაბინძურებულია ჰაერი, წყლები (მათ შორის, შავი ზღვა) და ნიადაგი, დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობამ ზოგან დაარღვია მთის ხეობების ეკოლოგიური ბალანსი, არასწორმა მელიორაციულმა საქმიანობამ გამოიწვია კოლხეთის უნიკალური ჭარბტენიანი ბუნებრივი ლანდშაფტების რღვევა და სამხრეთ საქართველოში საფრთხე შეუქმნა ტბის ეკოსისტემებს, პირუტყვის ჭარბი ძოვების შედეგად საძოვრების 30% ეროზიას განიცდის, თვალსაჩინო გახდა გაუდაბნოების ტენდენცია აღმოსავლეთ საქართველოში.
უკანასკნელი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა ტყის ეკოსისტემებზე: ტყეები გამეჩხერდა, დაქვეითდა პროდუქტიულობა, ხარისხი; ტყე ბევრგან წყლის მარეგულირებელ, ზვავ- და მეწყერსაწინააღმდეგო ფუნქციებს ვეღარ ასრულებს. ტყის გავრცელების ზედა საზღვრის ეკოსისტემების რღვევა არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ისეთი უარყოფითი მოვლენების გახშირებისა და მასშტაბების გაფართოებისა, როგორიცაა წყალმოვარდნები, ღვარცოფები, მეწყრები, ზვავები.
ბრაკონიერობის მასშტაბების მკვეთრი მატება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ ერთი შედეგია. უკანასკნელ წლებში ერთი-ორად შემცირდა ირმის, ნიამორის, არჩვის, დათვის და ჯიხვის პოპულაციების რიცხოვნება. უფრო ადრე ფაქტობრივად გადაშენდა ჯიქი: იგი 1974 წლის შემდეგ აღარავის შეხვედრია.
მცენარეთა მტაცებლურმა გამოყენებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ საქართველოს ტყეების ჩვეულებრივი წარმომადგენელი – წაბლი, კარგა ხანია, წითელ წიგნშია შეტანილი. აქვე ვხვდებით საქართველოს ფლორის გადაშენების პირას მისულ მრავალ სხვა წარმომადგენელსაც.
გადაშენებულია ვაზისა და ხორბლის მრავალი უნიკალური ჯიში, ბევრიც გადაშენების პირასაა მისული. ამ ჯიშების პირისაგან მიწისა გაქრობით მარტო ბუნება კი არა, არამედ ქართული და, საერთოდ, საკაცობრიო კულტურა ღარიბდება.
საქართველოს წითელ წიგნში მცენარეთა 152, ძუძუმწოვართა 21, ფრინველთა 33 და რეპტილიათა და ამფიბიათა 10 სახეობაა შეტანილი. სამწუხაროდ, ადვილია იმის პროგნოზირება, რომ ახლო მომავალში წითელი წიგნი კიდევ არა ერთი და ორი სახეობით შეივსება.
2.1.3. სიტუაციის განვითარების სავარაუდო სცენარები
მომავალ ათწლეულში საქართველოს ბუნების მდგომარეობა და მისი გაუმჯობესების გზები, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე.
სცენარი პირველი მეტად სავარაუდოა, რომ საქართველო გააგრძელებს გზას სრულფასოვანი საბაზრო ურთიერთობების განვითარებისაკენ, რაც გულისხმობს ბუნებრივ რესურსებზე კერძო საკუთრების ფორმების განვითარებას, შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბებას, ცივილიზებული ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებას და სხვ. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პროცესებს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ჩაებმება ბუნებრივი რესურსების გამოყენების ბიზნესში შესაფერისად მომზადებული (მათ შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით) ვერ შეხვდეს, რის შედეგადაც ზოგიერთი ბუნებრივი რესურსის საწარმოო მასშტაბით გამოყენების ტემპმა შესაძლოა, ხარისხობრივი ცვლილება განიცადოს. მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში მრავალი ბუნებრივი რესურსი, და მთლიანად საქართველოს ბუნება დღევანდელობასთან შედარებით განუზომლად მეტი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
სცენარი მეორე ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ საქართველოში შენარჩუნდეს დღევანდელობის მეტნაკლებად მსგავსი მდგომარეობა; ანუ გაგრძელდეს ბუნებრივი რესურსების საწარმოო თვალსაზრისით ნაკლებად ინტენსიური, მაგრამ იმავდროულად არარაციონალური, არამდგრადი გამოყენება. ამ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ მომავალ ათწლეულში ბუნებრივი რესურსები უკიდურესად დაზიანდება ადვილად მისადგომ მონაკვეთებში. ზამთრის საძოვრების ჭარბი დატვირთვა გააღრმავებს გაუდაბნოების პროცესს. უფრო გაჭირდება ბრაკონიერობის მოთოკვა და შესაბამისად რიგი სახეობებისა გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ამავე დროს, იქ, სადაც ინფრასტრუქტურა ნაკლებადაა განვითარებული შენარჩუნდება ეკოსისტემების ნაკლებად შელახული „კუნძულები“. ეს ყოველივე საბოლოო ჯამში მაინც მაკრო-ეკოსისტემური წონასწორობის ძლიერ დარღვევას გამოიწვევს.
2.2. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
როგორც ჩანს, სიტუაციის განვითარების როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაშიც, საქართველოს ბუნების უნიკალურ მრავალფეროვნებას უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება. ამ საფრთხეს საკმაოდ რეალურად აფასებს საქართველოს ხელისუფლება და პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს მის თავიდან ასაცილებლად.
ხელისუფლების კონსტრუქციული პოზიციის საუკეთესო გამოხატულებას საქართველოს პრეზიდენტის ბატონ ედუარდ შევარდნაძის მიერ „კამპანია სიცოცხლის პლანეტასთან“ დაკავშირებით 1997 წელს გაკეთებული განცხადება წარმოადგენს, სადაც ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე დააკანონოს სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიები.
ამავე დროს, ნათელია, რომ გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს მომავალი თაობების მომზადება და აღჭურვა შესაბამისი გარემოსდაცვითი ცოდნით, უნარ-ჩვევებითა და მდგრადი გარემოსდაცვითი განწყობა-დამოკიდებულებებით.
გარდა ამისა, ცხადია, რომ ნებისმიერი ცოდნის მიღება და გამოყენება ჩვენს ეპოქაში პრაქტიკულად საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა, ხოლო კონკრეტული ცოდნის მიღებისა და გამოყენების საყოველთაო ხელმისაწვდომობა, სათანადო გარემოსდაცვითი ცნობიერების გარეშე, რეალურ ხიფათს უქმნის როგორც თავად ამ ცოდნის მატარებელს, ისე ადამიანთა საარსებო გარემოს, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ეს საფრთხე, საქართველოში კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტის ქსელის განვითარების კვალობაზე, დღითიდღე გაიზრდება.
ეკოლოგიური განათლების მნიშვნელობაზე საუბრისას ანგარიშგასაწევია პრობლემის მორალურ-პოლიტიკური ასპექტიც: ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა სისტემაში გარემოს დაცვას, ველური ბუნების კონსერვაციასა და მდგრად განვითარებას პრიორიტეტული როლი აქვს მინიჭებული. საქართველო, როგორც ევროპული და მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი, ვალდებულია ზრდიდეს თაობებს, რომლებიც იზიარებენ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს და თავისი მოღვაწეობით დამატებით საფრთხეს არ უქმნიან საარსებო გარემოს.
2.3. ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები
2.3.1. სამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოში გარემოს დაცვითი პრობლემების გადაწყვეტასთან მჭიდროდ და უშუალოდ დაკავშირებულია ხუთი უწყება:
● გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (გდს);
● დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი;
● სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი;
● სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;
● საქართველოს პარლამენტი (უპირატესად – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტი).
წინამდებარე პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით, ზემოთ მოყვანილ ჩამონათვალს ემატება საქართველოს განათლების სამინისტრო.
ყოველ მათგანს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს გარემოს დაცვის საქმიანობაში. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ დასახელებული სამთავრობო ორგანიზაციების, საერთოდ საქართველოს მთავრობის საქმიანობას აშკარად გამოკვეთილი გარემოსდაცვითი ორიენტაცია გააჩნია, რაც გამოისახება შესაბამის საკანონმდებლო საქმიანობაში და მსხვილი ბუნებისდაცვითი პროექტების ლობირებასა თუ მხარდაჭერაში. სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო საქართველოს სამთავრობო ორგანიზაციებს ხშირად არ ჰყოფნით სახსრები და ტექნიკური აღჭურვილობა შესაბამისი პროექტების ხორცშესასხმელად.
2.3.2. არასამთავრობო ორგანიზაციები
მდგრადი განვითარების პრინციპების დამკვიდრების კვალდაკვალ, საქართველოს სხვდასხვა რაიონებში სულ უფრო მატულობს გარემოსდაცვითი და ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი, რასაც ბოლო დროს, განსაკუთრებული ბიძგი მისცა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნამ. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვანი „სტრატეგიული რეზერვია“ გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური განათლების პროექტების განხორციელებისათვის. მაგრამ, სადღეისოდ ისინი საჭიროებენ სერიოზულ ინსტიტუციურ სრულყოფასა და მატერიალურ სტიმულირებას, რაც საქართველოში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ პრობლემატურია.
2.3.3. თანამშრომლობა უცხოელ დონორებთან
არასაკმარისი საბიუჯეტო ფინანსირების პირობებში უმნიშვნელოვანესია უცხოელი დონორების დაინტერესება საქართველოს ბუნების დაცვისა და მდგრადი გამოყენების პრობლემებით. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული.
გერმანიის მთავრობის, კერძოდ კი, თანამშრომლობის სამინისტროს (BMZ) ფინანსური დახმარებით 1991-1992 წლებში შეიქმნა საქართველოში ეკოლოგიური განათლების განვითარების სტრატეგია და პროგრამა, რომელიც კონცეფციურად ეფუძნებოდა ეკოლოგიური განათლების უწყვეტობისა და სხვადასხვა სასკოლო დისციპლინებში ინტეგრირების პრინციპებს, იმავდროულად მოიცავდა ფორმალური და არაფორმალური განათლების მთელ რიგ ღონოსძიებებს. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა საშუალო სკოლების 1000-მდე პედაგოგის ტრენინგი, შეიქმნა ეკოლოგიური განათლების სასკოლო ცენტრების ქსელი, რამდენიმე წლის მანძილზე მომზადდა მასწავლებელთა ტრენერის კვალიფიკაციის მქონე 14 ქართველი სპეციალისტი; სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების არაფორმალური განათლების საჭიროებებისათვის ყაზბეგში, ბაკურიანსა და თელავში დაარსდა ეკოცენტრები; გამოიცა და გავრცელდა დამხმარე სასწავლო, საცნობარო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა; შეიქმნა და გადაიცა 50-მდე ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო ვიდეო ფილმი; გარემონტდა და ამუშავდა აწყურის საზაფხულო ეკო-ბანაკი და სხვ.
გერმანიის მთავრობისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დახმარებით მიმდინარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაარსებასთან დაკავშირებული ტრენინგისა და ეკოლოგიური განათლების პროგრამა, რომელიც მოიცავს ადიგენის, ახალციხის, ბორჯომის, ხაშურის, ხარაგაულისა და ბაღდათის რაიონებს.
მსოფლიო ბანკის (WB) და გარემოს დაცვის გლობალური ფონდის (GEF) დახმარებით საფუძველი ჩაეყარა დაცული ტერიტორიების, სატყეო სექტორის განვითარების და სანაპირო ზონის ინტეგრალური განვითარების დიდი პროექტების განხორციელებას და სხვ.
ევროგაერთიანების ტექნიკური დახმარების ამიერკავკასიის მონიტორინგის სამსახური (TACIS) ახორციელებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პროგრამას, მიზნობრივი ჯგუფების ფართო სპექტრისათვის, რაც ძირითადად ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით პრობლემებზე ორიენტირებულ ჟურნალისტთა და სხვა მიზნობრივ ჯგუფთა ტრენინგსა და ცალკეულ გარემოსდაცვით კამპანიებში გამოიხატება.
ადგილობრივ არასამთავრო ორგანიზაციათა გარემოსდაცვით და საგანმანათლებლო პროექტებს მცირე გრანტებით პერიოდულად აფინანსებს ფონდი „ჰორიზონტი“ და სხვ.
საქართველოში მოქმედი მსხვილი გარემოსდაცვითი ორგანიზაციები აცნობიერებენ, რომ მათ მიერ წამოწყებული ნებისმიერი პროექტის ეფექტიანობა პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების დონეს, როგორც ლოკალურად – ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ ისინი, როგორც წესი, ცდილობენ პროექტებს, ამა თუ იმ ფორმით, დაურთონ და შეუხამონ ეკოლოგიური განათლების ელემენტები, თუმცა ამ მიმართულებით მაინც თვალში საცემია მათი არასაკმარისი აქტივობა და ურთიერთიერთშორის სუსტი კოორდინაცია.
3. პროგრამის კონცეფციური წანამძღვრები
3.1. ეკოლოგიური განათლების განსაზღვრება
განათლება წარმოადგენს უწყვეტ პროცესს, რომლის საშუალებითაც ადამიანი, და მთლიანად საზოგადოება აღწევს თავისი შესაძლებლობების განვითარების უმაღლეს პოტენციალს. იგი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და შესაბამისი საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის.
ეკოლოგიური განათლება წარმოადგენს მულტიდისციპლინარულ სწავლებას, რომელიც აყალიბებს გარემოსდაცვით შეგნებას, ღირებულებებს და უნარ-ჩვევებს რისი საშუალებითაც ადამიანი და მთლიანდ საზოგადოება მონაწილეობს გარემოს შენარჩუნების და გაუმჯობესების საქმეში; იგი არის უმნიშვნელოვანესი სოციალური სტრატეგია, რომელიც თავის საბოლოო მიზნად ისახავს ისეთი ადამიანის ჩამოყალიბებას, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა საკუთარი საარსებო გარემოს შესახებ, აქვს შეფასების უნარი, ფლობს გარემოსთან ურთიერთობის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, და გამომუშავებული აქვს ძირითადი (მათ შორის გარემოსდაცვითი) განწყობა-დამოკიდებულებები.
გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბება, პირველ რიგში, ეფუძნება ფორმალური განათლების სექტორის გაუმჯობესებას, არაფორმალური განათლების საშულებათა გაძლიერებასა და მიზანმიმართული საინფორმაციო პოლიტიკის გატარებას.
ამასთან, ეკოლოგიური განათლება არ წარმოადგენს ცალკე მდგომ საქმიანობას და არ არის გამიჯნული სხვა სოციალური სტრატეგიებისაგან. პირიქით, იგი მათთან კომპლექსში არის გააზრებული, დაგეგმილი და ისეთივე როლს ასრულებს, როგორსაც კომუნიკაცია, ეკონომიკა, პოლიტიკა, კანონმდებლობა, ეკოლოგიური მონიტორინგი, დაგეგმარება და სხვ.
ეკოლოგიური განათლების პროცესში აუცილებელია განიხილებოდეს ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი გარემოს ყველა ასპექტი: ეკოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნიკური, სოციალური, საკანონმდებლო, კულტურული, რელიგიური და ესთეტიკური.
ეკოლოგიური განათლება ეხმარება ქვეყნის მოსახლეობას გარემოსდაცვითი და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მდგრადი განვითარების პრობლემების გამოვლენაში, ამ პრობლემების შესწავლაში და მათი გადაჭრის აუცილებელი გზების გამოძებნაში. იგი საშუალებას აძლევს ადამიანებს საკუთარი ძალებით გაერკვენ მოსალოდნელ ცვლილებებში და თავად შეაფასონ შესაძლებელი ალტერნატივების ღირებულება და სარგებელი.
გარემოს წარმატებული დაცვა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და იმ პრაქტიკული პროგრამების არსებობაზე, რომელთაც ეთანხმება და მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობა. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას გათვითცნობიერებული აქვს თუ რას ითვალისწინებს, რა კომპონენტებს მოიცავს ეს პროგრამები და რა შედეგებია მოსალოდნელი მათი განხორციელების შემთხვევაში.
3.2. მიზნობრივი ჯგუფები
ეკოლოგიური განათლების პროგრამის თვალსაზრისით, მიზნობრივი ჯგუფი, წარმოადგენს სოციალური, ასკობრივი, ან პროფესიული ნიშნით გამორჩეულ ადამიანთა ერთობას, რომელსაც სათანადო ეკოლოგიური განათლების მიღების შემდეგ შესწევს უნარი სწორად შეაფასოს არსებული ეკოლოგიური პრობლემები, წინ აღუდგეს გარემოს დეგრადაციას და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონის ან ქვეყნის მდგრად განვითარებაში. ასეთებია:
● მასწავლებლები, მასწავლებელთა ტრენერები, ლექტორები, კურიკულუმის ავტორები და სხვ;
● სკოლამდელი ასაკის ბავშვები, მოსწავლეები და სტუდენტები;
● ადგილობრივი და დაინტერესებული მოსახლეობა;
● მასმედიის წარმომადგენლები;
● ადგილობრივი და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები;
● სამრეწველო და სამომხმარებლო სექტორების წარმომადგენლები;
● მოხელეები და პროფესიონალები სამთავრობო სტრუქტურებიდან და ორგანიზაციებიდან;
● გადაწყვეტილებების მიმღებნი და პოლიტიკოსები ადგილობრივი, რეგიონალური და ცენტრალური სტრუქტურებიდან;
რელიგიური გაერთიანებები.
3.3. ეკოლოგიური განათლების სტრატეგიული მიმართულებები
წინამდებარე პროგრამის გრძელვადიანი მიზნებისა და ამოცანების, აგრეთვე მიზნობრივი ჯგუფების ფართო სპექტრის გათვალისწინებით, ეკოლოგიური განათლების პროცესი ოთხი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებებით წარიმართება:
● ინფორმირება
● კომუნიკაცია
● სწავლება
● შესაძლებლობათა განვითარება.
ამ შემთხვევაში ეკოლოგიური განათლება წარმოგვიდგება, როგორც ოთხი კონკრეტული, მაგრამ ამასთანავე ურთიერთგადამფარავი კომპონენტისაგან შემდგარი უწყვეტი საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც ადამიანის ცხოვრების მთელ პერიოდს მოიცავს. ყოველი სტრატეგიული მიმართულება აბალანსებს დანარჩენ სამს და იძენს მაქსიმალურ ეფექტს მხოლოდ სხვა კომპონენტებთან კომბინაციაში გამოყენებით.
ინფორმირების ძირითად ამოცანას მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ზოგადი დონის ამაღლება წარმოადგენს. იგი ინფორმაციის ერთი მიმართულებით გავრცელების პროცესს წარმოადგენს და ფართო გაგებით, ისეთი პირობების შექმნას გულისხმობს, როდესაც საზოგადოების ყველა ფენას აქვს საშუალება მიიღოს გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პრობლემების გაცნობიერებისათვის საჭირო ინფორმაცია.
ძირითადი საშუალებები: პრეს-ინფორმაციები, ინფორმაციული და შემეცნებითი მასალების მიწოდება ტრადიციული და ელექტრონული მედიის დახმარებით, საინფორმაციო კამპანიები, შემეცნებითი სატელევიზიო პროგრამები და რადიო გადაცემები, პოპულარული გამოცემები, საზოგადოებრივი რეკლამა, სამეცნიერო პოპულარული და დოკუმენტური ფილმები, საინფორმაციო ბიულეტენები და სხვ.
კომუნიკაციის ძირითად ამოცანას, საზოგადოების სხვადასხვა სექტორს შორის დიალოგის გზით გარემოს დაცვის პრინციპებსა და პრიორიტეტებზე ერთობლივი აზრის და “წუხილის” ჩამოყალიბება. ინფორმირებისაგან განსხვავებით კომუნიკაცია იდეებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის პროცესს წარმოადგენს და მისი ძირითადი ამოცანაა საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა.
ძირითადი საშუალებები: საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც ორმხრივ დიალოგს გულისხმობენ, ინტერსექტორალური და საორიენტაციო შეხვედრები, ინტერაქტიული გამოფენები და სხვ.
შესაძლებლობათა განვითარების ძირითად ამოცანას ცაკლკეული პროფესიული ჯგუფების ტრენინგი და მათი ინსტიტუციური ერთეულების გაძლიერება წარმოადგენს. იგი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ერთი მხრივ, გარემოს დაცვის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების ფოკუსირებაში და, მეორე მხრივ, აუცილებელი უნარ-ჩვევების და შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში.
ძირითადი საშუალებები: ტრენინგისა და გადამზადების პროგრამები, ორგანიზაციული განვითარება, სტრატეგიული დაგეგმარება, ქსელების ჩამოყალიბება და სხვ.
სწავლების ძირითად ამოცანას, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცოდნის, უნარ-ჩვევების, შესაბამისი განწყობა-დამოკიდებულებისა და შეფასების უნარის განვითარება წარმოადგენს. ეკოლოგიური სწავლების ფარგლებში მიმდინარე ქმედებები რეალური ეფექტის მომტანია მაშინ, როდესაც ისინი ორგანულად არიან ინტეგრირებული ფორმალურ სასწავლო პროცესში.
ძირითადი საშუალებები: ეროვნული სასწავლო გეგმები (კურიკულუმები), ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები, სასწავლო ვიდეო ფილმები და სხვა დიდაქტიკური მასალები, ეკოლოგიური ბანაკები, საველე პრაქტიკები და ა.შ.
3.4. ეკოლოგიური განათლების შემადგენელი კომპონენტები
როგორც უკვე აღინიშნა, ეკოლოგიური განათლება უწყვეტ, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის პროცესს წარმოადგენს. იგი სისტემატურად მიმდინარეობს და ყოველ ეტაპზე კონკრეტულ აუდიტორიას ემსახურება, დაწყებული სკოლამდელი ასაკის ბავშვებით – დამთავრებული პოლიტიკოსებით და გადაწყვეტილების მიმღები პირებით უმაღლეს სამთავრობო დონეზე. აქედან გამომდინარე, ფორმალურ განათლებასთან ერთად, აუცილებელია არაფორმალური და საინფორმაციო განათლების ხერხების გამოყენებაც, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად მოვიცვათ მიზნობრივი ჯგუფების მთელი სპექტრი.
საინფორმაციო განათლება, როგორც წესი, არ არის წინასწარ გათვლილი რომელიმე მიზნობრივ ჯგუფზე და მოსახლეობამდე ინფორმაციის მასობრივი საშუალებების მეშვეობით, კერძოდ, ახალი ამბების მედიის, ტრადიციუილი და სარეკლამო მედიის, და კომუნიკაციის სხვა არხებით აღწევს. იგი გულისხმობს:
ა) საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას საარსებო გარემოს მდგომარეობის, გლობალური და ლოკალური ეკოლოგიური კატასტროფების, გარემოსდაცვითი ინიციატივებისა და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ და ა.შ. ;
ბ) გარემოსდაცვითი იდეების, მდგრადი განვითარებისა და მდგრადი ბუნებათსარგებლობის პრინციპების პოპულარიზაციასა და პროპაგანდას;
ფორმალური განათლება მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო და არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო დაკვეთით.
დღეს არსებული განათლების სისტემა ვერ აძლევს ადამიანებს გარემოსთან სწორი, არაკონფლიქტური ურთიერთობის დამყარების ჩვევებს, რაც შედეგად იწვევს არა მარტო უპასუხისმგებლო, მტაცებლურ დამოკიდებულებას ბუნებისადმი, არამედ ეგოცენტრიზმს, სხვათა ინტერესების უგულვებელყოფას, შეუწყნარებლობას საწინააღმდეგო აზრისადმი, ტოლერანტობის დეფიციტსა და აგრესიულობას. ეკოლოგიური განათლების ინტეგრირება სასწავლო პროცესში ზემოთ ჩამოთვლილი მრავალი პრობლემის გადაჭრის საშუალებას იძლევა.
ყოველი წინა საფეხური მოზარდს შემდეგ საფეხურზე გადასვლისათვის უნდა ამზადებდეს და ითვალისწინებდეს იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რომლებიც ახალ, მკვეთრად შეცვლილ პირობებთან შეგუებაში დაეხმარება. გარდა იმისა, რომ ამგვარი მიდგომა ფსიქოლოგიურად გამართლებულია, იგი თავისთავად არის უცნობ გარემოსთან სწორი, არაკონფრონტაციული დამოკიდებულების დამყარების შესანიშნავი აღმზრდელობითი საშუალება, რაც ეკოლოგიური განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
არაფორმალური განათლება. ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ადამიანს უკვე გამომუშავებული უნდა ჰქონდეს გარემოსთან ურთიერთობის, ბუნების გაფრთხილებისა და მოვლის უნარ-ჩვევები გამყარებული გარკვეული მოცულობის ეკოლოგიური ცოდნით. პიროვნების ჩამოყალიბების შემდგომ ეტაპებზე ამ ცოდნისა და უნარის მუდმივ განახლებასა და დახვეწას უნდა ემსახურებოდეს არაფორმალური განათლება, რომელიც გულისხმობს:
ა) სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების მომზადებას საარსებო გარემოს მდგომარეობის მონიტორინგში, გლობალური და ლოკალური ეკოლოგიური კატასტროფების პროგნოზირებასა და შედეგების ლიკვიდაციაში, ახალ გარემოსდაცვით ინიციატივების, კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
ბ) სახელმწიფო მმართველობისა და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების (პარლამენტარები, ცენტრალური და ადგილობრივი ადმინისტრაციები, ჟურნალისტები, სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლები, მეტყევეები და ა.შ.) წარმომადგენელთა პერიოდულ ხანმოკლე ტრენინგს და საინფორმაციო სემინარებს;
გ) გარემოსდაცვითი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციათა სტიმულირებას, ზრუნვას მათ განვითარებაზე, მათთან ფართო თანამშრომლობას;
დ) საზაფხულო ეკოლოგიური ბანაკების, სხვადასხვა სახის ეკოლოგიური აქციების, კონკურსების, მოსწავლეთა ოლიმპიადების, გამოფენებისა და მასობრივი სანახაობების ჩატარებას და ა.შ.;
ე) ეკოლოგიურ-შემეცნებითი ტურიზმის განვითარებას;
ვ) სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონების მოსახლეობისათვის.
არაფორმალური განათლება მიმდინარეობს ფორმალური სასწავლო სისტემის გარეთ არსებული ორგანიზაციების მეშვეობით (ტრენინგისა და გადამზადების ცენტრები, სკოლის გარეშე დაწესებულებები, ბავშვთა და მოზარდთა საზოგადოებრივი გაერთიანებები, ეკოლოგიური ბანაკები, ეროვნული პარკები და სხვ.).
არაფორმალური ეკოლოგიური განათლების ერთ-ერთ, სულ უფრო მზარდი მნიშვნელობის მიმართულებას ბიზნესის და მრეწველობის სფეროები წარმოადგენს. სულ უფრო და უფრო მეტი ფირმა ხვდება ეკოლოგიურად განათლებული და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე სამუშაო ძალების დიდ ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, და კონსერვაციულ სარგებელს.
იგივე შეიძლება ითქვას სახელმწიფო დეპარტამენტებისა და დაწესებულებების შესახებაც, რომლებიც ანვითარებენ არაფორმალური ეკოლოგიური განათლების პროგრამებს ანალოგიური მიზეზების გამო.
საქართველოს მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სტრატეგია (2002-2012)
ეკოლოგიური განათლების სტრატეგიული მიმართულებები
ინფორმირება
კომუნიკაცია
შესაძლებლობათა
განვითარება
სწავლება
ეკოლოგიური განათლების შემადგენელი კომპონენტები
საინფორმაციო
განათლება
არაფორმალური განათლება
ფორმალური განათლება
მიზნობრივი ჯგუფები
ეკოლოგიური განათლების ძირითადი საშუალებები
მასწავლებლები, მასწავლებელთა ტრენერები, ლექტორები, კურიკულუმის ავტორები და სხვ.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები, მოსწავლეები და სტუდენტები
ადგილობრივი მოსახლეობა
მასმედიის წარმომადგენლები
ადგილობრივი და ეროვნული სამთავრობო ორგანიზაციების წევრები
სამრეწველო და სამომხმარებლო სექტორების წარმომადგენლები
მოხელეები და პროფესიონალები სამთავრობო სტრუქტურებიდან და ორგანიზაციებიდან
გადაწყვეტილებების
მიმღებნი და პოლიტიკოსები ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური სტრუქტურებიდან
რელიგიური ორგანიზაციები
პრეს-ინფორმაციები
სატელევიზიო პროგრამები და რადიო გადაცემები
შემეცნებითი სატელევიზიო პროგრამები
პოპულარული გამოცემები
საზოგადოებრივი რეკლამა
სამეცნიერო პოპულარული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები
საინფორმაციო ბიულეტენები
სოციალური რეკლამა
ინტერაქ-ტიული საინფორ-მაციო კომპანიები
საორიენტა-ციო შეხვედრები მოსახლეო-ბასთან ინტერსექ-ტორალური შეხვედრები
ტრენინგისა და გადამზადების პროგრამები
სემინარები და სამუშაო
შეხვედრები
კვალიფიკაციის ამაღლება
უცხოეთში
ეკოლოგიური ბანაკები
მეთოდური და დამხმარე
სახელმძღვანე-ლოები
გაცვლითი პროგრამები კურიკულუმების ავტორებისათვის
სასწავლო-
შემეცნებითი და სპეციალური გამოცემები
კონკურსები,
ტურნირები,
ვიქტორინები, თემატური გამოფენები და სხვ.
შემეცნებითი ეკოლოგიური
კამპანიები
შრომითი სემესტრები
საერთაშორისო გაცვლითი
პროგრამები
მცირე გრანტების
პროგრამები
საცნობარო ლიტერატურა
წრეები
კონკურსები
საველე პრაქტიკები
მასწავლებელთა ტრენერების მომზადება
ტრენინგისა და გადამზადების პროგრამები
სასკოლო
წრეები ქსელები
სკოლისარეშე განათლების ცენტრები
საველე
პრაქტიკები
ინტეგრირებული კურიკულუმები
ძირითადი და
დამხმარე სახელმძღვანე-ლოები
სასწავლო
ვიდეო-
ფილმები თვალსაჩინოება
სასწავლო პროგრამები
სასწავლო
თვალსაჩინოება
4. გადაუდებელ ღონისძიებათა გეგმა
4.1. პერსპექტიული ხედვა
ამ პარაგრაფში მოცემულია საქართველოში ეკოლოგიური განათლების დონის ამაღლების გამო მოსალოდნელი შედეგების შედარებით ხანგრძლივვადიანი ხედი. ამგვარი პერსპექტიული ხედვა ქმნის ხანგრძლივვადიანი მიზნებისა და ამოცანების მომცველ კონცეფციურ-სტრატეგიულ საფუძველს და წარმოადგენს კრიტიკულ წანამძღვარს ეკოლოგიური განათლების პროგრამის გადაუდებელ ღონისძიებათა შესამუშავებლად:
● 2011 წლისთვის საქართველოს განათლების სისტემა უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი პრობლემების რეალური გაგებისა და მათი გადაჭრის გზების მოძებნისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარ-ჩვევების, სწორი განწყობა-დამოკიდებულებისა და შეფასების უნარის ჩამოყალიბებას.
● ქვეყნის მოსახლეობას მიეწოდება ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მას არსებული მომხმარებლური ცხოვრების წესის გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების პრინციპებით შეცვლისაკენ უბიძგებს.
● გარემოსდაცვით ორგანიზაციებსა და საზოგადოების სხვა სექტორებს შორის დიალოგის საფუძველზე ქვეყანაში შექმნილია ერთობლივი აზრი გარემოს დაცვის პრინციპებსა და პრიორიტეტებზე.
● ტრენინგისა და ინსტიტუციური გაძლიერების შედეგად პროფესიული ჯგუფები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში გარემოსდაცვითი ცნობიერების შემდგომი განვითარების საქმეში.
● სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით სამოქალაქო საზოგადოება აცნობიერებს ბუნებრივი და ადამიანური რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების საჭიროებას: რეგულირებადია გარემოს დაბინძურება, შექმნილია ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო, შეჩერებულია ბუნებრივი რესურესების არალეგალური და ჭარბი გამოყენება, შემცირებულია ეროზიისა და გაუდაბნოების მასშტაბები, გაუმჯობესებულია ტყის ეკოსისტემების მდგომარეობა, გაზრდილია იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა რიცხოვნობა და სხვ.
● გარემოსდაცვითი ცნობიერების მაღალი დონე ხელს უწყობს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას ისეთი ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, რომლებიც ეფუძნება ინდუსტრიულ დარგებში ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვასა და მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპებს.
● საქართველო გადაიქცევა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ჰარმონიული შერწყმის ევროპულ მოდელად.
4.2. პირველი ეტაპის სტრატეგიული პრიორიტეტები
პერსპექტიულ ხედვაში ჩამოყალიბებული გრძელვადიანი მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ მოახდინა ეკოლოგიური განათლების პროგრამის ხუთი სტრატეგიული პრიორიტეტის იდენტიფიცირება. სწორედ ეს პრიორიტეტები განსაზღვრავენ იმ სპეციფიკურ ქმედებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში მომავალი სამი წლის განმავლობაში, რათა შეიქმნას „მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების სახელმწიფო პროგრამის“ წარმატებული განვითარებისათვის აუცილებელი საფუძვლები.
პრიორიტეტი ერთი: ეკოლოგიურ-საგანმანათლებო ქმედებათა ინტეგრაციისა და კოორდინაციის გაძლიერება
წინამდებარე პროგრამის მიზანმიმართული და გეგმაზომიერი დანერგვისათვის, აგრეთვე დღეისათვის ქვეყანაში მიმდინარე ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციათა ფართო სპექტრის კოორდინაციის, ინფორმაციის გაცვლის, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და ეკოლოგიური განათლების აქტივობის ინტეგრირებისათვის საჭიროა არსებობდეს უწყებათშორისი მაკოორდინირებელი ორგანო – ეკოლოგიური განათლების საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – „საკოორდინაციო საბჭო“).
საკოორდინაციო საბჭო იქმნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლების სამინისტროების მიერ ურთირთშეთანხმების საფუძველზე და ახორციელებს ზოგად მეთვალყურეობას წინამდებარე პროგრამის დანერგვის მიმდინარეობაზე, ითანხმებს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს და მონაწილეობს დაფინანსების წყაროების მოძიებაში.
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები
პრიორიტეტი ორი: ეკოლოგიური განათლების განვითარების პროგრამის საინვესტიციო პაკეტის შექმნა
მომზადდება და პოტენციურ დონორებს წარედგინება განაცხადი სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელიც მოიცავს პრიორიტეტულ საპროექტო მიმართულებებს, საპროექტო წინადადებებს და დეტალურ პროექტებს.
პასუხისმგებელი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს განათლების სამინისტროები
პრიორიტეტი სამი: ეკოლოგიური განათლების დონის ამაღლება საშუალო სკოლებში და პედაგოგიური პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში
სწავლების კომპონენტი, განსაკუთრებით ფორმალური განათლება, ისეთ ხანგრძლივ ქმედებას წარმოადგენს, რომლის პირველი ხელშესახები შედეგებიც მხოლოდ 10-12 წლის შემდეგ არის მოსალოდნელი. ამიტომაც, პერსპექტიული ხედვიდან გამომდინარე ცხადია, რომ სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციის პირველ ეტაპზე ეს სფერო უდავო პრიორიტეტს წარმოადგენს. ეკოლოგიური განათლების დონის ამაღლება საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რამდენიმე ელემენტისაგან შედგება:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმების შექმნა: ეროვნულ სასწავლო გეგმებში ეკოლოგიური განათლებისა და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების ქროსკურიკულუმის (გადამკვეთი საგნის სტანდარტის) შეტანა. ეს პროექტი განხორციელდება განათლების სისტემის გარდაქმნისა და გაძლიერების პროგრამის ეროვნული სასწავლო გეგმების კომპონენტის ფარგლებში.
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლების სამინისტრო
ბ) მოსწავლეთა დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნა ეკოლოგიური ინფორმაციის, გარემოსდაცვითი განწყობადამოკიდებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამომაყალიბებელი დავალებების, ამოცანების, სავარჯიშოებისა და სხვ. ინტეგრირება საგნობრივ (ძირითადად საბუნებისმეტყველო საგნების) სახელმძღვანელოებში. ეს პროექტი განხორციელდება განათლების სისტემის გარდაქმნისა და გაძლიერების პროგრამის ახალ სახელმძღვანელოთა კომპონენტის ფარგლებში. პირველ რიგში, განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების საკონკურსო კომისიისა და საექსპერტო კომისიების შეფასების კრიტერიუმებში უნდა შევიდეს შესაბამისი დამატება გარემოსდაცვისა და მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობის შესახებ; უნდა გამოიცეს და აპრობირებირებულ იქნეს დაწყებითი სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა დამხმარე სახელმძღვანელოების საპილოტო ტირაჟი.
კოორდინირებას გაუწევს: საქართველოს განათლების სამინისტრო
გ) მეთოდური სახელმძღვანელოს შექმნა მასწავლებლებისათვის პედაგოგთა დამხმარე მეთოდური სახელმძღვანელოსა და მოსწავლეთა სავარჯიშო რვეულის შექმნა დაწყებითი სკოლისათვის და საპილოტო ტირაჟის გამოცემა. ეს პროექტი განხორციელდება განათლების სისტემის გარდაქმნისა და გაძლიერების პროგრამის ახალ სახელმძღვანელოთა კომპონენტის ფარგლებში.
კოორდინირებას გაუწევს: საქართველოს განათლების სამინისტრო
დ) შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება უნდა განხორციელდეს შეფასების სისტემაში ეკოლოგიური ცოდნისა და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების ხარისხის დამდგენი კრიტერიუმების შეტანა და შეიქმნას ეკოლოგიური ცოდნისა და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების შემმოწმებელი ტესტები.
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლების სამინისტრო
ე) სასკოლო ეკო-ცენტრების ქსელი უნდა დასრულდეს და ამუშავდეს ეკოლოგიური განათლების სასკოლო ქსელი, რაც გულისხმობს: საქართველოს ყველა სამხარეო ცენტრის ერთ საშუალო სკოლაში ეკოლოგიური განათლების კაბინეტის დაარსებას, მის აღჭურვას სათანადო საკომუნიკაციო საშუალებებითა და კომპიუტერული ტექნიკით; კაბინეტის გამგეების/სასკოლო ეკოლოგიური განათლების სამხარეო ცენტრების ხელმძღვანელთა დანიშვნას და სასკოლო ეკოლოგიური განათლების სამხარეო პროგრამების შექმნასა და განხორციელებას; ეს პროექტი განვითარდება განათლების სისტემის გარდაქმნისა და გაძლიერების პროგრამით გათვალისწინებული მასწავლებელთა გადამზადების რესურს-ცენტრების შექმნის ქვეკომპონენტის ფარგლებში.
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლების სამინისტრო
ვ) დაწყებითი სკოლის პედაგოგთა ტრენინგი უნდა ჩატარდეს პედაგოგთა ტრენინგი და გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდების, სწავლების პროგრესული ტექნოლოგიების, ეკოლოგიური ინფორმაციისა და გარემოსდაცვითი აღზრდის ინტეგრირების ხერხების ათვისების მიზნით. ტრენინგი, პირველ რიგში, ჩაუტარდებათ დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს. ეს პროექტი განხორციელდება განათლების სისტემის გარდაქმნისა და გაძლიერების პროგრამის მასწავლებელთა ტრენინგისა და გადამზადების კომპონენტის ფარგლებში.
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლების სამინისტრო
ზ) უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების კორექცია პედაგოგიური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების შესაბამის სასწავლო პროგრამებში უნდა აისახოს გარემოსმცოდნეობითი სწავლების, ეკოლოგიური განათლებისა და მდგრადი განვითარების პრინციპები და ძირითადი დებულებები.
ამ ქმედების ფარგლებში შეიქმნება და გამოიცემა დამხმარე სახელმძღვანელოები სტუდენტებისა და ლექტორთათვის. მოხდება პედაგოგიური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების ლექტორთა ტრენინგი და გადამზადება.
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლების სამინისტრო
პრიორიტეტი ოთხი: არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარება
ეკოლოგიური განათლების ეროვნული პროგრამის დანერგვის საქმეში საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ პარტნიორს ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ. თუკი საერთაშორისო ორგნიზაციების შემთხვევაში, რომელთაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, უმთავრესია მათი ქმედებათა კოორდინაცია და შეთანხმება (პრიორიტეტი ერთი), ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში აუცილებელია მათი შესაძლებლობათა მნიშვნელოვანი განვითარება, რათა მათ ხელეწიფებოდეთ აუცილებელი საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ მთავრობას ქმედითი დახმარება ამ საქმეში სწორედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაუწიეს. ამ მიზნით განხორციელდება სპეციალური ფართომასშტაბიანი ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის ძირითადი შემსრულებლები ტრენინგის პროგრამაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან. კამპანიის ძირითადი ამოცანა წინამდებარე პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნობრივი ჯგუფის – ადგილობრივი მოსახლეობის – ფართო ფენების ინფორმირება იქნება, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს ამ აქტივობის მოსალოდნელ შედეგებს.
პრიორიტეტი ხუთი: ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის, სხვა მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისა და მთლიანად საზოგადოების ფართო ინფორმირება ეკოლოგიური განათლების საკითხებთან დაკავშირებით
ეკოლოგიური განათლების ეროვნული პროგრამის წარმატებული დანერგვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების გარკვეულ მზადყოფნაზე და ინტერესზე ეკოლოგიური განათლების საკითხების მიმართ. პრიორიტეტი გულისხმობს მოსახლეობის მუდმივ ინფორმირებას საარსებო გარემოს მდგომარეობის, გლობალური და ლოკალური ეკოლოგიური კატასტროფების, გარემოსდაცვითი ინიციატივებისა და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ და ა.შ.; აგრეთვე, გარემოსდაცვითი იდეების, მდგრადი განვითარებისა და მდგრადი ბუნებათსარგებლობის პრინციპების პოპულარიზაციას და პროპაგანდას – ყველაფერი ის, რაც სასურველ ფონს ქმნის გარემოსდაცვითი ცნობიერების დამკვიდრებისა და ეკოლოგიური განათლებისათვის. ეს, პირველ რიგში, აისახება პოლიტიკის შემუშავებასა და პოპულარული ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო პროგრამების დაფუძნებაში საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო არხებზე.
პასუხისმგებელი: საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი, საქართველოს განათლებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები.
4.3 სამოქმედო გეგმა
წინა პარაგრაფში წარმოდგენილი სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება არ წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს მთავრობის საქმეს. მთავრობა ათვითცნობიერებს პროგრამის დანერგვის ხანგრძლივ პროცესში სხვა პარტნორების მონაწილეობის კრიტიკულ მნიშვნელობას და მოელის ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან, მეცნიერების, ბიზნესის, მასმედიის და სხვა სექტორების წარმომადგენლებისაგან კონსტრუქციული როლის შესრულებას ქვეყანაში ეკოლოგიური განათლების განვითარების საქმეში. ამასთან, უდავოა მთავრობის, როგორც ლიდერის, წამყვანი როლი, რაზეც თვით ამ პროგრამის შექმნის ინიციატივა მიუთითებს. ამ კონტექსტში, საქართველოს მთავრობის ფუნქცია ეკოლოგიური განათლების პროგრამის განვითარებაში შემდეგნაირად წარმოდგება:
● განახორციელოს ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
● დაეხმაროს სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობისათვის საჭირო ფინანსების მოპოვებაში და პროექტების დანერგვაში;
● დაარწმუნოს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები თავად განახორციელონ ან მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.
პროგრამის დანერგვის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც, ერთი მხრივ, სავსებით დაძლევადია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისა და საქართველოს განათლების სამინისტროთა ერთობლივი ძალისხმევით, არ მოითხოვს სპეციალურ საბიუჯეტო დაფინანსებას, ან დიდი მოცულობის საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას და ამავე დროს ქმნის აუცილებელ წინაპირობას სახელმწიფო პროგრამის სრული და ეფექტიანი განხორციელებისათვის.
ქვემოთ მოყვანილია ინფორმაცია ეკოლოგიური განათლების განვითარების იმ ქმედებების შესახებ, რომელიც მთავრობამ უნდა განახორციელოს, იმ პრიორიტეტების შესაბამისად, რომლებიც წინა პარაგრაფში იქნა ჩამოყალიბებული.
სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის სამოქმედო გეგმა (2001-2004)
№
ქმედება
ინდიკატორი
პასუხისმგებელი უწყება
1.
ეკოლოგიური განათლების საკოორდინაციო საბჭოს შექმნა
პროგრამის დანერგვის მიმდინარეობაზე მეთვალყურეობას ახორციელებს და
მიმდინარე პროექტებს ითანხმებს ეკოლოგიური განათლების საკოორდინაციო საბჭო
განათლების სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
2.
ეროვნულ სასწავლო გეგმებში ეკოლოგიური განათლებისა და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების ქროსკურიკულუმის (გადამკვეთი საგნის სტანდარტის) შეტანა.
ეროვნულ სასწავლო გეგმებში შეტანილია ეკოლოგიური განათლებისა და გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების ქროსკურიკულუმი (გადამკვეთი საგნის სტანდარტი)
საქართველოს განათლების სამინისტრო
3.
ეკოლოგიური ინფორმაციის, გარემოსდაცვითი განწყობა-დამოკიდებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამომაყალიბე-ბელი სავარჯიშოებისა და სხვ. ინტეგრირება საგნობრივ (ძირითადად საბუნებისმეტყველო საგნების) სახელმძღვანელოებში.
ა) სახელმძღვანელოების საკონკურსო კომისიის შეფასების კრიტერიუმებში შეტანილია შესაბამისი დამატება
გამოცემული და აპრობირებულია დაწყებითი სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა დამხმარე სახელმძღვანელოების საპილოტო ტირაჟი
საქართველოს განათლების სამინისტრო
4.
დაწყებითი სკოლის პედაგოგთა ტრენინგი და გადამზადება
საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ რეგიონში (მხარეში) გადამზადებულია დაწყებითი სკოლის პედაგოგთა 30-35%
საქართველოს განათლების სამინისტრო
5.
ეკოლოგიური განათლების სასკოლო ქსელის დასრულება და ამუშავება
ა) საქართველოს ყველა სამხარეო ცენტრში დაარსებული და აღჭურვილია ეკო-განათლების კაბინეტი
ბ) დანიშნული არიან კაბინეტის ხელმძღვანელები და მათ აქვთ სამოქმედო კალენდარული გეგმა
საქართველოს განათლების სამინისტრო
6.
პედაგოგიური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების შესაბამის სასწავლო პროგრამებში გარემოსმცოდ-ნეობითი სწავლებისა და ეკოლოგიური განათლების პრინციპებისა და ძირითადი დებულებების შეტანა
პედაგოგიური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამები ითვალისწინებენ გარემოსმცოდნეობითი სწავლებისა და ეკოლოგიური განათლების პრინციპებსა და ძირითად დებულებებს
საქართველოს განათლების სამინისტრო
7.
სტუდენტთა და ლექტორთათვის დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნა და გამოცემა
მომზადებული და გამოცემულია დამხმარე სახელმძღვანელოს საპილოტო ტირაჟი სტუდენტთა და ლექტორთათვის
საქართველოს განათლების სამინისტრო
8.
პედაგოგიური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების ლექტორთა ტრენინგი და გადამზადება
ბილატერელური არხების გამოყენებით და უცხოელი ექსპერტების დახმარებით ლექტორთა ტრენინგი
საქართველოს განათლების სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
9.
ადგილობრივი გარემოსდაცვითი არასამთავ-რობო ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება, მათი საქმიანობის სტიმული-რება და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება ეკოლოგიური განათლების მიმართულებით
ა) ჩატარებულია ტრენინგების სერია საქრთველოს სხვადასხვა რაიონებში არსებული NGO-ებისათვის
ბ)საქართველოს ყველა მხარეში გრანტირებული და განხორციელებულია NGO-ების მიერ მომზადებული ეკო-საგანმანათლებლო პროექტები
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
(მსხვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანი-ზაციების დახმარებით)
10.
თანმიმდევრული და გააზრებული საინფორმაციო პოლიტიკის გატარება მასმედიაში
ა) ჩატარებულია 4 საორიენტაციო შეხვედრა და 4 სემინარი ჟურნალისტებისათვის;
ბ) შექმნილი და რეალიზებულია ეკო-საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო არხებზე
გ) მედიაში მიმდინარეობს დისკუსია ეკო-განათლებისა და გარემოსდაცვის საკითხებზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
სახ.ტელე-რადიო კომიტეტი
11.
საინვესტიციო პაკეტის მომზადება
მომზადებულია და პოტენციური დონორებისათვის წარდგენილია სახელმწიფო პროგრამის საინვესტიციო პაკეტი
5. პროგრამის დანერგვის მონიტორინგი
5.1. მონიტორინგის სამი ძირითადი მექანიზმი
პირველი განხორციელდება ამავე პროგრამის ფარგლებში შექმნილი ეკოლოგიური განათლების საკოორდინაციო საბჭოს საშუალებით. საბჭო, სხვა საქმიანობასთან ერთად, სისტემატურად მოამზადებს მიმდინარე ანგარიშებს და შესაბამის რეკომენდაციებს პროგრამის დანერგვის მიმდინარეობასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების და განათლების სამინისტროებისათვის.
მეორე განხორციელდება ადგილობრივი და საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, პროგრამის დანერგვის ძირითადი ეტაპების შეფასების საშუალებით.
მესამე განხორციელდება საზოგადოებრივი აზრის პერიოდული შესწავლის საშუალებით, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს განათლების პროგრამის მონიტორინგში საზოგადოების ფართო ფენების უშუალოდ ჩართვას.
5.2. შეფასების კრიტერიუმები
საგანმანათლებლო მასალები გულისხმობს ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილ იმ მასალებს, რომლებიც გამოიყენება ფორმალური და არაფორმალური განათლებისათვის (მეთოდური და დამხმარე სახელმძღვანელოები, პლაკატები, ვიდეო ფილმები და სხვ.) და მოსახლეობის ფართო ფენების ინფორმირებისათვის (წიგნები და ბროშურები, რადიო და ტელეპროგრამები, გამოფენები, სარეკლამო რგოლები და სხვ.)
საგანმანათლებლო შედეგები უშუალოდ ადამიანის შესაძლებლობებზეა ფოკუსირებული და გულისხმობს ძირითადი მიზნობრივი ჯგუფების ეკოლოგიური განათლების (გარემოსდაცვითი ცნობიერების) დონის თვისობრივ ამაღლებას (პრობლემების სწორი ანალიზი ეკოლოგიურ, პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ კონტექსტში, ალტერნატიული გზების გამოძებნა, კოოპერატიული მოქმედების უნარი და სხვ.).
გარემოსდაცვითი ზეგავლენა წარმოადგენს ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობის თანმდევ, კუმულატიურ ეფექტს და განაპირობებს გრძელვადიან ცვლილებებს გარემოს დაცვის სფეროში (ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესება, დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა რაოდენობის ზრდა, ტყეების აღდგენა და სხვ.).