„საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“
მიღების თარიღი 18.12.2006
ძალის დაკარგვა 01.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №750
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 170, 20/12/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
გაუქმებულია
ცვლილება შეტანილია აქტით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 01.03.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანებულება (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 დეკემბრის №750 ბრძანებულება"
დოკუმენტის ტექსტი
„საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-weight:normal;}
h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; }
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 27.0pt 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №750
2006 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს ინსტრუქცია „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ“.
მ. სააკაშვილი
ინსტრუქცია
საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღის ტარების, გადაადგილებისა და შენახვის წესისა და რეჟიმის შესახებ
თავი I
ზოსგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამოქალაქო იარაღის (შემდეგში – იარაღი) და საბრძოლო მასალის ტარების, გადატანა-გადაზიდვისა და შენახვის წესს.
2. ეს ინსტრუქცია, გარდა მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, არ ვრცელდება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით ტარების ნებართვით პირის საკუთრებაში არსებულ იარაღზე.
3. იარაღის გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
1. შეძენილი სამოქალაქო იარაღი, გარდა პნევმატური იარაღისა და აეროზოლური მოწყობილობისა, საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას შეძენიდან 10 დღეში.
2. შეძენილ გრძელლულიან (ხრახნილლულიანი სანადირო იარაღი) და მოკლელულიან (პისტოლეტი, რევოლვერი, ავტომატური პისტოლეტი) ცეცხლსასროლ იარაღს, საფანტის, გაზის და სასპორტო იარაღს (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სანებართვო სამსახური, ხოლო სანადირო გლუვლულიან იარაღს (შენახვისა და ტარების უფლებით) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (ტერიტორიული ქვედანაყოფი) პირის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
3. საკუთრებაში არსებული იარაღი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით ტარების ნებართვით ფორმდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილ თანამდებობის პირზე სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების პერიოდში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანებართვო სამსახურში დამატებით წარადგინოს ცნობა დაკავებული თანამდებობის შესახებ, სამსახურებრივი პირადობის მოწმობის და იარაღის შენახვის უფლების დამადასტურებელი ნებართვის ასლები.
მუხლი 3🔗.
1. იარაღის მესაკუთრე, საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) შეცვლის შემთხვევაში, იარაღის რეგისტრაციის მოხსნის მიზნით ვალდებულია მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ დანაყოფს, სადაც რეგისტრირებულია მისი იარაღი.
2. ახალ საცხოვრებელ ადგილზე (იურიდიულ მისამართზე) გადასვლიდან 5 დღის განმავლობაში იარაღის მფლობელი ვალდებულია იარაღის ხელახალი რეგისტრაციისათვის მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.
3. იარაღის შენახვისა და ტარების ნებართვის მქონე პირები ვალდებული არიან სამ წელიწადში ერთხელ გაიარონ ხელახალი რეგისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და წარადგინონ იარაღი ტექნიკური და საექსპერტო დათვალიერების მიზნით.
მუხლი 4🔗.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანებართვო სამსახურის შეტყობინების საფუძველზე სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამ-სახური სამ თვეში ერთხელ ახორციელებს მოქალაქის პირად საკუთრებაში არსებული იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვის და რეგისტრაციის კანონიერების შემოწმებას.
2. იარაღის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახური იარაღის მემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტამდე და იარაღის შეძენის უფლების მიღებამდე უზრუნველყოფს იარაღის გადატანას და შენახვას შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სამორიგეო დანაყოფში.
3. დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგისტრირებული იარაღის ჩუქება და მემკვიდრეობით მიღება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დასაჩუქრებული პირის და მემკვიდრის მიერ აღნიშნული იარაღის შეძენის ნებართვის არსებობისას.
თავი II
იარაღის ტარების წესი
მუხლი 5🔗.
იარაღის ტარების უფლების მქონე პირი პირადად არის პასუხისმგებელი მისი დაცვისა და მოვლისათვის, აგრეთვე ვალდებულია დაიცვას იარაღის ბრუნვის თაობაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები.
მუხლი 6🔗.
1. აკრძალულია იარაღის ტარება სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე.
2. აკრძალულია სანადირო იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება, გარდა ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული ადგილებისა (ტირი, სასროლეთი, სასროლო-სანადირო სტენდი, ნადირობისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები).
მუხლი 7🔗.
აკრძალულია იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემა სხვა პირთათვის ან/და ამოღება (ჩვენება) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დემონსტრირების მიზნით, გარდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 8🔗.
იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის ან გატაცების შემთხვევაში, იარაღის მესაკუთრე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს.
მუხლი 9🔗.
იარაღის შენახვისა და ტარების უფლების მქონე პირი იარაღის ტარებისას ვალდებულია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად იქონიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სათანადო ნებართვა.
თავი III
იარაღის შენახვის წესი
მუხლი 10🔗.
საცხოვრებელ ადგილას იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ პირობებში (საიმედოდ დამაგრებული ლითონის ან გამძლე მასალისაგან დამზადებულ საცავში), რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა.
მუხლი 11🔗.
1. შესაბამისი პროფილის სპორტულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ შეინახონ სასპორტო ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი, სასპორტო პნევმატური იარაღი, რომლის კალიბრი 4,5 მილიმეტრზე ნაკლებია და სასპორტო ცივი და ცივი სასროლი იარაღი სპორტულ ობიექტებზე ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების დაცვით საამისოდ მოწყობილ სათავსებში.
2. პირები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ იარაღის და საბრძოლო მასალის დამზადებას, შეკეთებას ან იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობას, ინახავენ იარაღს და საბრძოლო მასალას საწარმოს ტერიტორიაზე იარაღის შენახვისათვის დადგენილი ყველა აუცილებელი პირობის დაცვით.
თავი IV
იარაღის გადატანა-გადაზიდვა
მუხლი 12🔗.
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა ხორციელდება შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
2. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა დასაშვებია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემიდან სამ თვეში.
მუხლი 13🔗.
1. ქვეყნის შიგნით საჰაერო ტრანსპორტით იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანის დროს ფიზიკური პირის იარაღი და საბრძოლო მასალა გამგზავრების ადგილის აეროპორტში ფრენის პერიოდში დროებით შესანახად გადაეცემა საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრს და მის მფლობელს უბრუნდება ფრენის დასრულების შემდეგ დანიშნულების ადგილის აეროპორტში.
2. ფიზიკური პირების იარაღისა და საბრძოლო მასალის გადასატანად იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას, საჰაერო ხომალდის ბორტზე იარაღის და საბრძოლო მასალის მიტანას და გაცემას ახორციელებს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრი, რომელიც საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ ინიშნება ფრენის პერიოდში იარაღის შენახვისა და დანიშნულების ადგილის აეროპორტში მიტანისათვის პასუხისმგებელ პირად.
3. გადასაზიდად იარაღის და საბრძოლო მასალის მიღებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას, გამგზავრების ადგილის აეროპორტში სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდის (შემდეგში – საჰაერო ხომალდი) ბორტზე იარაღის მიტანას და დანიშნულების ადგილის აეროპორტში იარაღის და საბრძოლო მასალის გაცემას ახორციელებენ სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლები.
მუხლი 14🔗.
1. იარაღი და საბრძოლო მასალა საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს უნდა იყოს მოთავსებული საჰაერო ხომალდის საბარგო (სატვირთო) განყოფილებაში შეფუთულ, დაპლომბილ და ჩაკეტილ ტარაში.
2. საჰაერო ხომალდებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ იზოლირებული საბარგო განყოფილებები, დასაშვებია ფიზიკური პირების კუთვნილი იარაღის და საბრძოლო მასალის გადატანა ეკიპაჟის კაბინაში დაცულ და უსაფრთხო ადგილზე.
მუხლი 15🔗.
იარაღის (5 ერთეულზე მეტი ოდენობის) ან/და საბრძოლო მასალის (400 ერთეულზე მეტი ოდენობის) ავტოტრანსპორტით გადაზიდვისას პირი ვალდებულია:
ა) სატრანსპორტო საშუალება მოაწყოს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს ცეცხლსასროლი შეიარაღებული დაცვის თანხლება არანაკლებ ორი პირის შემადგენლობით;
გ) იარაღის გადაზიდვა განახორციელოს დალუქული სპეციალური ტარით.
მუხლი 16🔗.
იარაღის (5 ერთეულზე მეტი ოდენობის) ან/და საბრძოლო მასალის (400 ერთეულზე მეტი ოდენობის) ორზე მეტი ავტომანქანით გადაზიდვისას მისი თანხლება ხორციელდება ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაცვის არანაკლებ სამკაციანი შემადგენლობით სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებით.
მუხლი 17🔗.
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვისას სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, ამასთან, უნდა იქნეს გამორიცხული უცხო პირთა მიერ გადასაზიდი იარაღის ვიზუალური დათვალიერებისა და მასთან შეღწევის შესაძლებლობა.
2. სატრანსპორტო საშუალების ან/და იარაღის გადასაზიდი ტარის გახსნის ან დაზიანების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, შეიარაღებული დაცვის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს შემთხვევის ადგილის დაცვა და აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლოეს დანაყოფს, შეადგინოს აქტი, მიიღოს სათანადო ზომები შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
მუხლი 18🔗.
1. ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის დროს იარაღი უნდა იყოს განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში საბრძოლო მასალისაგან განცალკევებულად, სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რითაც უნდა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა.
2. აკრძალულია იარაღისა და საბრძოლო მასალის გაგზავნა ფოსტით.